#42110855 · 2 Sep 2014, 12:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოვყვები დღეს გადახდენილ ამბავს, მიდივარ წამებულზე მესამე ზოლში და ჩემ წინ მიდის ფიტი 40 კმ სიჩქარით რომელსაც მართავს ჰა ჰა 20 22 წლის გოგო, ავუნთე ფარები ჩავრთე პავაროტნიკი და ნურას უკაცრავად, ბოლოს ვუსიგნალე და რეაქცია ნული... მართლა გავმწარდი ვდიე და ამოვუდექი გვერდით ვანიშნე ვეძახე რომ გაეჩერებინა და ზედაც არ შემოუხედავს ისე იყო საჭეს ჩაბღაუჭებული მივხვდი აზრი არ ქონდა, არ მოვეშვი ჩავუჭერი პირველ ზოლში და იძულებული გახდა გაეჩერებინა (კინაღამ დამარტყა) გადმოვიდა და ეგრევე შეტევა იწყო. ავუხსენი სიტუაცია თუ რატომ რისთვის ჩავიდინე ეს საქციელი და პასუხად მივიღე ასეთი რამ " მე ვალდებული არ ვარ უკან ან გვერდზე მიმავალი მანქანა ვაკონტროლოო და მაშასადამე ვიყურები წინ რომ საფრთხეში არ ჩავიგდო თავიო" რა უნდა მექნა მე ვერ გამოვდგებოდი მის მასწავლებლად ან ამღზრდელად და გავუშვი თავის გზაზე. არ შეიძლება ასეთი განუკითხაობა გზებზე. შეზღუდეთ მართვის მოწმობის გაცემა ასეთ ალოგიკურ ადამიანებზე კაცი იქნება ეს თუ ქალი
|