Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(4)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
"ქარწაღებულნი"
, წიგნი და ფილმი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sandy
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
sandy
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 30940
წევრი No.: 47130
რეგისტრ.: 17-November 07
#35023004
· 2 Feb 2013, 23:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
„ქარწაღებულნი“ ბევრი რამით გამორჩეული რომანია. მოყვარული ჟურნალისტის, მერე კი უბრალოდ დიასახლისის ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც შემთხვევით დაიბეჭდა, გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და უკვე 70 წელზე მეტია მსოფლიოს ყველაზე „კითხვადი“ წიგნების ხუთეულში შედის.
არანაკლებ წარმატებულია ამ რომანის კვალდაკვალ გადაღებული ეკრანიზაცია, რომელიც დღემდე კინოს ისტორიაში ყველაზე შემოსავლიან ფილმად ითვლება.
ვისაუბროთ ამ რომანსა და ფილმზე
მიმაგრებული სურათი
--------------------
წყალნი წავლენ და წამოვლენ,
ქვიშანი დარჩებიანო...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jeanne Hébuterne
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Jeanne Hébuterne
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1291
წევრი No.: 144755
რეგისტრ.: 18-March 12
#35026169
· 3 Feb 2013, 04:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წიგნი წავიკითხე რამდენიმე წლის წინ და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სქელტანიანია რამდენიმე დღეში ამოვწურე, ხელიდან არ მინდოდა გამეშვა, სადაც წავიდოდი დავათრევდი ამ ვებერთელა წიგნს. რომ დავამთავრე, გული დამწყდა...
ფილმი არ მინახავს.
ძალიან ადვილად იკითხება, გასართობი წიგნია, სიუჟეტიც საინტერესოდ ვითარდება ამერიკის სამხრეთ და ჩრდილოეთ შატატებს შორის მე-19-ე საუკუნის სამოქალაქო ომის ფონზე.
სამხრეთ შტატების პლანტატორების ცხოვრება ფუფუნებაში, ომის შემდეგ მონების და ქონების დაკარგვა; სამხრეთელების ჩრდილოელი "იენკების" მიმართ სიძულვილი, წაგებული ომის შემდეგ ბედთან შეგუება და ახალი ცხოვრების დაწყება მონათმფლობელობის გარეშე. გათავისუფლებული ზანგების ბედი, ურთიერთობა პატრონებთან ომამდე და ომის შემდეგ და ა.შ ჩემთვის საინტერესო იყო წიგნის ისტორიული ფასადიც.
თუმცა რა თქმა უნდა წიგნი სკარლეტ ოჰარას და რეთ ბატლერის სიყვარულს ეძღვნება
.
მეზარება ახლა მაგაზე წერა.
ერთს დავძენდი. სკარლეტის პერსონაჟი, მიუხედავად ბევრი უარყოფითი თვისებისა, ძალიან მომეწონა, ძლიერი ქალია, დამოუკიდებელი, ჯიუტი, ოპტიმისტი, მებრძოლი, მშრომელი, უარყოფითი ცვლილებები რომ არ აბნევს და გამოსავალს ეძებს , არ ნებდება და არ ეგუება ბედს.
ბოლო წინადადებაც ეგეთია წიგნის, რეთი მიატოვებს და ეს ფიქრობს: I'll go home, and I'll think of some way to get him back. After all, tomorrow is another day.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vaho
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
vaho
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 17656
წევრი No.: 17198
რეგისტრ.: 14-February 06
#35026512
· 3 Feb 2013, 10:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ვისაუბროთ ამ რომანსა და ფილმზე
ცუდია ორივე...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sandy
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
sandy
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 30940
წევრი No.: 47130
რეგისტრ.: 17-November 07
#35026598
· 3 Feb 2013, 10:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მარგარეტ მიტჩელი
(1900-1949)
მარგარეტ მიტჩელი 1900 წლის 8 ნოემბერს დაიბადა ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში. სკარლეტის მსგავსად, მისი მამა ირლანდიური, დედა კი ფრანგული წარმომავლობის იყო. იუჯინ მიტჩელი ატლანტაში ცნობილი იურისტი, უძრავი ქონების ექსპერტი გახლდათ. გარდა ამისა, ძალიან უყვარდა ლიტერატურა და ადგილობრივ ისტორიულ საზოგადოებასაც თავმჯდომარეობდა. დედა სუფრაჟისტობდა და ათასგვარ საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ღონისძიებებში იყო ჩართული. მარგარეტის ორივე ბაბუა და ბევრი ნათესავი სამოქალაქო ომში იბრძოდნენ, რა თქმა უნდა, სამხრეთელების მხარეზე. მათი საუბრების მუდმივი თემაც ეს იყო. შეიძლება ითქვას, მარგარეტი და მისი 4 წლით უფროსი ძმა სტეფანი ომის მოგონებებზე გაიზარდნენ.
მარგარეტი 18 წლის იყო, როდესაც დედა „ესპანური გრიპის“ პანდემიით გარდაეცვალა. იგი იძულებული გახდა მასაჩუსეტიდან (სადაც ქალთა კოლეჯში სწავლობდა) მშობლიურ ატლანტაში დაბრუნებულიყო და საოჯახო მეურნეობას გასძღოლოდა. იმავე 1918 წელს, საფრანგეთში პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა მისი საქმრო, ლეიტენანტი კლიფორდ ჰენრი. (ყოველ წელს, კლიფორდის დაღუპვის დღეს, მარგარეტი მის დედას ყვავილებს უგზავნიდა).
22 წლისამ მუშაობა დაიწყო გაზეთ „ატლანტა ჯორნალში“ რეპორტიორად და ესეისტად (ამ ამპლუაში ძირითადად ისტორიულ თემატიკაზე წერდა).
იმავე 1922 წელს მარგარეტი ცოლად გაჰყვა ბერენდ კინარდ აპშოუს, თუმცა ამ ქორწინებამ მხოლოდ 1 წელი გასტანა. რედი (ჟღალი თმის გამო ასე ეძახდნენ მას მეგობრები) საძაგელი რეპუტაციით სარგებლობდა - ლოთი, მექალთანე, სკანდალისტი. ის საერთოდ არ ცნობდა ეტიკეტსა და კარგ მანერებს და შეეძლო მაღალი წრის წვეულებაზე ფეხშიშველი მისულიყო. შესაძლოა, სწორედ თავისი არაორდინალურობით მიიქცია მარგარეტის ყურადღება... ეს ქორწინება ყოველმხრივ უიღბლო აღმოჩნდა. აპშოუმ არც ქორწინების მერე შეცვლა ცხოვრების სტილი. ის ცოლს არა მხოლოდ ღალატობდა, სცემდა კიდეც. მარგარეტმა გაყრაზე შეიტანა განცხადება და სანამ თავისუფლებას დაიბრუნებდა, ცალკე ოთახში, ბალიშის ქვეშ ამოდებული პისტოლეტით ეძინა. თუმცა ის მალე საერთოდაც დაქვრივდა - რედ აპშოუ რომელიღაც ბინძურ ბარში მოკლული იპოვნეს.
1925 წელს მარგარეტი ცოლად გაჰყვა თავის დიდი ხნის თაყვანისმცემელს, სადაზღვევო აგენტ ჯონ მარშს, მიატოვა რეპორტიორის სამუშაო და ქმართან ერთად ატმების ქუჩის მახლობლად, პატარა სახლში დასახლდა. მას მერე მარგარეტი ტიპიური სამხრეთელი ლედის ცხოვრებით ცხოვრობდა და თან „ჩუმად“ წერდა რომანს...
მარგარეტ მიტჩელი შემთხვევით და ტრაგიკულად დაიღუპა 49 წლის ასაკში. 1949 წლის 16 აგვისტოს ქმართან ერთად კინოში მიმავალს ქუჩის გადაკვეთისას მთვრალმა მძღოლმა მანქანა დააჯახა და 5 დღის შემდეგ გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. დაკრძალულია ატლანტაში.
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PET
Super Member
ჯგუფი: Registered
PET
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 645
წევრი No.: 116010
რეგისტრ.: 23-May 10
#35027178
· 3 Feb 2013, 12:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქართულად იშოვება? არსად არაა
((
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sandy
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
sandy
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 30940
წევრი No.: 47130
რეგისტრ.: 17-November 07
#35027537
· 3 Feb 2013, 12:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vaho
QUOTE
ცუდია ორივე...
ასე კატეგორიულად?
სიმართლე რომ ვთქვა, არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ამ რომანზე და ფილმზე ერთმნიშვნელოვნად იტყოდა, ცუდიაო
PET123
QUOTE
ქართულად იშოვება? არსად არაა.
ქართულად ნათარგმნიც კი არაა
სირცხვილი ჩვენ... მსოფლიოში არ მეგულება ცივილიზებული ერი, რომლიც ენაზეც ეს რომანი ნათარგმნი არ იყოს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dande-lion
Super Member
ჯგუფი: Registered
dande-lion
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 132
წევრი No.: 152556
რეგისტრ.: 31-July 12
#35029018
· 3 Feb 2013, 14:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფილმი ძალიან მომწონს. წიგნი, სამწუხაროდ, არ წამიკითხავს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Paloma_Picasso
there is a kingdom
ჯგუფი: Registered
Paloma_Picasso
there is a kingdom
ჯგუფი: Registered
წერილები: 1068
წევრი No.: 134740
რეგისტრ.: 12-August 11
#35029204
· 3 Feb 2013, 15:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წიგნი არ წამიკითხავს, ფილმი მართლა საკულტოა.
QUOTE
After all, tomorrow is another day.
ამ ფრაზის გამო იმსახურებს ჩემს სიმპატიას, თუმცა სრულად უფრო შთამბეჭდავია: Tara! Home. I'll go home. And I'll think of some way to get him back. After all... tomorrow is another day.
This post has been edited by
Paloma_Picasso
on 3 Feb 2013, 15:13
--------------------
Поверишь ли, Ариадна? — сказал Тесей. — Минотавр почти не сопротивлялся.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sandy
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
sandy
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 30940
წევრი No.: 47130
რეგისტრ.: 17-November 07
#35029547
· 3 Feb 2013, 15:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როგორ იქმნებოდა „ქარწაღებულნი“
1926 წლის შემოდგომაზე მარგარეტ მიტჩელმა ფეხი დაიშავა (ფეხზე ისედაც ჰქონდა პრობლემა, ბავშვობაში ცხენიდან ჩამოვარდა) და კარგა ხნით სახლს მიეჯაჭვა. იძულებითი უმოქმედობის პირველი რამდენიმე კვირა მარგარეტი შეუსვენებლად კითხულობდა და თითქმის მთლიანად გადაიკითხა როგორც თავისი ოჯახის, ისე მშობლიური ქალაქ ატლანტის ბიბლიოთეკებში არსებული წიგნები.
„ახლა თუ კიდევ რამის წაკითხვა მოგინდა, მისი დაწერა თავად მოგიწევს“, - გაეხუმრა ქმარი, რომელიც მარგარეტს წიგნებით „ამარაგებდა“.
„სწორედ ამას ვაპირებ,“ - მიუგო მიტჩელმა და ამჯერად საბეჭდი ქაღალდების დიდი შეკვრა მოითხოვა.
ასე დაიწყო უსათაურო რომანის წერა...
რამდენიმე ხანში მარგარეტს ფეხი მოუშუშდა და ისიც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, თუმცა წერა არ შეუწყვეტია. ახლობელ-მეგობრებმა იცოდნენ, რომ პეგი (ასე ეძახდნენ მარგარეტს შინაურობაში) „რაღაცას“ წერდა, თუმცა მიტჩელი ამ თემაზე ლაპარაკს ყველანაირად თავს არიდებდა. მხოლოდ ქმარს უკითხავდა ხოლმე ნაწყვეტებს... მისი პატარა ბინა გაძეძგილი იყო ნაბეჭდი ფურცლებით, რომელთა აღმოჩენა ყველაზე მოულოდნელ ადგილებში, მაგალითად, სამზარეულოში, ქვაბებსა და ტაფებს შორისაც შეიძლებოდა.
მარგარეტი წიგნს „აბურდულად“ წერდა, ქრონოლოგიური თანმიმდევრობის გარეშე. ცნობილია, რომ პირველად მან ნაწარმოების ფინალი დაწერა და შემდეგ „უკუსვლა“ დაიწყო. რომანის არც ერთი ნაწილი ერთ ან თუნდაც რამდენიმე ეგზემპლარად არ დაწერილა. მხოლოდ პირველი თავი ითვლიდა 60-მდე ვარიანტს!
1930 წლისთვის რომანი ძირითადად დასრულებული იყო. მარგარეტი ნაბეჭდ ფურცლებს კონვერტებში ინახავდა და რაღაც პერიოდი დროდადრო უბრუნდებოდა - შლიდა, ასწორებდა, ცვლიდა... მერე კი კონვერტები საკუჭნაოში შეინახა და აღარც გაჰკარებია.
ნაწარმოებმა დღის სინათლე შეიძლება ითქვას, შემთხვევის წყალობით იხილა. ცნობილი გამომცემლობა „მაკმილანი“ მთელ ამერიკაში საინტერესო ხელნაწერებს ეძებდა. გამომცემლობის ერთ-ერთი თანამშრომელი ლოის კოული მარგარეტის ძველი მეგობარი იყო და ნიუ-იორკში გადასვლამდე მასთან ძალიან ახლობლობდა; იცოდა ისიც, რომ პეგი რომანს წერდა. მან გამომცემლობის ბოსებს სწორედ ამ რომანის ნახვა ურჩია.
როდესაც ატლანტაში ჩასულმა გამომცემლობის რედაქტორმა ჰეროლდ ლეტამმა მარგარეტ მიტჩელს ხელნაწერის ნახვა სთხოვა, მან უპასუხა, არავითარი ხელნაწერი არ არსებობსო. ლეტამი არ ნებდებოდა და რბილად, მაგრამ დაჟინებით ცდილობდა მარგარეტი რომანის გამოჩენაზე დაეყოლიებინა. ამან მწერლობის პრეტენზიის მქონე რამდენიმე ადგილობრივი სუბიექტი გააღიზიანა. მათ ხმები დაყარეს, თითქოს პეგის რეალურად არც არაფერი დაუწერია და მხოლოდ საკუთარი პერსონისადმი ყურადღების მისაქცევად იბრალებდა რაღაცის შეთხზვას.
მიტჩელისთვის ეს გამოწვევა აღმოჩნდა. მან მანქანაში „ჩატვირთა“ თავისი ნაწერები, ლეტამს სწორედ ატლანტიდან გამგზავრების დღეს დაადგა სასტუმროში, ჰოლში მთად დამდგარ კონვერტების გროვაზე მიუთითა და უთხრა: „აიღეთ, სანამ არ გადამიფიქრებია“.
ლეტამი შემდგომ იგონებდა, რომ მანამდე ამხელა ხელნაწერი არასდროს ენახა, ისე, რომ მის მოსათავსებლად სასწრაფოდ უზარმაზარი ჩემოდნის ყიდვა გახდა საჭირო. ხელნაწერს შავზე შავი ეთქმოდა. ზოგი თავი საერთოდ არ ჩანდა (მარგარეტს მისი წამოღება დაავიწყდა), ზოგი - რამდენიმე, ხშირად ურთიერთსაპირისპირო ვერსიად იყო წარმოდგენილი, ნაწარმოების დასაწყისი საერთოდ არ არსებობდა, უკვე გაყვითლებული ფურცლები ძნელად იკითხებოდა, მით უფრო, რომ ავტორს ნაბეჭდ ტექსტს შორის ფანქრით მინაწერები ჰქონდა გაკეთებული. მიუხედავად ყველაფრისა, პირველი ფურცლების წაკითხვისთანავე გამოცდილი რედაქტორი ლეტამი მიხვდა, რომ მის წინ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმტაცი ნაწარმოები იყო.
მარგარეტმა ლეტამს გზაში დეპეშა დააწია: „ხელნაწერი დამიბრუნეთ, გადავიფიქრე“. რედაქტორს ამის გაკეთება არც უფიქრია და ავტორს დელიკატური უარი შეუთვალა. ცოტა ხნის შემდეგ მარგარეტმა „მაკმილანის“ შეფისგან დეპეშა მიიღო, სადაც იგი აღფრთოვანებას გამოხატავდა მისი ნაწარმოებით და გამომცემლობასთან დაუყოვნებლივ კონტრაქტის გაფორმებას სთხოვდა. მიტჩელი გაოგნდა. მას არათუ მისი წიგნის დაბეჭდვის იმედი, იმის მოლოდინიც არ ჰქონდა, რომ მის აბურდულ-დაბურდულ რომანს ვინმე საერთოდ წაიკითხავდა.
ნაწარმოების გამოსაცემად მომზადებას დაახლოებით 1 წელი დასჭირდა. მარგარეტმა რამდენიმე ვერსიიდან თითო თავი შეარჩია, ქრონოლოგიურად დააწყო ისინი, გადაამოწმა და დააზუსტა ისტორიული რეალიები და თარიღები, შეცვალა მთავარ პერსონაჟთა სახელები, უკანასკნელ მომენტში შეირჩა რომანის სათაური...
„ქარწაღებულნი“ 1936 წელს გამოვიდა ხმაურიანი სარეკლამო კამპანიის თანხლებით და პირველსავე დღეს 50 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში რომანი კიდევ 30-ჯერ გამოსცეს!
ასეთ ფენომენალურ წარმატებას არავინ ელოდა, პირველ რიგში თავად მარგარეტ მიტჩელი...
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
_Maryam_
Junior Member
ჯგუფი: Registered
_Maryam_
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 15
წევრი No.: 159789
რეგისტრ.: 20-January 13
#35031218
· 3 Feb 2013, 17:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძალიან მიყვარს ეს წიგნი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
varisvincvar
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
varisvincvar
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2116
წევრი No.: 152946
რეგისტრ.: 14-August 12
#35031281
· 3 Feb 2013, 17:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მშვენიალური ოპერატორი ჰყავს ამ ფილმს, ჩემი აზრით, მშვენიალური!
კადრებია ისეთი, აუცილებლად HQ-ს უნდა უყურო, თორემ ნახევარ სიამოვნებას მიიღებ!
განსაკუთრებით ფილმის დასაწყისში რომ კადრებია, ის მხიბლავს: მამა და ქალიშვილი რომ ვეება მუხის ძირში დგანან და კიდევ საღამოს წითელი ცა!
სცენარმა მაინცდამაინც ვერ აღმაფრთოვანა, მე სუფთა დრამები უფრო მიყვარს, მაგრამ არც ცუდია. გირჩევთ, ნახოთ ფილმი!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sandy
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
sandy
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 30940
წევრი No.: 47130
რეგისტრ.: 17-November 07
#35033692
· 3 Feb 2013, 20:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
varisvincvar
QUOTE
მშვენიალური ოპერატორი ჰყავს ამ ფილმს, ჩემი აზრით, მშვენიალური!
ორივე მათგანმა - ერნტს ჰოლერმა და რეი რენანმა - "ოსკარი" მიიღო საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრებისთვის
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
unusual
Crazy Member
ჯგუფი: Members
unusual
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3158
წევრი No.: 141582
რეგისტრ.: 15-January 12
#35034891
· 3 Feb 2013, 21:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ ფილმი ერთ-ერთ საუკეთესო დრამად მიმაჩნია რაც კი მინახავს. ვივიან ლი შეუდარებელია. წიგნსაც აუცილებლად წავიკითხავ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sandy
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
sandy
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 30940
წევრი No.: 47130
რეგისტრ.: 17-November 07
#35036039
· 3 Feb 2013, 23:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
* * *
მარგარეტ მიტჩელის რომანი კარგა ხანს უსათაურო იყო. როდესაც წიგნი გამოსაცემად მზადდებოდა, ავტორმა მას სათაურად რომანის ბოლო ფრაზა შეურჩია - „ხვალ სხვა დღეა“ (“Tomorrow is another day”). გამომცემლობას ამის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბოლო წლებში ათამდე წიგნი იყო გამოცემული, რომლის სათაურში სიტყვა „ხვალ“ ფიგურირებდა. მაშინ მარგარეტმა გადაწყვიტა, წიგნისთვის უბრალოდ „სხვა დღე“ (“Another Day”) დაერქმია, თუმცა პარალელურად სხვა ვერსიებსაც განიხილავდა. ბოლოს მან გამომცემლობას გაუგზავნა 24 დასახელებისგან შემდგარი სია, რომელშიც სხვებს შორის ფიგურირებდა ინგლისელი რომანტიკოსი პოეტის, ერნსტ დოუსონის ერთი-ერთი ლექსში ამოკითხული „ქარწაღებულნი“
(„Gone With The Wind“)
. ის მონიშნული იყო და მარგარეტს იქვე მიეწერა: „ეს ყველაზე ძალიან მომწონს“. გამომცემლებსაც არ უყოყმანიათ და წიგნი სწორედ ამ, მართლაც ძალიან ეფექტური სათაურით, გამოვიდა.
* * *
რომანის მთავარ პერსონაჟს "ბოლო წუთამდე"
პენსი ო'ჰარა
ერქვა. მარგარეტმა მრავალი სახელის მოსინჯვის შემდეგ ერთბაშად გადაწყვიტა - ეს იქნებოდა
სკარლეტი
! გამომცემლობაში ამ ცვლილებას ტაშით შეხვდნენ. იგი ზუსტად შეეფერებოდა ამ პერსონაჟს - სიტყვა, რომელიც ასოცირდება გამოწვევისა და ცოდვის ფერთან, ალისფერთან და ამავე დროს, სახადთან (ქუნთრუშა)!
This post has been edited by
sandy
on 3 Feb 2013, 23:16
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Paloma_Picasso
there is a kingdom
ჯგუფი: Registered
Paloma_Picasso
there is a kingdom
ჯგუფი: Registered
წერილები: 1068
წევრი No.: 134740
რეგისტრ.: 12-August 11
#35041894
· 4 Feb 2013, 13:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ეს იქნებოდა სკარლეტი! გამომცემლობაში ამ ცვლილებას ტაშით შეხვდნენ. იგი ზუსტად შეეფერებოდა ამ პერსონაჟს -
სიტყვა, რომელიც ასოცირდება გამოწვევისა და ცოდვის ფერთან, ალისფერთან და ამავე დროს, სახადთან (ქუნთრუშა)!
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(4)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0997 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.