
ეს თემა იხსნება მრბოლელებისთვის მოსამზადებელი ინფორმაციის მისაწოდებლად!
2014 წლის დრიფტის სეზონისთვის ცოტა მეტი უსაფრთხოება და სილამაზე გვინდა შემოგთავაზოთ,
როგორც ორგანიზატორებმა ასევე მრბოლელებმა!
კერძოდ კი
იქნება 2 კლასი, რომელშიც ერთი იქნება ჩვეულებრივი, სამოყვარულო და ახლა კი გავისაუბროთ მეორე – "PRO" კლასზე:
ცოტა არ იყოს და ტეხავს, როდესაც მრბოლელი, რომელიც დადის 100კმ/სთ დრიფტით, აჯობებს ყველას და
როდესაც გადმოდის – ხედავ ჯინსებიან "მასტს", რომელიც არაფრით განსხვავდება შენგან!
ამიტომ შემოვიღეთ პატარა ე.წ. Upgrade–ები...
კერძოდ კი
PRO (პროფესიონალების) კლასში გამოსასვლელად საჭიროა შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:
*** მინიმუმ -
სამოყვარულო დუგები, რადგან სიჩქარესთან და ახალ ტრასებთან ერთად იზრდება
რისკიც და მე პირადად არც ერთი მრბოლელის ჯანმრთელობა არ მიღირს შეღავათად! (ფასები ნახეთ სპოილერში)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დუგების მთავარი მოთხოვნაა – ავტომობილი დაცული იყოს რეშკაზე დასმისას და გვერდიდან!
გურიჩამ დაიწყო ეს საქმე (www.fb.com/gzhamierashvili) - ფასები 700 ლარი მინიმალური მოთხოვნებით და სრული ომოლოგაციით სავარაუდოდ 1100 ლარი! 599090809
DABO Tuning (მირიანი) (ნამუშევრები –
http://on.fb.me/1eNrnoV ) – ფასები 500+ ლარიდან... ასევე აკეთებენ დრიფტ–ქარებზე კუთხის გაზრდას და სხვა თემებს... 599249913
ლევან გორდელაძე (თუ სწორად გავიგე ფორუმზე ფორსაჟის ნიკითაა... ) ესეც 500+ ლარიდან აკეთებს... 598191412
*** კომბინიზონი, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ – დრიფტის მომავლისთვისაც, მაყურებლის და
სპონსორის თვალში გამოსაჩენადაც
აუცილებელია ამ სახეობისთვის დამახასიათებელი ლამაზი ფორმა - სპონსორების თუ გუნდის ლოგოებით! სეზონის დაწყებამდე გავარკვევ და
შემოგთავაზებთ - ფანკლუბების გაფორმების პირობებსაც - პატარა დროშებს თუ სხვა აქსესუარებს!
კომბინიზონების შემკერავ ხალხსაც მივაგენი და დეტალურად დავაკვალიანე. (იხილეთ სპოილერში)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ცეცხლგამძლე სრულყოფილი კომბინიზონი (სასურველი შეფერილობით) - 360 ლარი
უბრალო კომბინიზონი + დათბილული (სასურველი შეფერილობით) - 130 ლარი
უბრალო კომბინიზონი (სასურველი შეფერილობით) - 90 ლარი
ნებისმიერი 20 სმ-იანი ლოგო - 15 ლარი!
ინტერნეტის სიტუაცია არვიცი და მგონი ამაზე კარგ ფასებს ვერ ვნახავდი...
კონტაქტი:
http://www.style.ge/stylepage.htm / გურამიშვილის გამზ. 30 ტელ: (995 32) 606454, 616064 მობ: 5 99 518908

PRO კლასის მონაწილეები:
***
სარბოლო ნომერს (2–დან 99–მდე) "პრო" მრბოლელი ირჩევს სეზონის დასაწყისში და აკვრია მთელი წელი. N1 აკვრია წინა წლის ჩემპიონს!
*** პირველ ეტაპზე ერთჯერადად იხდიან წლიური რეგისტრაციის 25 ლარს (სტიკერები+ხარჯი)
*** მთელი სეზონის განმავლობაში
PRO კლასში გამოსვლის წასაქეზებლად - განთავისუფლებულები იქნებიან (100 ლარიანი) სასტარტოსგან და ასევე
შეჯიბრამდე ექნებათ ვარჯიშის უფასო საათები! ასევე ყველა ძირითადი ყურადღება თუ პრიზები თავმოყრილი იქნება ამ კლასში!*** PRO კლასის რბოლები ჩატარდება ცალკე, თუ იქნება 8-ზე მეტი მონაწილე! ნაკლების შემთხვევაში გამოვლენ - მოყვარულებთან ერთად, მაგრამ ისარგებლებენ ყველა PRO შეღავათით!
პირველი ეტაპი იქნება 27 აპრილს - იგეგმება თბილისში!
სულ იქნება 4 ეტაპი და ძალიან გვინდა მე-5 ეტაპი (ზაფხულს) დავამატოთ დასავლეთში!ჩვენი (ორგანიზატორების, მრბოლელების და მაყურებლის)
მთავარი მიზანია - ლამაზ დონემდე ავიყვანოთ ეს სპორტის სახეობა იმ მინიმალური საშუალებით - რაც გაგვაჩნია!
წესები უკვე განსაზღვრულია და მიდის დახვეწა - უკვე პრაქტიკაში... სეზონის დასაწყისამდე ყველაფერი იქნება დეტალურად დადებული!
ამის მიღმა შევეცდები ბევრი კარგი და ლამაზი სიახლე შემოვიტანოთ ამ ყველაზე ლამაზ სპორტის სახეობაში! სპონსორების თემაც - ანონსებთან ერთად დაიდება!
წარმატებები ყველას! 


This post has been edited by GT_714 on 10 Feb 2014, 18:51