#42213098 · 12 Sep 2014, 11:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომ გააქტიურდა ბაზარზე "ქართუ დაზღვევა" ბიზნესი, ნინო ნატროშვილი ფერმერების ცნობით, აჭარასა და გურიაში თვითმმართველობის ორგანოები მათ მოუწოდებენ, რომ ციტრუსის მოსავალი სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში კომპანია "ქართუ დაზღვევაში" დააზღვიონ. კომპანია "ქართუ დაზღვევაში" "ნეტგაზეთს" აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურეს, თუმცა განუცხადეს, რომ ბაზარზე გააქტიურებას აპირებენ.
"ვერ დავადასტურებ მაგ ინფორმაციას. ეს არის ჩვენი კომპანიის სტრატეგია - ჩვენი სურვილია, რომ ნებაყოფობითი იყოს ყველაფერი. ჩვენი მიზანია, რომ პროდუქტი შევქმნათ ისეთი, რომელიც იქნება ყველაზე საუკეთესო. თავისთავად გაუჩნდეს თითოეულ ფერმერს სურვილი, რომ ეს პროდუქტი იყიდოს და დაეზღვიოს," – განუცხადა "ნეტგაზეთს" "ქართუ დაზღვევის" სამედიცინო დეპარტამენტის ხელმღვანელმა ნინო შავდიამ. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში 2014 წლის 1 სექტემბრიდან 5 სადაზღვევო კომპანია ჩაერთო. პროექტში მონაწილეობენ „ჯიპიაი ჰოლდინგი", „ალდაგი", „აისი ჯგუფი", „ირაო" და „ქართუ". დღეს გამოცემა "კომერსანტმა" კონფიდენციალურ წყროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია "ქართუ დაზღვევა“ სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლებს მათთან დაზღვევას აიძულებს. "ქართუ დაზღვევის" სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი ნინო შავდია ამ ინფორმაციასაც უარყოფს: "სხვა კომპანიები ჩავანაცვლეთ რამდენიმე უწყებაში. ეს კონკურენციაა ჩვეულებრივი. ჩვენ ამ წუთში დავაზღვიეთ რამდენიმე კომპანია კონკურენტუნარიანი პაკეტებით. კერძოდ, გარემოს დაცვის სამინისტრო და აფხაზეთის მთავრობა. ჩვეულებრივი სადაზღვევო კომპანია ვართ და ვცდილობთ ბაზრის გარკვეული წილი ჩვენც დავიკავოთ." ნინო შავდია ამბობს, რომ "ქართუ დაზღვევას" ბაზარზე კონკურენტუნარიანი სადაზღვევო პაკეტები გამოაქვს: "შევდივართ როგორც სახელმწიფო, ისე ჩვეულებრივ კერძო კომპანიებში, შეგვაქვს პროდუქტი, რომელიც დღეს ყველაზე საუკეთესოა სადაზღვევო ბაზარზე და არ აქვს ანალოგი. სადაზღვეო პროდუქტი დაფარვებით, ლიმიტებით და გამონაკლისითაც ყველაზე საუკეთესოა. არ სჭირდება არავის ძალის დატანება." სადაზღვევო კომპანია "ქართუ დაზღვევა" ბაზარზე 2001 წლიდან ოპერირებს.
"ეს სადაზღვევო კომპანია არსებობს 2001 წლიდან და ძირითადად დაზღვეული იყო საჩხერის მოსახლეობა და მას შემდეგ, რაც საჩხერე სახელმწიფოს გადაეცა ძალიან სამართლიანად, ჩვეულებრივად გავედით ბაზარზე და ვცდილობთ ჩვენი სეგმენტი მოვიპოვოთ, თუ ხელი არ შეგვიშალა შავმა პიარმა. არაფერს არ გამოვრიცხავ, მათ შორის იმასაც, რომ ეს ინფორმაცია კონკურენტების მიერ იყოს გავრცელებული," – აცხადებს ნინო შავდია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს "დაზღვევის კომპანია ქართუ" 2001 წლის 13 სექტემბერს დაფუძნდა. კომპანიის 82,27%-ს ფლობს სს "ბანკი ქართუ" და 17,73 %-ს - RINGOLD FINANCE LIMITED–ი.
ვიღაცა არ დავასახელებ კოლმეურნეობის თავმჯდომარეს საქართველოში ფულის კეთებას იწყებს, ქარხანა და ფაბრიკა აეგო უკეთესი იქნებოდა
|