სუპერმარკეტების ჰოლანდიური ქსელი დღეს ქართულ ბაზარზე შემოდის
10:30 10.9.2014
-
+
დღეს თბილისში ჰოლანდიური სუპერმარკეტების ქსელის SPAR International-ის პირველი სამი ობიექტი იხსნება.
ობიექტები გაიხსნება გოგებაშვილის 50-ში, კოსტავას ქუჩაზე და ყაზბეგის 12-ში. გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან კომპანიის საერთაშორისო ბიზნეს–განვითაარების დირექტორი სათაო ოფისიდან დევიდ მური,ჰოლანდიის ელჩი ჰანს ჰორბახი და „ფუდმარტის“ დირექტორი გიორგი ჩუბინიშვილი.
გარიგება არ გულისხმობს SPAR–ის მიერ "ფუდმარტის" და "იოლის" მაღაზიების შეძენას. მოხდა რებრენდინგი და მაღაზიები SPAR-ის სახელით გაიხსნება. ჰოლანდიური კომპანია ინვესტიციებს არ განახორციელებს. „ფუდმარტი“ უბრალოდ გამოიყენებს ბრენდის სახელს, გამოცდილებას და ცოდნას.
რამდენი გადაიხადა ქართულმა მხარემ SPAR-ის ფრენჩაიზში, არ კონკრეტდება.
წლის ბოლომდე დაგეგმილია 20 მაღაზიის ჩანაცვლება.
„ფუდმარტსა“ და SPAR International-ს შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისში გაფორმდა, რომლის თანახმად, დაგეგმილია „ფუდმარტისა“ და „იოლის“ ქსელის სრული რებრენდინგი, ეტაპობრივად ჩანაცვლდება „ფუდმარტისა“ და „იოლის“ ყველა 51 მაღაზია, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ფუნქციონირებს.
როგორც „ფუდმარტში“ აცხადებენ, დაგეგმილია ახლების გახსნაც, შედეგად, 2018 წლის ბოლომდე საქართველოში SPAR-ის 80 მაღაზია იქნება.
SPAR International არის საცალო ვაჭრობის უმსხვილესი გლობალური ბრენდი, რომელიც აერთიანებს 12 ათასზე მეტ მაღაზიას 35 ქვეყანაში. SPAR დაფუძნებულია 1932 წელს ნიდერლანდებში და დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა მაღაზიების, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ერთ–ერთ უდიდეს ქსელად მსოფლიოში, ეს ქსელი ყოველდღიურად 13 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება მსოფლიოს მასშტაბით.
http://commersant.ge/?menuid=87&id=15230&lang=1