გასაგებია, რომ არავის არ ჰკიდია ეს ქვეყანა ფეხებზე.
გასაგებია, რომ უკლებლივ ყველა მამულიშვილია!
პოლიტიკოსები, ბიზნესმენები...
ეს თავისთავად გასაგებია, ისინი ხომ თავს მიიტანენ სამსხვერპლოზე დაუყოვნენლივ!
მაგრამ კიდევ სხვანაირად, გულში დარწმუნებით რომ იცით, ვინაა ჩუმი ნატვრით ამ პატარა საქართველოს მოტრფიალე და ვისაც ჭკუა და საღი აზრიც მოეკითხება, ჩამოვწეროთ ისინი - ყველა პროფესიის და ასაკის "სავსე ქართული პატიოსნებით" სახეები.
იქნებ დაგროვდეს იმდენი, რომ მათგან ასმა კაცმა გაბედოს, გადალახოს, მოერიოს "ჩუმად ყოფნას" და შექმმას რაიმე მსგავსი უხუცესთა საბჭოსი ან დარბაზის და ურჩიოს მთავრობას, ნებისმიერ მთავრობას, რაა საქმნელი ამ პატარა საქართველოში.
თორემ
ვერაა მთლად კარგად საქმე
აშკარაა უკვე.
ნაცობანა, ქოცობანა და ომობანა არ იყოს ამ თემაში - უმორჩილესი და დიდი თხოვნაა ეს