გაუგებრობას შეიძლება სხვადასხვა განმარტება ჰქონდეს: გაგების ვერ შეძლება, შეცდე რაღაცის მნიშვნელობაში, არსში ან ვინმეს მოტივებში, გრძნობებში, მოქმედებებში და ა.შ...
გაუგებრობა ძალიან დიდი საზიზღრობა, ბოროტებაა, იქნებ უდიდესიც... ადამიანის ბუნებაა, სწამდეს რომ მას ყველაფერი კარგად ესმის, სწორად აფასებს სხვებს და ყოველთვის სამართლიანია მათ მიმართ, არადა მისი სისტემა სხვანაირადაა მოწყობილი და სხვებიდ სხვანაირად, ეს წარმოშობს გაუგებრობებს, შესაბამისად ეს ხასიათი ვრცელდება როგორც ინდივიდუალებზე, ასევე ჯგუფებზე, იდეოლოგიებზე, სახელმწიფოზე ა.შ და ა.შ.
კონფლიქტების უმეტესობა ფუჭი, არაფრისმომცემია, იმას თუ არ ჩავთვლით რომ გაგებაში გვეხმარება, რაც თავის მხრივ ჭრის კიდეც ამ კონფლიქტებს. მხარეს ხშირად ამოძრავებს მოტივები, რომლებიც მცდარია და არასწორად აფასებს მოწინააღმდეგე მხარეს.
შედეგი: ვიღაც იჩაგრება ან იბრძვის და ხარჯავს ძვირფას ენერგიას და დროს არაფრის, ფაქტობრივად უწყინარი მიზეზების გამო, ან თუნდაც თავისი ბრალი არ არის და მის დემონიზაციას ახდენს ვიღაცა, ან პირიქით.
ვიღაც ფიქრობს რომ ჰომოსექსუალები, ან იეჰოვას მოწმეები, ან რავი, გარკვეული ჯგუფი ბოროტების მსურველი და მომტანია, იმის გამო რომ მას არ ეთანხმებიან, ისინი ვერ უგებენ მოწინააღმდეგეს, შესაბამისად წარმოიშობა ცრუ ბრალდებები და იწყება ცუდი პროცესები, სადაც ყოველთვის ვიღაც იჭყლიტება.
ასევე, მაგალითად ინდივიდუალური შემთხვევები, ვიღაც ტიპმა aმ შეაგინა ვინმე bს, შეცდომით ეს cმ მიიღო თავის თავზე და დაცხო aს, aმაც უკან არ დაიხია და აიწია ერთი ამბავი ამ გაუგებრობის გამო. შეიძლება დღევანდელი რეალობა ასეც დავახასიათოთ

უფრო განვითარებულ საზოგადოებაში ასეთI რამეები უფრო იშვიათად ხდება.
უმნიშვნელოვანესი კითხვა: როგორ ვებრძოლოთ გაუგებრობას, გავხადოთ სამყარო უფრო ტოლერანტული, გამგები და საერთოდ, უკეთესი ადგილი? განათლება აშკარა პასუხია, კიდე?