მეგობარო, იმის ნაცვლად, რომ ევროსაბჭოს და გაეროს თავად მოეხდინათ "პოლიტპატიმრის" ცნების განსაზღვრა, ეს საქმე ოფიციალურად დაავალეს საერთაშორისო ამნისტიას.
ეგ ამნისტია კი ამ ტერმინს ასე განსაზღვრავს:
"პოლიტპატიმარი - ეს არის ნებისმიერი პატიმარი, რომლის საქმეშიც არსებობს პოლიტიკური ელემენტი, იქნება ეს ამ პატიმრის ქმედების მოტივაცია, თვითონ ქმედება თუ ხელისუფლების მოტივაცია".
ამას თავისი ცალკე განმარტებებიც აქვს, საქართველოს სინამდვილეშიც ეს კარგადაა გარჩეული - შრომებია დაწერილი.
სინდისის პატიმარიც პოლიტიკურ პატიმართა შორისაა:
პოლიტიკურ პატიმრად შესაძლოა მიჩნეული იყოს პირი, რომელიც:
ა. დააკავეს, დააპატიმრეს ან თავისუფლება აღუკვეთეს საქართველოს კონსტიტუციით და/ან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევით, როგორიცაა აღმსარებლობის თავისუფლება, გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება, შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლება.
(აი, აქ ჯდება ეგ სინდისის პატიმარი. ჩვენთანაც ბლომად იყვნენ მაგნაირები, ამ ამნისტიის შედეგად გამოყრილები).
ბ.დააკავეს, დააპატიმრეს ან თავისუფლება აღუკვეთეს მხოლოდ პოლიტიკური მიზეზებით და არა რაიმე დანაშაულის ჩადენის გამო (ეგეთებიც გვყავდა).
გ. დააკავეს, დააპატიმრეს ან თავისუფლება აღუკვეთეს მისი ოჯახის წევრის, ნათესავის ან ახლობლის პოლიტიკური აქტიობის გამო (ეგეთებიც გვახსოვს).
დ. სამართალდამრღვევად, ბრალდებულად ან/და დამნაშავედ ცნეს პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე და რომლის დაკავების, პატიმრობის ან/და თავისუფლების აღკვეთის ვადაან მისი პირობები მკვეთრად არაპროპორციულია ჩადენილ დანაშაულთან (აი, ამის გამო მოითხოვეს სომხებმა ჩახალიანის პოლიტიკურ პატიმრად აღიარება ევროპაში - დანაშაული და საჯელი არაპროპორციული იყო პოლიტიკური საფუძვლებიდან გამომდინარე. რაც შეეხება პირობებს, აქ ძალიან, ძალიან ბევრი მოხვდებოდა ამ სიაში, კაი პატრონი რომ ჰყოლოდათ).
ე. პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, იმყოფება სხვა დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლებააღკვეთილ პირებთან შედარებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში (ძალიან ბევრი, რომელსაც პოლიტიკური მუხლები ჯქონდათ, იმის ნაცვლად, რაც ეწრა განაჩენში, სულ სხვა პირობებში უხდებოდათ ყოფნა - ეწერა ღია ან/და ნახევრად ღია, იყვნენ სულ კრიტში).
ვ.დააკავეს, დააპატიმრეს ან თავისუფლება აღუკვეთეს აშკარად არასამართლიანი სამართალწარმოების შედეგად და ეს სავარაუდოდ უკავშირდება ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებს (აი, ესაა ბომბა - გამოდის, რომ ყველა, ვისაც ეს ეხება, ყველა პოლიტპატიმარია. ჩვენი ხელისუფლებების პირობებში ჩვენი პატიმრების ნახევარი მაინც ამ პირობას დააკმაყოფილებს

).
ზ. ბოლო და ყველაზე საინტერესო, რასაც ჩვენთან ფართო გასაქანი ჰქონდა:
დააკავეს, დააპატიმრეს ან თავისუფლება აღუკვეთეს სამართალდარღვევის ან დანაშაულისთვის, რომელიც პროვოცირებული იყო პოლიტიკური მოტივაციით, ხელისუფლების ან/და სხვა დაინტერესებული პირების მიერ.
ეგ ისაა, აი, ტიპი სისულელეებს რომ ლაქლაქებს ოთახში და მერე იმ ოთახში მყოფებს ყველას რომ იჭერენ, მოლაქლაქის გარდა.
დანარჩენები კი მხოლოდ იმისთვის უსმენენ, ვა, რა გიჟია, რა აკრეფილი აქვსო.
ეს ფართოდ გავრცელებული პროვოკაციაა ჩვენთან.
მოვიშვიშეებმა ივიშვიშონ, მეტი რა საქმე აქვთ.
ფაქტია, რომ ბიუჯეტის ფულის შეჭმა და საჯდომის მოპრიალება ბიუჯეტის ხარჯზე, პოლიტიკური მოტივით არაა პროვოცირებული.