#42038972 · 26 Aug 2014, 01:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
12 სექტემბერს იგეგმება მაშტაბური ღონისძიება სახელწოდებით დღე როცა ვერ მოკლეს ილია.
საზოგადოებაში, ილიას და მისი ღვაწლის მნიშვნელობის პოპულარიზაციის ნაკლებობა - სწორედ ამ გარემოებებმა გვიბიძგა მსგავსი პროექტის ინიციატივა შეგვემუშავებინა. პროექტის ფარგლებში საგურამოში ილიას სახლ-მუზეუმში, წიწამურში ილიას მემორიალთან, თბილისში ილიას მემორიალურ მუზეუმში, სიონის ეკლესიაში და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გაიმართება ილია ჭავჭავძის შემოქმედების, მოღვაწეობის და მკვლელობის შესახებ მხატვრულ-თეატრალური კომპოზიციები; ამასთანავე, მარჯანიშვილის მოედნიდან ილიას მემორიალურ მუზეუმამდე, შემდეგ სიონის ეკლესიამდე და სიონიდან მთაწმინდის პანთეონამდე მოეწყობა საჯარო მსვლელობა-მარათონი.
პროექტის მიზნები და ამოცანები მიზანი: ეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობების მრავალწლიანი ნიველირების პერიოდში, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საზოგადოებას, მთელ ერს ახსოვდეს (კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ) - ილიას გზის მნიშვნელობა, უალტერნატივობა და მისი არჩეული გეზის ჭეშმარიტება. ილიას ფენომენის, მისი მოღვაწეობის მუდმივი ხსოვნის მნიშვნელობის გათვითცნობიერება და მისი ზნეობრივ ორიენტირად ქცევა, საზოგადოების ყველა ფენისათვის. ერის კონსოლიდირება ეროვნული იდეის და ცნობიერების გარშემო, თუნდაც წელიწადში ერთი დღე, რაც საზოგადოების ნაწილისათვის ეტაპობრივად შეიძლება იქცეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების განვითარების საბაბად. ამოცანები: - საზოგადოებას თავს მოვუყრით საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, სადაც ღონისძიების ავტორები (ჩვენი ორგანიზაციის და მხარდამჭერი უწყების წარმომადგენლები) საზეიმოდ გახსნიან მსვლელობა-მარათონს. შემდეგ სიტყვით გამოვა სალიტერატურო სფეროს წარმომადგენელი (როსტომ ჩხეიძე - მწერალი, პუბლიცისტი, გამომცემელი, ილიაზე არა ერთი ნაშრომის და სხვადასხვა ჟანრის ნარკვევის ავტორი), რომელიც საზოგადოებას მოკლედ გააცნობს, შეახსენებს ილიას, როგორც ეროვნული მოვლენის მნიშვნელობას და მის მოღვაწეობას. ილიას ბიუსტს პატივს მიაგებს შეკრებილი საზოგადოება; პროცესია საგურამოდან გადაინაცვლებს წიწამურში. - წიწამურში, ილიას მემორიალთან სიტყვით გამოვა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის მკვლევარი (ზაზა აბზიანიძე - ფილოლოგი, პროფესორი, პუბლიცისტი, მკვლევარი), რომელიც მოკლედ მოჰყვება, შეახსენებს საზოგადოებას ილიას მკვლელობის (ამბავს) პერიპეტიებს. მემორიალთანვე გაიმართება ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით მხატრულ-პოეტური კომპოზიცია ილიას მკვლელობის თემაზე; პროცესია გადმოინაცვლებს წიწამურიდან თბილისში (ავტოტრანსპორტით); პროცესია შეჩერდება მარჯანიშვილის მოედანზე, საიდანაც ფეხით განაგრძობს მსვლელობას ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ილია ჭავჭავაძის მუზეუმამდე. - თბილისში ილია ჭავჭავაძის მუზეუმში გაიმართება მინი თეატრალური კომპოზიცია, სადაც ილიას ნაწარმოებებს წაიკითხავენ უფროსი თაობის მსახიობები (საქ. დამსახურებული არტისტები - ზაზა ლებანიძე, მარინა ჯანაშია, გივი ჩუგუაშვილი, გია ბურჯანაძე, პალიკო ნოზაძე, მსახიობები - თამარ ჯოხაძე, ზურაბ ცინცქილაძე, ქეთევან შერვაშიძე); მუზეუმიდან პროცესია ფეხით გაემართება სიონის ეკლესიამდე (საიდანაც გამოასვენეს ილია ჭავჭავაძე 1907 წლის 9 სექტემბერს - ძვ.სტლ). გზად მსვლელობის პროცესს, ფონად გაჰყვება ილიას ნაწარმოებების ჩანაწერები, სხვადასხვა მოღვაწეების მიერ ილიაზე წარმოთქმული სიტყვების ჩანაწერები და სხვა (რასაც რეპროდუქტორში მოისმენს ნებისმიერ გამვლელიც კი). - სიონის ეკლესიაში მოძღვარი გადაიხდის ილის სულის მოსახსენიებელ სარიტუალო პარაკლისს; სიონის ეკლესიიდან პროცესია კვლავ ფეხით გაემართება მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონისაკენ (იმ გზაზე რა გზითაც ილიას ცხედარი ააბრძანეს მთაწმინდაზე). გზად მსვლელობის პროცესს, ფონად გაჰყვება ილიას ნაწარმოებების ჩანაწერები, სხვადასხვა მოღვაწეების მიერ ილიაზე წარმოთქმულ სიტყვათა ჩანაწერები და სხვა (რასაც რეპროდუქტორში მოისმენს ნებისმიერ გამვლელიც კი). - მთაწმინდის პანთეონში ილიას საფლავთან ახალგაზრდა ხელოვანები წარმოადგენენ მხატვრულ-თეატრალურ კომპოზიციას ო. ჭილაძის „რკინის თეატრიდან“ ილიას მკვლელობის ეპიზოდის მიხედვით. ქართული ვოკალური ანსამბლი (ანსამბლი „ქართული ხმები“) შეასრულებს საფინალო სიმღერას. ღონისძიების ორგანიზატორები გამოვლენ დასკვნითი (შემაჯამებელი) სიტყვით. * * * თუ რაიმე კითხვა ან იდეა გაგიჩნდებათ მომწერეთ პმ ან ფეისბუქზე ეროვნული იმპერატივი
|