საქართველოში დემოკრატია არ ესმით რა არის.. კლუბში მაგრად თუხთუხი ჰგონიათ დემოკრატიისკენ მიმავალი ჭეშმარიტი გზა.. არაა ასე.. ორი სიტყვით შევეხები: იყო ასეთი პიროვნება - ჰანთინგთონი. რომლის შეხედულებებსაც მე აბსოლიტურად ვეთანხმები. ის მოდერნიზაციის პროცესში ორ კრიტერიუმს გამოყოფს: მაგნამაკი და მაგნაკარტა; პირველში ის გულისხმობს დასავლური ღირებულებების ზედაპირულ ელემენტებს (დახეული ჯინსები,ჰოლივუდი...). ამგვარი მახასიათებლები ადვილად გავრცელებადია და მხოლოდ ემატება ადგილობრივ კულტურას. აქედან გამომდინარე, მოდერნიზაციის პროცესს არ იწვევს. აი ამ გზას ვტკეპნით ჩვენ. ვსვამთ კოკა კოლას, გვაცვია ბრენდები და ... და რა? მაგნაკარტაში ჰანთინგთონი იმ ძირეულ და ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტებს განიხილავს, რომლებიც ყველაფერი ძველის და ტრადიციულის რეალურ მოდერნიზაციას გულისხმობს, როგორიცაა ადამიანთა უფლებები, სიტყვის თავისუფლება (რაც ჩვენთან არ არსებობს) - აგერ აგურით უნდა გცემოთო მემუქრებიან

) ასევე მოიცავს სასამართლო ღირებულებებს, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უზენაესობას და სხვა.. კი ბატნო, გვეცვას ჯინსები, მაგრამ შეხედულებები და პრიორიტეტები გადავაფასოთ !!! შევცვალოთ არსებული რეალობა და დავიწყოთ ზრუნვა ჩვენი შვილების მომავალზე... იფ რა ნიჭიერი ვარ

)
თქვენი აზრი დაწერეთ :*
მიმაგრებული სურათი