თემა -თამაში, თემა - დახმარება? არ ვიცი
ერთი საყმაწვილო წიგნი წავიკითხე დიდი ხნის წინათ, ვრცელი მოთხრობა.
არაფერი აღარ მახსოვს...
გაგიკვირდებათ, გასაგებია.
უცნაურია, როგორ აგიხსნათ არ ვიცი, მაგრამ შევეცდები.
ეს მოთხრობა ქართულად ითარგმნა და გამოიცა ასე 30 წლის წინ.
თითქოს ბევრი არაფერი...
ასე 14-15 წლის ბიჭზეა. პატარა ევროპული ქვეყანა, პატარა კერძო სკოლა, სადღაც სოფელში თუ დაბაში, სკოლის დირექტორს მგონი პატარა გოგო ჰყავს...
სხვა არაფერი მახსენდება
არა ინგლისი, არა იტალია, არა ესპანეთი, არა საფრანგეთი და მგონი, არც გერმანია
შვეცია? შვეიცარია? დანია? - არ მახსოვს.
წინასიტყვაობა ჰქონდა მთარგმნელისაგან წამძღვარებული - აუცილებლად დაგამახსოვრდებათო, გულგრილს არ დაგტოვებთო, თუ რაღაც ასეთი. კითხვა რომ დავამთავრე, რაღაც უცნაური გრძნობა დამრჩა მართლაც - გულში გაიარა ამ ამბავმა, თანაც ისე, რომ მაშინაც ვერ გავაცნობიერე - რატომ.
კიდევ წავიკითხავ მეთქი და ვერ ავასრულე..
ახლა კი აღარც წიგნი მაქვს, არც ნაწარმოები მახსოვს და არც ავტორი.
გულს მაკლია რაღაცნაირად.
სხვა დროს მეც დაგეხმარებით.
* * *
არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ შეიძლება ეს არის ალენ ფურნიეს "დიდი მოლნი"
ელ. ვერსია თუ არსებობს ნეტა
This post has been edited by crocodile on 15 Sep 2014, 05:37
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)