მოძრაობა „ეროვნულობის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის კონფიდენციალურ ინფორმაციას ფლობს იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს, 4 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე, სადაც ცესკომ ქორწინების თემასთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვის საკითხი უნდა განიხილოს, უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს.
„კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ბრეგაძემ ცესკოზე გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, რომ არა უცხოეთიდან და გარკვეული არასამთავროებო ორგანიზაციების, მათ შორის ლგბტ ორგანიზაციების მხრიდან გამოჩენილი აქტიურობა და ზეწოლა, ცესკო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდა და ქორწინებასთან დაკავშირებული რეფერენდუმი 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდებოდა.
http://kvira.ge/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%...83%A0%E1%83%9B/ * * *
სანდრო ბრეგაძე: გარანტიას გაძლევთ, რომ თუ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ბომბს გავხეთქავ
http://kvira.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9...83%98%E1%83%90/
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)