http://agrokavkaz.ge/პავლონიის წარმომავლობა ჩინურია, იგი ასევე უძველესი დროიდან ცნობილია იაპონიაში.
პავლოვნია არ არის მხოლოდ მორიგი ეგზოტიკური ხე. ძნელია გამოტოვების გარეშე ჩამოთვალო ყველა ის სფერო, სადაც მისი სხვადასხვა ნაწილები გამოიყენება. მერქანი, ფოთლები, ყვავილი — თითოეულ მათგანს აქვს ისეთი მახასიათებლები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია.
მთლიანად მცენარე, საოცრად სწრაფად ზრდის უნარით, გარემოს დამცველებისთვის წარმოადგენს პატარა სიმდიდრეს. მათ აღმოაჩინეს, რომ პავლოვნია, თავისი სწრაფად განვითარებადი ფესვთა სისტემით, ძალიან ხელსაყრელია ტყის გასაშენებელი ნაკვეთებისთვის, რომელიც ხელს უშლის ეროზიის განვითარებას.
ეს საკითხი დიდი ხანია განხილვის საგანია ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად აშშ-ში, სადაც ეროზია წარმოადგენს მუდმივ პრობლემას. პავლოვნია ასევე ხელსაყრელია დამწვარი ტყეების ხელახლა გატყიანებისთვის; აშკარა უპირატესობების გარდა, ხშირი ფოთლიანობის გამო, ის უზრუნველყოფს ტერიტორიის ბუნებრივ გაპატივებას ფოთოლცვენის შემდეგ.
რა თქმა უნდა, მისი არაჩვეულებრივი თვისებების გამო, პავლოვნია გახდა სავალდებულო პარკებში და ბაღებში — არა მხოლოდ აზიაში, არამედ ევროპასა და აშშ-იც. დიდი ფოთლები და დიდი გვირგვინი, რომელიც დიდი ხნის ლოდინის გარეშე იზრდება, გვაძლევს ჩრდილოვან ადგილებს რომ დავისვენოთ. პავლოვნიის პარკები არის ლამაზი და გრილი ადგილი დიდ ქალაქებში სადაც სიცხეა და მტვერია.
არ არის საჭირო კიდევ აღვნიშნო, რომ დიდი რაოდენობით მწვანე (და ფოტოსინტეტიკური) მასობრივი ფოთლები რამდენად ნახშირორჟანგს ამუშავებენ. ეს არის ხე რომელსაც ეძახიან «ქალაქის ფილტვებს“- ეს არის პავლოვნია. ის ერთერთი ლიდერია ხეებს შორის ჟანგბადის გამოყოფით.
ფოთლები დაახლოებით 75 სმ დიამეტრის, ასე რომ, არც არის გასაკვირი რამდენ ნახშირორჟანგს მოითხოვს პაულოვნია მისი მეტაბოლიზმისთვის, შესაბამისად — დიდი რაოდენობით ჟანგბადის გაათავისუფლეს ატმოსფეროში ფოტოსინტეზის პროცესში. პაულოვნიის ფოთოლი მასა არის შესაფერისი სილოსისთვის - იგი შეიცავს დაახლოებით 20% პროტეინს და მისი თვისებებია ახლოს არის ლუცერნასთან.
ხელმისაწვდომობა და დიდი სარგებელი უზრუნველყოფს საკვების დაბალ ღირებულებას — ეს არის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები პირუტყვის ინდუსტრიაში. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი, რის გამოც ფოთლები უნდა დავაფასოთ. ცნობილია, რომ ისინი შეიცავს რამოდენიმე ნივთიერებას რომლებიც გავლენას ახდენენ ღვიძლის, თირკმელების და ნაღვლის ბუშტის უკეთ მუშაობაზე და აქვს ასევე კარგი ეფექტი ფილტვის დაავადებებზე. ეს თვისებები დიდი ხანია ცნობილია ჩინეთში;
ფარმაცევტული მრეწველობა კი პავლოვნიისგან აწარმოებს მედიკამენტებს. პავლოვნიის ფოთლებს აქვს სხვა თვისებებიც — მათი გამოყენება კოსმეტიკის სფეროში თითქმის ისეთივე ძველია, როგორც მედიცინაში, მაგრამ ეს ახალია ევროპაში. მხოლოდ ახლახან ექსტრაქტები პავლოვნიის ფოთლებისგან შეიყვანეს კრემებში და პარფიუმერიაში. იგივე ეხება ყვავილებს — მისი არომატი განისაზღვრება როგორც, «ვანილის ფხვნილის და ოდნავ ნუშის».
იხილეთ სრულად
http://agrokavkaz.ge/dargebi/memcenareoba This post has been edited by agrokavkaz on 1 Sep 2014, 19:02