სამინისტროების მიერ ფინანსების არ ათვისება სიდებილეა თუ ქვეყნის მტრობა?
ხალხი სანაგვეში იქექება , უმუშევრობა წელში წყვეტს მოსახლეობას, ეს ბედოვლათები კი სამინისტროსთვის გამოყოფილ თანხებს ვერ ითვისებენ, რა ხედება გამაგებინეთ, ვინ არიან ესენი?
http://www.for.ge/view.php?for_id=35685&bloger_id=22&cat=12დეპუტატების გაფრთხილება სამინისტროებს
დეპუტატების გაფრთხილება სამინისტროებს
თეონა მანაგაძე
2014-09-10 14:00:05
მმართველი გუნდი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს აკრიტიკებს და მოუწოდებს წლის ბოლომდე, თანხების ათვისება 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმისამებრ მოახდინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
საპარლამენტო უმრავლესობის გაღიზიანება 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის ანგარიშმა გამოიწვია, რომლის მიხედვით, მიმდინარე წლის ექვს თვეში ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა ვერ შესრულდა. ამასთანავე, დარგობრივი სამინისტროების მხრიდან, გეგმით გაწერილი ხარჯების ათვისება ვერ მოხდა.
კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, გარემოს დაცვის სფეროს დასაფინანსებლად დაგეგმილ იქნა - 19 მლნ 865.5 ათასი ლარი და შესრულებამ - 13 მლნ 738.4 ათასი ლარი შეადგინა, ანუ, გეგმიური მაჩვენებელი 69,2 პროცენტია. ხოლო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემთხვევაში, უწყებას 169 მილიონ 940 ათასი ლარი გამოეყო, ფაქტობრივი შესრულება კი, 145 მილიონ 623 ათასი ლარია, რაც შესრულების 85,8 პროცენტია.
------------------------------------
http://www.netgazeti.ge/GE/105/business/35670/სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის "სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა" განხორციელებისთვის გეგმით გათვალისწინებული იყო 15 მლნ. 096 ათასი ლარი. ათვისებულია 7 მლნ. 713 ათასი ლარი, რაც შესრულების 51,2%-ია.
"მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარება" - გეგმით გათვალისწინებული იყო 5 მლნ. 767 ათასი ლარი, ათვისებულია 2 მლნ. 397 ათასი ლარი, რაც შესრულების 41,6%-ია;
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები - გეგმით გათვალისწინებული იყო 644 ათასი ლარი, ათვისებულია 367 ათასი ლარი, რაც შესრულების 57,0%-ია.
ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია- გეგმით გათვალისწინებული იყო 500 ათასი ლარი, ათვისებულია 117,3 ათასი ლარი, რაც შესრულების 23,5%-ია;
სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების განხორციელება - გეგმით გათვალისწინებული იყო 4 მლნ. 286 ათასი ლარი, ათვისებულია 469 ათასი ლარი, რაც შესრულების 11, 09%-ია.
რამ განაპირობა სამინისტროების ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შეუსრულებლობა, ამ თემაზე გარემოსა დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს.
2014 წლის 6 თვეში ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა ვერ შესრულდა. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, შემოსულობების ნაწილში ყველაზე დიდი გარღვევაა გრანტებში, სხვა შემოსავლებში, ფინანსური აქტივების კლებაში და ვალდებულებების ზრდაში.
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შემოსულობებს - 155 მილიონი, გრანტებს – 53 მილიონი, სხვა შემოსავლებს – 33 მილიონი, ფინანსურ აქტივებს – 6 მილიონი, ვალდებულებების ზრდას, ანუ სესხებს – 176 მილიონი ლარი დააკლდა.