#42337258 · 24 Sep 2014, 09:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე ვაკეთებ:
ბრინჯს ვხარშავ, რომ ფანტია გამოვიდეს.
მერე ჭიქა მოხარშულ ბინჯზე, 1 კვრეცხი აიღე ბდა გათქვიფე, ცოტა შქარი დაამატე.
ტაფა გააცხელე და ზეთი ან კარაქი გაადნე, მე ცოტას ვხმარობ ცხიმს, რესტორნებში ცოტა ბევრი ზეთი აქვს ხოლმე. ათქვეფილ კვერცხს ვასხამ ტაფაზე და თან ვურევ, რომ თან შეიწვას და თან დაქუცმაცდეს ცოტა. შეიძლება ცოტა წინასწარ მოთუშული სტაფილო, წვრილად დაჭრილი ხახვი, სოკო და მუხუდოც დაამატოთ. გემრიელი იქნება. მერე ვაყრი ბრინჯს და კარგად ვურევ. რომ შეერევა და ცოტა ბრინჯიც დაიბრაწება, ვასხამ სოიოს სოუსს, ვაყრი პილპილს. მარილს არ ვამატებ, რადგან სოიოს სოუსის მარილი მყოფნის, ვისაც მეტად მარილიანი გიყვართ, დაამატეთ. ბოლოს ვაყრი მწვანე ხახვს. უფრო ხშირად უკვე ლანგარზე როცა დავდებ ხოლმე
This post has been edited by LTB1948 on 24 Sep 2014, 09:45
--------------------
"ომი მშვიდობაა მონობა თავისუფლებაა უმეცრება ძალაა" ეძღვნება თანამედროვე ქართულ საზოგადოებას....
|