სქემა მარტივია
ნუ, ყოველ შემთხვევაში კინოებში ასე ხდება ხოლმე (ეტყობა ნანახი აქვთ, "ფანტომასი" მაინც)
ვინმე მთავარი ბოროტი იღებს ტელეფონს, რეკავს და იძახი: დაიწყეთ! ("იიიშ")
ვისაც ურეკავს ის უხმოდ კიდებს ყურმილს და დაძაბული სახით მოუტრიალდება , იქვე კაბინეტში მდგომ სამ (ასევე დაძაბული, მაგრამ ბოროტი გამომეტყველების) პიროვნებას და უხმოდ თავის ოდნავი ჟესტით ანიშნებს -"დროა, დაიწყეთ"
შემდეგ ეს სამი ბოროტი პიროვნება თავის მხრივ რეკავს სხვადასხვა 3-4 ან 5-5 პიროვნებებთან (რომლებიც რაღაც ავბედით ოთახში მთელი ამ თვეების განმავლობაში ზიან და ელოდებიან ამ ზარს) და მოკლედ აძლევენ ბრძანებას - "დაიწყეთ!"
და..იწყებაა
ქალაქში გამოჩნდებიან შუა ხნის ქალები რომლებიც ღამით მოაპნევენ უბნებში და პოდიეზდებში ცარიელ, გამოყენებულ შპრიცებს, ვიღაცეები იწყებენ რატომღაც საბურავების მასიურ შეგროვებას, ვიღაცეები მასიურად ცოლების ხოცვის პროცესს ჩართავენ (ეტყობა აი მთლად მთავარმა ბოროტმა დააზომბა და დააპროგრამირა), ვიღაცეები (განსაკუთრებით კახეთში "ბალღებს რო ერჩიან") გამოვარდებიან ორგანიზებულად ქუჩებში და არასრულწლოვნებს მოსატყნავად დაედევნებიან, ვიღაცეები უბრალოდ იწყებენ თანატოლების ხოცვას, ვიღაცები ტრადიციულად , მამა-პაპურად ბინების ტეხვას დაიწყებენ (მანქანაზე პარპრიზის გატეხვა და ეგეთები..პაპსაა), ვიღაცა გამოაღებს განჯინას, გამოიღებს უთოს და ბოროტი ღიმილი შეათვალიერებს... (თან თითზე დაიფურთხებს და უთოს აუსვავს)
ვიღაცეები უბრალოდ ჰაერზე და ტყუილად ამ ყველაფერზე მოთქმას და წუწუნს დაიწყებენ (ეგეც მასიურად)
და ამ ყველაფერს ვიღაცეები მასიურად დაუწყებენ სოც. ქსელებში ტირაჟირებას..
და ის მთავარი ბოროტი..კი ზის დემონური ღიმილით თავის კაბინეტში (აი..საიდანაც პირველად დარეკა)და ჩაფიქრებული ქალის მოჭრილ ძუძუს გაღეჭავს
-
საქართველოს თავზე კი კიდევ ერთმა "ყლემზიდმა" განიცადა კატასტროფა.
xodaa... :)