პატივცმეულ მოდერაციას ვთხოვ მაპატიოს ეს ოფ-ტოკიკი ასე თუ ისე, არ ვარ მე მსგავს რამეებში შემჩნეული და მაგიტო თუნდაც

პროსტა ცოტა დავლიე, ძმაკაცებთან ერთად, ფეხბურთის ფან და უზომოდ შეყვარებულ ხალხთან ერთად და რაღაცაზე ვისმჯელეთ, ხოდა თქვენც მინდა გაგიზიაროთ
მოკლედ, მიუხედავად იმისა რომ:
რანგით აშკარად ჩვენზე უკეთეს კლუბებში გამოდიან ირლანდიელები
ბევრის აზრით და ალბათ რეალურადაც ჩვენზე უკეთესი მწვრთნელი ყავთ
ჩვენზე ბევრად გამოცდილი ფეხბურთელები ყავთ
ჩვენ ჩაჯმული მენტალიტეტი გვაქვს, იმათ არცისე
სულ გვიგებენ რაც შეგვხვედრიან
და სულ რო ყველაფერს თავი დავანებოთ, ჩვენზე მაღლა არიან რეიტინგში
მაინც მგონია რო თუ ხვალ სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი ჩვენს შესაძლებლობებს გადავახტებით, ერთი წამითაც არ გავჩერდებით, მოდუნების საშუალებას არ მივცემთ ჩვენ თავს როგორი მდორე თამაშიც არ უნდა იყოს, არ ვიფიქრებთ არცერთი მათგანი რო ხმა და ენერგია დავზოგოთ და "აგერ ფანკლუბი ხო ბალესჩიკობს", მოკლედ, თუ ჩვენ, ტრიბუნები ბოლომდე ვიბრძოლებთ
ბიჭები აუცილებლად მოიგებენ
მე თუ მკითხავთ, ხორვატიასთან მოგება, საფრანგეთთან ფრე და ესპანეთთან ის 89 წუთის გაძლება ძალიან დიდწილად იყო ტრიბუნების დამსახურება და ხვალ კიდევ უფრო მეტი უნდა მოვინდომოთ
ვინც მოვდივართ და ვისაც ჯერ კიდევ არ გადაგვიწყვეტია წამოსვლა, 2 საათით გვერდზე გადავდოთ რაც ნაკრებისგან წყენა, გულისტკენა, იმედების გაცრუება გვახსოვს, რაც ქეცბაიასი და ფედერაციასი არ მოგვწონს და ბოლომდე დავიხარჯოთ, გავიოფლოთ, ხმა დინამოზე დავტოვოთ და ისე ვიბრძოლოთ, როგორც ბიჭები იბრძოლებენ და უნდა იბრძოლონ, რატო?
იმიტო რო ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი ეროვნული ნაკრებია, აქ დავიბადეთ და ეროვნებას ვერასდროს შევიცვლით, ეს ნაკრები არც სიჭინავასია, არც ქეცბაიასი და არც არასდროს ყოფილა ან იქნება ვინმესი, ჩვენია, ჩემი, თქვენი, ვინც ახლა ამას კითხულობთ, აი იმენა ჩვენი, ჟარგონზე რო თქვა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ნემისმიერი კუთხით. დავფიქრდეთ ამაზე...
ხოდა 1-2 დღის წინაც დავპოსტე, ხვალ ჩემი 3 წლის ბიჭის საფეხბურთო ნათლობაა, პირველად მიმყავს სტადიონზე. მამი მანჩესტერის ფორმა უნდა ჩავიცვაო ხო, გახარებულა მკითხა... დავფიქრდი 1-2 წამი და არა თქო მა, ეგ იმათი გუნდია, ხვალ ქართველებს ვბალესჩიკობთ-თქო, თეთრი მაიკა უნდა ჩაგაცვა თქო

პასუხი მაგარი იყო, მამი ნაკრების ფორმა რატო არ მაქ?

მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელო, ხვალ თუ მოვიგეთ ჩვენი დამსახურება იქნება და თუ წავაგეთ კიდევ უფრო მეტად ჩვენი ბრალი, იმიტო რო ირლანდიას ერთფეროვანი გუნდი ყავს, ვერ უნდა მოგვიგონ თუ ჩვენ და ბიჭებმა ერთნაირად მოვინდომეთ!