LuCKSNNN1რომელიმე ენა თუ იცი პატარა ბავშვები ამეცადინე ან 1-2 კლასელებისთვის უნდათ ხოლმე ყველა საგანში რომ ამეცადინოს ვინმემ. გააჩნია რა ტიპი ხარ. თუ სერიოზული ხარ შენს ასაკთან შედარებით და უპასუხისმგებლო არ ხარ, არის ამის შანსი და ერთი პერიოდი მაგით მქონდა შემოსავალი.
16 წლის რომ ვიყავი კარგ ადგილას ვმუშაობდი და ვერთობოდი თან, მაგრამ უბრალოდ გამიმართლა.
ინტერნეტით შოულობენ კიდე ფულს, მაგრამ მე არ მიცდია.
კიდე კაფეში შეგიძლია სადმე იმუშავო მიმტანად, მაღაზიაში ან პრომო მასალები დაარიგო ქუჩაში. მთავარია არ გეთაკილებოდეს და რამეს იშოვი.
ისე კი ჩემი რჩევაა, თუ არ გიჭირს და რამე განსაკუთრებული პრობლემა არ გაქვს, ეგ დრო და ენერგია საფუძვლიან და ხარისხიან სწავლას მოახმარე. შენი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღე განათლება, მაქსიმალურად დაიხარჯე, არ შეჩერდე. დაგიფასდება და უკეთეს შედეგს გამოიღებს რაც არ უნდა საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ. :*
წარმატებები.
If you remember me, then I don't care if everyone else forgets.