2003 წლის შემოდგომაზე ღვაწლმოსილი ავიატორი, სამხედრო საჰაერო ძალების მაშინდელი სარდალი პატივით გავაცილეთ თადარიგში. ისტორიაში პირველად შესრულდა ლამაზი რიტუალი - საბრძოლო დროშასთან დამშვიდობება. რა თქმა უნდა შეიძლებოდა უფრო დახვეწილი რიტუალი ყოფილიყო, მაგრამ ეს ღონისძიები გენერალ ბეროზაშვილის შემცვლელის ინიციატივით, ნაჩქარევად მომზადდა და მოკრძალებულად ჩატარდა, თან დაძაბული შიდა პოლიტიკური ვითარების ფონზე.
მთავარი სათქმელი ისაა, რომ უნდა ვისწავლოთ წინა თაობების დაფასება და მათი გამოცდილების გამოყენება, დამღუპველია თაობათა ცვლა, რღვევა... გასაფრთხილებელია ახალგაზრდა თაობა, ასევე საზიანოა თავბრუდამხვევი კარიერა. ამასთან, არ უნდა მოხდეს მომზადებული ახალგაზრდა კადრების გადინება.
ჯარის აღმშენებლობა ჯანსაღ, პატრიოტულ ტრადიციებზე უნდა დაეყრდნოს. მუდმივად უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები, როგორც ღრმა ისტორიიდან, ასევე უახლესი ისტორიიდან.
კარგი იქნება, თუ ამ თემაში დაწერთ ქართული ისტორიული და სხვა ქვეყნების ისეთი სამხედრო ტრადიციების შესახებ, რომელთა დანერგვა სასარგებლო იქნებოდა ჩვენი არმიისთვის.
გთავაზობთ საბრძოლო დროშასთან დამშვიდობების კადრებს:
http://army.ge/?p=6390შესაბამისი თემა ვერ ვიპოვე და ცალკე გავხსენი. თუ რაიმე დაირღვა, მოდერატორს ვთხოვ გადაიტანოს შესაბამის განყოფილებაში, ან ამ თემის სათაური და აღწერილობა ჩაასწოროთ ფორუმის წესების თანახმად.
პატივისცემით
This post has been edited by socom on 1 Nov 2014, 20:38