დავიწყებ იმით რომ ეს არ ეკუთვნის ყველა მოდერატორს. მხოლო რამდენიმეს, მათ სახელებსაც ჩამოვთვლი არ არის პრობლემა, არც ბანის მეშინია, რადგან უსამართლობა არის გამეფებული ფორუმზე.
მოკლედ დაახლოებით ოთხი თვე არის, რაც ფორუმზე დავრეგისტრირდი. ამ ხნის განმავლობაში ბევრი სასიამოვნო ფაქტიც მოხდა, ბევრი უსიამოვნოც. თუმცა ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ ფაქტზე, მოხდა ისე რომ მომცეს ორ კვირიანი ბანი, რაც გავაპროტესტე, რადგანაც ჩავთვალე რომ არ დამირღვევია ფორუმის წესი. ე.ი ამ ოთხი თვის მანძილზე საერთოდ არ მქონია არც სიტყვიერი გაფრთხილება არც სხვა რამე და ეგრევე გამოუშვა მოდერატორმა ორ კვირიანი ბანი.
პირად თემაში გაპროტესტებას დიდი შედეგი არ მოჰყოლია. შემოვიდნენე მოდერატორები, დაწერეს რომ ჩემი ქმედება იყო შეურაცხყოფა, თუმცა იგივე ხერხებით ისინი ჩემს შეურაცხყოფას ახდენდნენ... იყო დაცინვა, პროვაკაციული გამოხტომები, შეურაცხყოფა ჩემს მისამართით. როდესაც ეს ყველაფერი სუპერ მოდერატორთან გავაპროტესტე, ჰოი საოცრებავ, მან თქვა რომ მე დამსახურებულად მივიღე ბანი, ხოლო მოდერატორების მხრიდან შეურაცხყოფას ვერ ხედავდა.....
ბევრი რომ არ გავაგრძელო ჩამოვთვლი მოდერატორებს და მათ "პიროვნულ ღირებულებებს"...
1.
ჯიმი ლევიფორუმის წესების ცოდნის ნაკლებობა. მოდერატორს წესით სულ მცირე წაკითხულიდან აზრის გამოტანა უნდა შეეძლოს, მას ესეც არ შეუძლია. მოდერატორს ეკრძალება პროვოკაცია, თუმცა მისთვის ეს უცხო არ არის...
2.
Ferladorამ მოდერატორს საერთოდ "კიდია" ყველაფერი. მან მომცა ბანი, გავხსენი პირადში თემა, ორი დღის მერე როგორც იქნა მაღირსა პასუხი, თუმცა ბუნდოვანი, არანაირი ახსნა, მორჩა მე წავედიო და იმის მერე აღარც გამოჩენილა......
3.
მაჰათმა განდიამ მოდერატორზე საერთოდ ხელიც კი დამიბანია. საერთოდ "ნე პრიჩიომ" მოვიდა ჩემს საკუთარ პირად თემაში. ახდენდა პროვოკაციას, თან როგორ იცით, თვითონ მოვიდა, თვითონ მლანძღავდა, ჭორაობდა, თემაზე საერთოდ არ საუბრობდა და ბოლოს დაწერა "ვსიო ნუღარ მთაგავ მეო".... შე კარგო ადამიანო, მე დაგიძახე რომ მოხვედი? მე დაგიწყე ჭორაობა, თუ ლანძღვა?? რა გინდა, რატომ პროვოკატორობ????
4.
Kandinskaiaმოკლედ ბოლოს უკვე ბატონმა სუპერ მოდერატორმა
WolfSpell თქვა, რომ განაჩენი საბოლოო არის და ბანი არ მომეხსნება და თუ გავაგრძელებ გასაჩივრებას ბანს გამიხანგრძლივებს. კარგი, მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ ტენდენციური იყო. ამით მორჩა ყველაფერი, გავიდა ერთი კვირა, ბანის ახსნამდე ორი დღე იყო დარჩენილი და სრულიად ოულოდნელად
Kandinskaia მოდერატორი წერს პროვოკაციულ წერილს..... სუპერ მოდერატორს შევატყობინე, თემა ხომ მორჩა, მიეცით ამ მოდერატორს ვორნი/ბანი, მე რომ გამეგრძელებინა რამეს მოთხოვნა ხომ გამიგრძელებდით ბანს-მეთქი და ეს ადამიანი 1 კვირის მერე წერს რაღაცას, მიწვევს მე რომ ბანი გამიხანგრძლივონ.... შენც არ მომიკვდე, ყველა მოდერატორი დადის დაუსჯელი....
პ.ს
ახლა გინდა ბანი მომეცით, უსამართლობა ზეიმობს სრულიად ფორუმის "მაღალ ეშელონებში". ფორუმის წესები ყველამ უნდა დაიცვას, მოდერატორმაც კი და ეგეთი წესი არაფრის მაქნისი არის თუ მოდერატორს შეუძლია სხვისი ლანძღვა და გასდის კიდევაც. მოდერატორებმა თვითონ არ იციან ფორუმის წესები და იუზერებს როგორ სთხოვთ წესების ცოდნას....
სირცხვილი არის, განსაკუთრებით ქ&მ განყოფილება, წალეკილი არის უაზრო თემებით და უაზრო გინებებით, მოდერატორები კიდევ მარტო იმათ აძლევენ ბანს ვინც არ "ევასებათ" და იმ თემას ხურავენ რომელიც აღარ "ართობთ".
პ.პ.ს
გაფიცებთ ყველაფერს, 100% გულწრფელად გეკითხებით, ეს ხალხი მოდერატორებად როგორ გახდნენ.... წერა-კითხვა არ იციან, აზრის გამოტანა არ შეუძლიათ, ტოლერანტულები ეგენი არ არიან და იმდენი "ჭკუა-გონება" მათ არ გააჩნიათ, რომ ფორუმის წესები "დაიზეპირონ" მაინც...
მადლობას მოგახსენებთ და გემშვიდობებით.
არ მინდოდა ესე დამესრულებინა ფორუმზე მოღვაწეობაა, მაგრამ აქ არსებულმა უსამართლობამ მაიძულა. მომარჭობენ ახლა ალბათ სამუდამო ბანს