http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...jildovdeba.htmlორგანიზაცია "მოქალაქის" პროექტის - სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის ფარგლებში, 41 საუკეთესო მოსწავლე ჯილდოვდება. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამ წუთებში მიმდინარეობს და მას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, "მოქალაქის" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ესწრება. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულთა ნაწილი ინგლისში, ენის კურსებზე გაემგზავრება, მეორე ნაწილი კი, ეკობანაკებში.
"რაც ხდება, ჩემი აზრით, არის ძალიან უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის განვითარების სტრატეგიისთვის. თითოეულმა მოქალაქემ, თქვენც, მათ რიცხვში მეც, უნდა გააცნობიეროს და იტვირთოს თავისი წილი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს განვითარებაზე. ყველაზე მეტად რაც აკლია, ჩემი აზრით, დღევანდელ საზოგადოებას, სწორედ ეს არის. ზოგადად, გვგონია, რომ ჩვენი გასაკეთებელი ვიღაცამ უნდა გაგვიკეთოს, ამ დროს ჩვენ საკუთარი პიროვნების როლი გვავიწყდება და გვავიწყდება ჩვენი ვალდებულება. სწორედ ამას ემსახურება ეს ოლიმპიადა, რომ სკოლის მერხიდანვე უფროსკლასელებმა ამის შემეცნება დაიწყონ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მოსწავლეებმა უპრეცედენტო აქტიურობა გამოავლინეს და დღეს 41 ფინალისტი დაჯილდოვდება. ასევე, მიმდინარეობს სტუდენტების ოლიმპიადა თვითმმართველობის საკითხებშიც. ივანიშვილის თქმით, ქვეყანას სჭირდება მსგავსი მობილიზება და იმის გაცნობიერება, რომ თითოეული ადამიანი უნდა მონაწილეობდეს სახელმწიფოს მშენებლობაში.
ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 1 277 სკოლის 22 000-ზე მეტმა მოსწავლემ. ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდა. ძირითადი აქცენტი გაკეთდა კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითობის, ე.წ. დილემური სიტუაციების ზნეობრივი და სამართლებრივი პოზიციებიდან განსჯისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარებზე. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტური ორ ეტაპად გაიმართა. პირველ ეტაპზე მონაწილეებმა დაწერეს არგუმენტირებული ესსე შეთავაზებულ თემაზე, შემდეგ, მეორე ეტაპზე, 41-მა საკუთესო მოსწავლემ სპეციალური ჟიურის წინაშე საგანგებო პრეზენტაციებით წარმოადგინა საკუთარი ესსე.
ამასთან, "2030"-ში აცხადებენ, რომ 41 მოსწავლის დაჯილდოება უბრალო დამთხვევაა და არ უკავშირდება "ქართული ოცნების" საარჩევნო ნომერს.
არ მითხრათ ახლა დამთხვევააოო