ეს ხელისუფლება ხალხის ხმაურზე კარგად რეაგირებს
ნუ კარგად რა, ეშინია, შაშინდება ხოლმე
ჰოდა რამე ისეთი მექანიზმი გვჭირდება, ხელისუფლება მუდმივად შიშის ქვეშ რომ გვეყოლება
სხვანაირად არ გამოდის
თუ შენ არ შააშინებ,
იქით დაგაჩმორებს
უახლეს წარსულში ამის ძალიან ბევრი კარგი მაგალითი გვაქვს
ქართველი ხელისუფალისთვის შიშის ატმოსფეროს ყველაზე კარგად არჩევნები ქმნის
ისტორიულად საქართველოში არჩევნების წინ ახსენდება ხელისუფალს ხალხი
მაგალითისთვის, შევარდნაზის მთავრობიდან მოყოლებული ქალაქ რუსთავში ჩემი უბნის სიახლოვეს თუკი რამ ინფრასტრუქტურული სამუშაო კეთდებოდა, ყოველთვის რატომღაც წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვეოდა ხოლმე
ჰოდა,
რადგან არჩევნები ასეთი კარგი მათრახია
უფრო ხშირად ხომ არ უნდა ავამოქმედოთ ხოლმე, ვიდრე აქამდე ვამოქმედებთ?
მაგალითად, ყოველწლიურად
თუმცა ამან სახელმწიფოში რყევები რომ არ გამოიწვიოს, ეს "არჩევნები" უნდა იყოს არაფორმალური, უფრო გამოკითხვის მსგავსი, რიღაც ხელისუფლება საკუთარი ლეგიტიმაციის დონეს განსაზღვრავს ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ - მუდმივად ჟიმჟიმში იქნება და ვერ წაუყრუებს რაღაც-რაღაცებს.
ცესკოს სრული რესურსი აქვს ასეთი გამოკითხვა-არჩევნების ჩასატარებლად ყოველწლიურად
ძვირი დაჯდებაო ვიღაც იტყვის
და გრძელვადიან პერსპექტივაში მგონი უფრო დანაზოგი გამოვა, ვიდრე ხარჯი
როცა ხელისუფალს ეცოდინება რომ მუდმივად აკონტროლებენ, ფუფუნებაში და განცხრომაში აღარ დახარჯავს ფულებს
ასე მაგალითად, მსგავსი ტიპის მექანიზმს სულ რამდენიმე წლის წინ რომ ემუშავა, სავარაუდოდ 300 თუ მეტი მილიონი არ დაიხარჯებოდა უყაირათოდ გაუგებარი "პარლამენტის" შენობის ასაშენებლად ქუთაისში.
არჩევნებზე ცხადია გამოკითხვა პარტიული ლეგიტიმაციის კუთხით ჩატარდება
გარდა ამისა, ვინაიდან ეს არაფორმალური ღონისძიებაა, ამ გზით შეგვიძლია კონკრეტული თანამდებობის პირების ლეგიტიმაციაც განვსაზღვროთ - მაგალითად მინისტრების, მერების და ა.შ.