ტრისტან წითელაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ფიზიკური განადგურებით ემუქრებასამხედრო ექსპერტი და ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილის განცხადებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური კრიზისის დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომლის სათავეშიც გოკა გაბაშვილი, გიგა ბოკერია, გივი თარგამძე და გოგა ხაჩიძე დგანან.
„ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ნიშნებია და მისი პირველი ნაბიჯი მარგველაშვილის მიერ იქნა გადადგმული. მარგველაშვილის აკვიატებული მოთხოვნა დელეგაციების წასვლასთან დაკავშირებით, მისი პირადი ინიციატივა არ იყო , მასზე ბევრი იმუშავეს „ნაციონალებმა“ . მარგველაშვილის ბოლო განცხადებებს თუ მივადევნებთ თვალყურს, ბევრი რამ იგრძნობა მის ხმასა და პოზიციებში. ერთ-ერთში ჰგავს „ნაციონალების“ პოზიციებს, მე მიმაჩნია , რომ მარგველაშვილი ნაციონალების თამაშს თამაშობს და ის უკვე ჩახტა „ნაციონალების“ ნავში“- აცხადებს წითელაშვილი
წითელაშვილის თქმით „ნაციონალებმა“ შექმნეს დაჯგუფებები , რომლის შემადგენლობაშიც შედიან, ყოფილი სოდის, კუდ-ის და თავდაცვის სამინისტროს ოფიცრები, მისი განცხადებით ამ დაჯგუფებებს მამუკა მამულაშვილი, ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი ხელმძღვანელობენ. ხოლო ყოფილი „ზონდერჯგუფების“ მობილიზაციას გიორგი ვაშაძე და გიორგი ონიანი ახდენენ.
წითელაშვილი აცხადებს რომ მან და მისმა თანამოაზრეებმაც შექმნეს ჯგუფები, რომლებიც „ნაციონალების“ გადაადგილებას და ქმედებებს აკონტროლებენ.
„ხმამაღლა ვაცხადებ, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაბედავს ამბოხებას და ძალოვანები ამის წინასწარ ჩახშობას ვერ მოახერხებენ , ჩვენ დავიწყებთ მათ განადგურებას, როცა ქვეყანა და მოსახლეობა დგას საფრთხის ქვეშ, აქ კანონზე აღარაა საუბარი, არც იმაზე, რომ ხვალ დამიჭერენ. მირჩევნია ამ ხალხის განეიტრალება მოხდეს, რომ ზიანი არ მიადგეს ქვეყანას. როცა ისინი იარაღის ასაღებად მივლენ, ჩვენ ავითვისებთ მათ იარაღს და გავანადგურებთ საკუთარივე იარაღით.“- აცხადებს წითელაშვილი
http://newposts.ge/?l=G&id=50112-%E1%83%AC...%83%A0%E1%83%90
This post has been edited by tintoreto on 17 Sep 2014, 13:29
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი