#42389135 · 29 Sep 2014, 13:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა ხალხნო,
ძალიან გთხოვთ, ვინც კომპეტენტური ხართ ამ სფეროში მომწერეთ თბილისის მასშტაბით არსებული ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების (ამ ეტაპზე არა შშმპ, ყრუ, მუნჯი, ბრმა და სხვ. არამედ ჯანმრთელი და ჩვეულებრივი ბავშვების სახლები) მისამართები და ტელეფონები. თუ ტელეფონებიც არ გაქვთ და იცით სად მდებარეობს, მხოლოდ მისამართები მაინც რომ მოწეროთ.
ალბათ არ იქნება ბევრი ასეთი დაწერებულებები მაქსიმუმ 2 ათეული და ნუ დაიზარებთ, გააკეთეთ კეთილი საქმე, გაგვიზიარეთ.
საქმე იმაშია, რომ მე და სხვა რამდენიმე ფიზიკურ პირს გვაქვს სურვილი საკუთარი ინიციატივით ჩამოვუაროთ და ახლა ზამთარი მოდის და ან თბილი სამოსი, ან გასათბობი საშუალება, ან სხვა ელემენტარული რაღაცეები მაინც ვუყიდოთ, ან ოჯახიდან წავუღოთ.
ინფორმაცია მომწერეთ პირადში. თუ ვერ მომწერთ პირადში, მაშინ აქვე პასუხად მიუწერეთ.
მადლობა წინასწარ.
--------------------
The Future Is Now !!!
|