Ghost Recon Online ეს არის მე-3 პირის ტაქტიკური შუთერი ცნობილი Ghost Recon-ის ხაზში. ეს არ არის უბრალოდ შუთერი, აქ საჭიროა კარგი ტაქტიკური აზროვნება და რაც მთავარია - აუცილებელია გუნდური თამაში. მარტო აქ შორს ვერ წახვალ.
თამაშში არის 3 კლასი- მზვერავი, შემტევი და სპეციალისტი. ყველა კლასს აქვს თავისი როლი, და ერთი კლასით მეორეს საქმეს ვერანაირად ვერ გააკეთებ. ასევე ყველას აქვს თავისი შეიარაღება და მოწყობილობები.
მზვერავს აცვია ყველაზე კარგი კომუფლაჟი, რადგან თავზე პალტო ახურია, და მის შეიარაღებაში შედის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები და სნაიპერული შაშხანები. არის მგონი 8 იარაღი ყველა კლასში, ანუ 8 სნაიპერი, 8 ავტომატი და ა.შ. ასევე მოცემულია ყველა იარაღის სხვადასხვა ვერსიები(უჩუმარი, ახლო ბრძოლის, შორს ბრძოლის, დაზღვევის...) და ამ ვერსიებზე შენი სურვილის ნაწილების დაყენებაც შეიძლება-მაყუჩის, ცეცხლმაქრის, დიდი მჭიდის, სხვანაირი სამიზნის და ა.შ.
მზვერავს აქვს ორი მოწყობილობა- "ნათელმხილველი", რომელიც შეგაძლებინებთ დაინახოთ მტერი კედლის იქითაც კი, ორი-სამი წამით. მეორე არის "მოსასხამი". ეს არის ადაპტიური ოპტიკური კომუფლაჟი, რომლის გამოყენებისას თითქმის უჩინარი ხდები თვალისთვის, მაგრამ "ნათელმხილველიანი" სხვა მზვერავები მაინც დაგინახავენ თუ გამოიყენეს.
ასევე ყველა კლასს აქვს გუნდის დახმარების მიწყობილობა. ამათ დატენვა არ უნდათ, როგორც მოწყობილიობებს. მზვერავს აქვს 1- ხედავს 50 მეტრში ყველა მტერს რომელიც გაისვრის. 2- ხედავს 10 მეტრში მტერს, რომელიც სპრინტით გარბის.
თვითონ ნახეთ ამის შესაძლებლბები:
ამ ვიდეოში დამწყები მოთამაშე თამაშობს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევით და ნათელმხილველით.
http://www.youtube.com/watch?v=p3hav1in1YIაქ კი "მოსასხამსაც" იყენებს
http://www.youtube.com/watch?v=pdc9TF8vcv8 თუ დააკვირდით, შენიანებთან გაკავშირებს წვრილი ხაზები. ეს ჯგუფური მუშაობისთვისაა. როცა ახლოს მიხვალ შენიანთან, ეს ხაზი ჩნდება თქვენს შორის, და აღარ გინდა რუკაზე შეხედვა. დამიჯერეთ, ძალიან გამოსადეგია რათა სინქრონიდან არ ამოვარდეთ და მარტო არ იხეტიალოთ.
ცოტა ხანში ჩემ ნათამაშებსაც დავდებ

მეორე კლასი არის შემტევი. ის შეიარაღებულია ავტომატებით და "ვინჩესტერებით", აქვს ყველაზე მეტი ჯავშანი და ყველაზე ნელია, ნუ შედარებით. მას აქვს ორი მოწყობილობა - "ბლიცი", ანუ რკინის ფარი, რომელსაც წინ იფარებს, გარბის ძალიან დიდი სიჩქარით და წინ შემხვედრ მტრებს ძირს აქცევს. შემდეგ მისიანები ან თვითონ წაქცეულებს აცხრილავს. მეორე არის "სიცხე"- ეს არის ასე ვთქვათ.. მიმართლი მიკროტალღური ღუმელი, რომელიც მტრებს, რომლებიც მის არეში მოხვდებიან აცხუნებს, ისინი ვეღარ ისვრიან და ვეღარ ხედავენ კარგად, ვეღარც ჩქარა გარბიან (ძააალიან ბევრჯერ გამომიცდია ჩემ თავზე

). კარგია ბევრი მტრის ერთად ჩახშობისთვის და შემდეგ შენიანები მიხედავენ.
მისი გუნდის დახმარების მოწყობილობებია სიცოცხლეების რეგენერაციის აჩქარება და ჯავშნის გაძლიერება.
აი ვიდეო, სადაც ორივე მოწყობილობას იყენებს:
http://www.youtube.com/watch?v=9OBXUL3n-2U ამის გადამღები ცოტა ურევს ხოლმე

თან ეს საახალწლო დრო იყო და ბლიცს მაგიტო ქონდა ეგეთი ხმა. ახლა ბევრად უკეთესია ყველაფერი. თან ვიღაცის მიკროფონი მძღნერადაც არ ვარგა და შუშუნებს.
ამის ვიდეოებსაც დავდებ

სპეციალისტი არის უფრო დამხმარე, მაგრამ არაფრით ჩამოუვარდება არავის. აქვს დიდი ტყვიამფრქვევები და ვინჩესტერები. აქვს ორი მოწყობილობა. "აეგისი", ანუ ენერგიის ფარი, რომელსაც გარშემო იკეთებს და ტყვიებს ისლიტავს კარგი რამაა. 3 მეტრის რადიუსზე იშლება და შენიანებსაც შეუძლიათ შემოსვლა. ყუმბარა ახლოს თუ აგიფეთქდა მაინც მოკვდები შიგნით. "ბლეკაუტი" არის ემპ. ის თიშავს მტრის მოწყობილობებს და რასაც "სიცხე" შვება იმავეს აკეთებს წრეზე, მინიმუმ 14 მეტრის რადიუსზე სამი წამით.
ტყვიამფრქვევებს აქვთ დიდი მომზადების დრო, ანუ თუ გარბიხარ სასროლად გამზადებას დიდი დრო უნდა სხვა იარაღებთან შედარებით ( სნაიპერის გარდა), მაგრამ აქვს ყველაზე მაღალი კონტროლი ავტომატურ იარაგებს შორის თუ რამეს ხარ ამოფარებული.
თამაშს აქვს კარგი ამოფარების სისტემა. "SPACE" კნოფკით ამოეფარები რამე კედელს ან მანქანას. ეს ზრდის სიზუსტეს, მიზანს და კონტროლს. თან უფრო კარგად ხარ დამალული. გასრიალებაც შეიზლება სირბილის დრომ ამავე კნოფკის დაჭერით.
აი სპეციალისტის ვიდეო.
http://www.youtube.com/watch?v=z6dvhLs7Ilg აი აქ რო ბურავს ეკრანს ეგ არი "სიცხეს" რო იყენებენ შენზე. ეს კაციც კარგი მოთამაშეა და მტერიც მაგარი დებილი შეხვდა. აქ იყენებს ვინჩესტერს და "ბლეკაუტს".
თუ დაგაინტერესათ კიდევ დავამატებ ინფოს და გაცემთ კითხვებზე პასუხს.
თამაში არის უმაღლესი დონის, რადგან ბოლოს და ბოლოს უბისოფტისაა, თან Ghost Recon-ია. არის დაბალანსებული, თუ მოკვდი არა იმიტომ რომ სხვას უკეთესი იარაღი აქვს, არამედ იმიტომ რომ რაგაცა გეშლება, და არის სრულიად უფასო. არაფრის საყიდლად არ გჭირდება ნამდვილი ფული თამაშშიც კი, რადგან ყველაფრის ყიდვა შეიძლება შენი ნაღვითქი თამაშის ფულით

თან დაიწყო საერთაშორისო ლიგები კლანებს შორის.