გადავწყვიტე ამ წიგნიდან რამდენიმე საინტერესო ფრაგმენტი დავდო ქართულ ენაზე. წიგნის ავტორი გახლავთ Rabi Nissim Hanan Mochon. მისი წიგნი მთლიანად თორას ბაზაზეა აწყობილი და მოჰყავს უტყუარი ფაქტები იუდეველთა სწავლებიდან. გარდა ამისა, მოხსენიებულია არაერთი რეალური ადამიანის ვინაობა და მათთან დაკავშირებული ფაქტები, რომლებიც სამედიცინო თუ სხვა კუთხით დასტურდება. გვერდითა თემაში
ჯოჯოხეთი, მარადიული სატანჯველი თუ? ............. არაერთხელ იქნა ხაზგასმული თუ რა ემართება სულს სიკვდილის შემდეგ. ქრება თუ არა სული და იტანჯება თუ არა ცოდვილი სული. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით დავდო საინტერესო ფრაგმენტი, რომლის შესახებაც ავტორიც მის უტყუარობაზე მიუთითებს, სააშკარაოზე გამოყავს რა რამდენიმე მოქმედი პირი, რომელთა გადამოწმებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სხვა ფრაგმენტებიც დაიდება იმისდა მიხედვით, თუ როგორ მექნება შესაძლებლობა დროის მხრივ. გპირდებით, რომ მხოლოდ საუკეთესო ნაწილს დავდებ ქართულად თარგმნილს. დანარჩენი დაჯერება-არ-დაჯერება მკითხველისთვის მიმინდია, რადგანაც მე პირადად მომეწონა ავტორის მიერ მოყვანილი ყველა ფაქტი და მათი შეჯერბა. მაშ ასე:
ფრაგმენტი პირველიპრესბურგის ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქალბატონი, რომელიც ცნობილი იყო მკვიდრ მოსახლეთა შორის, როგორც ღვთისმოსავი ადამიანი. ეს ქალი ყოველთვე ურიცხავდა შემოწირულობას ადგილობრივ იეშივას (ასე მოიხსენიებენ თორას და თალმუდის სასწავლო ცენტრს ). ერთხელაც ამ ქალმა თხოვნით მიმართა იეშივას ხელმძღვანელობას, რომ კადიში( ( იუდეველთა სპეციალური ლოცვა, რომლის მეშვეობითაც ადიდებენ რა შემოქმედს, სინანულით მიმართავენ და შემწეობას ითხოვენ მისგან) აღესრულებინათ იმ ადამიანთა სულის გამო, რომელთაც გამკითხავი არ ჰყავდათ. ქალს სათხოვარი შეუსრულეს. გავიდა დრო და ქალს ქმარი გარდაიცვალა. ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, იმდენად, რომ ბანკროტად იქნა გამოაცხადებული. დარჩა ქვრივი ორი ქალიშვილის ამარა, ფაქტიურად საარსებო წყაროს გარეშე. როგორც ამბობენ, ეს ქალი მაინც ყველაზე მეტად იმას განიცდიდა, რომ აღარ შეეძლო ფინანსური მხარდაჭერა იეშივასთვის. ამიტომაც, მივიდა ისევ მათ ხელმძღვანელობასთან და სთხოვა, რომ კვლავაც გაეგრძელებინათ ლოცვა მიცვალებულთათვის იმ პირობით, რომ როგორც კი მისი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, აუცილებლად გადაურიცხავდა მათ შესაბამის თანხას. ქვრივის მიერ შეთავაზებულმა იდეამ იეშივას ხელმძღვანელობა გააოცა და მისი პირობაც დაუყოვნებლივ შესრულდა.როცა იეშივადან გამოდიოდა, ქალს მიუახლოვდა სასიამოვნო გარეგნობის მოხუცი მამაკაცი. ნაცნობივით მიესალმა ქვრივს და უთხრა:
- როგორც ამბობენ, თქვენი ფინანსური სიტუაცია გაუარესებულა. თავს როგორ გრძნობთ?
- Baruj Hashem (დიდება უფალს), მიუგო ქალმა . მე კარგად ვარ, თუმცა კი ჩემს შვილებზე ძალიან ვღელავ. მალე გათხოვების დროც დაუდგებათ და მე კი საშუალება არა მაქვს, რომ ცოლად talmide jajamim-ს (ანუ თორას შემსწავლელებს) გავაყოლო.
- მითხარი კეთილო ადამიანო, რამდენი ფულია საჭირო იმისათვის, რომ დღევანდელ დღეს ქალიშვილები ღირსეულად გაათხოვოს კაცმა?
ქალი არც კი აქცევდა ყურადღებას მოხუცის საუბარს და დაუფიქრელად მიუგო:
- ალბათ იმდენი, რომ ყველა დანახარჯის გასტუმრება შეეძლოს ადამიანს.
მოხუცმა უპასუხა:
- შვილო, ნება მომეცი დაგეხმარო. შევიდეთ იეშივაში და ჩამოვწეროთ ყველა დანახარჯი. მერე კი მოგცემ დოკუმენტს, რომელსაც ბანკში წაიღებ და ფულის განაღდებასაც იქ მოახერხებ.
ქალმა არ დაუჯერა, რადგანაც არ ესმოდა, თუ რატომ ეხმარებოდა მას უცნობი ბერიკაცი. მოხუცი კი თავისას არ იშლიდა და ბოლოს მაინც თავისი გაიტანა. შევიდნენ შენობაში და რამდენიმე წუთის შემდეგ მოხუცმა ჩაინიშნა ის თანხა, რაც ქალს სჭირდებოდა. შემდეგ კი ორი მოწმის თანდასწრებით ხელი მოაწერა ქაღალდზე, სადაც აღნიშნა, რომ საკუთარი სურვილით ეხმარებოდა ქვრივს აღნიშნული შემოწირულობის სახით.
მეორე დღეს ქალი მივიდა ბანკში ფულის ასაღებად. როდესაც ხელმოწერილი ქაღალდი ბანკის მმართველს მიუტანეს, ის გაფითრდა, მერე კი გული წაუვიდა. როგორც კი მოასულიერეს, ჰკითხა ქალს:
- ეს საიდან გაქვთ?
- ეს გუშინ ერთმა სათნო ბერიკაცმა მომცა. მაგრამ თუკი რამე შეცდომას აქვს ადგილი ან რამე ურიგო ხუმრობაა, გარწმუნებთ, მე არაფერი ვიცი.
- იმ მოხუცის სურათი რომ განახოთ, მის ანოცნობას თუ შესძლებთ?
ჰკითხა ბანკის მმართველმა.
- რა თქმა უნდა. ეს ხომ გუშინ მოხდა. -
თქვა ქალმა. მაშინ მმართველმა ამოიღო უჯრიდან მისი გარდაცვლილი მამის ფოტო და ანახა ქალს, მოხუცი როგორც აღმოჩნდა იმ ბანკის დამაარსებელი ყოფილა, სადაც მისი ვაჟი მმართველად მუშაობდა.
- ის არის, დარწმუნებული ვარ, რომ ის არის!
თქვა ქალმა.
- გარდა ამისა, ამ ქაღალდზე ხელს, ხომ ორი მოწმეც აწერს? აი, ნახეთ!
მმართველის გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა. სასწრაფოდ უბრძანა მის თანამშრომლებს, რომ ამ ქალისთვის მიეცათ აღნიშნული თანხა. ამის მერე დაიწყო საინტერესო ამბის მოყოლა:
- ქალბატონო, ის მოხუცი, რომელმაც ამ ქაღალდზე ხელი მოგიწერათ მამაჩემი იყო. ის რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. წუხელ დამესიზმრა და გულნატკენმა მითხრა, რომ იმედები გავუცრუე, რადგანაც ამდენი წლის მანძილზე მის სახელზე ერთი კადიშიც არ აღმისრულებია. უკვე კარგა ხანია, რაც იუდაიზმს და ზოგადად რწმენას ჩამოვშორდი და მსგავსი რამეებით თავი არასოდეს შემიწუხებია. წუხელ კი მამაჩემმა მითხრა, რომ ჩემთან მოვიდოდა ქალი , რომლისთვისაც ის თანხა უნდა მიმეცა, რასაც ის მომთხოვდა. მამაჩემმა ისიც მითხრა, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც მივიწყებულ და უპატრონო სულებზე იეშივაში სპეციალურ ლოცვას უკვეთავს. თქვენი წყალობით მამაჩემმა სულთა სხვა სამყაროში გადასვლა მოახერხა. როცა გამეღვიძა, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ეს მხოლოდ სიზმარ იყო და სხვა არაფერი. თუმცა ეს სიზმარი ორჯერ განმეორდა ერთი ღამის განმავლობაში. ახლა კი როცა მამაჩემის მიერ ხელმოწერილი ქაღალდი ვიხილე, დარწმუნებული ვარ, რომ სიზმარი ამიხდა.
ქალმა თანხა მიიღო და თანაც იმდენი, რომ სურვილის ასრულებაც მოახერხა.......
პ.ს.
ავტორის მითითებით: ეს ამბავია რეალურია და მის წარმომავლობაზე პასუხს აგებენ ის ორი მოწმე, რომლებმაც მოხუცის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი დაამოწმეს გასული საუკუნის მიწურულს: ერთ-ერთი მათგანი იყო Rabí Yosef Jayim Zonenfeld შემდეგში ცნობილი რაბი და მეორე კი გახლდათ Rabí Yehuda Grinwald. მითითებულია ასევე რამდენიმე სახელიც, რომელიც არა მგონია საინტერესო იყოს.
რა ახსნა აქვს ყოველივე ამას?
no entiendo para que me besas, para que me llamas si cuando yo te necesito faltas... ♥