დავით ნარმანია - ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისგან
12:05 10-11-2016
დავით ნარმანია - ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისგან სიამოვნებით დაველოდები კონკრეტულ ციფრებს, მხოლოდ ერთი ციფრის დასახელება, რა შემოსავალს იღებს „სითი პარკი“ წლის განმავლობაში, გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ არის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
დავით ნარმანიამ კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების გაკეთებულ განცხადებებზე, რომ თბილისის მერიას შეუძლია „სითი პარკს“ ხელშეკრულება გაუწყვიტოს და პარკირების თანხები თავად ამოიღოს. დავით ნარმანიას თქმით, ამას მეტი არგუმენტი სჭირდება, მას ეჭვი ეპარება, რომ პარკირებისაგან ერთ წელიწადში 25 მილილინი ლარის ამოღება შესაძლებელი იქნება, თუ ამ პარკირებას დედაქალაქის მერია განახორციელებს.
ნარმანიას თქმით, როდესაც დედაქალაქის ბიუჯეტის 2017 წლის პროექტს საკრებულოში წარადგენს, დიდი სიამოვნებით მოისმენს საკრებულოს დეპუტატების კონკრეტულ მოსაზრებებს და გაანგარიშებებს, რას მოაკლონ თანხები, რათა „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში მერიამ „სითი პარკს“ პირგასამტეხლო 25 მილიონი ლარი გადაუხადოს.
„მეტი არგუმენტები სჭირდება ამას. მე ვფიქრობ, რომ უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი განცხადებების მსხვერპლი არ უნდა გახდეს ქალაქი და ათეულობით მილიონი ლარის გადახდა არ უნდა მოუწიოს შემდეგ. ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში თავს ვიკავებთ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისგან, იმიტომ რომ ჩვენი წინამორბედების მიერ „სითი პარკთან“ კაბალური ხელშკრულება იყო გაფორმებული, რომელიც სამწუხაროდ, ამ ხელშეკრულების გაწყვეტის საშუალებას არ გვაძლევს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრი დავით ზურაბიშვილი თბილისის მერიისგან მოითხოვენ, რომ გაწყვიტოს ხელშეკრულება „სითი პარკთან“, პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი ლარი აისახოს 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში და მომავალი ერთი წლის მანძილზე პარკირება მართოს თბილისის მერიამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია გააცნეს იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის თანხა ჩარიცხა კომპანია „სითი პარკმა“ თბილისის ბიუჯეტში 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე.
ალეკო ელისაშვილის თქმით, 2014 წლის აგვისტო არის ის თარიღი როცა საქმიანობას შეუდგა თბილისის მერი დავით ნარმანია. მისივე თქმით, ამ პერიოდის მანძილზე „სითი პარკმა“ თბილისის მოსახლეობის ჯიბიდან ამოიღო 62 მილიონი ლარი, აქედან თბილისის ბიუჯეტში ჩარიცხა 18 მილიონი ლარი, ხოლო 43 მილიონზე მეტი კომპანიამ სახლში წაიღო. ელისაშვილის თქმით, „სითი პარკს“ არ აუშენებია არც ერთი ავტოსადგომი, თეთრიც კი არ დაუხარჯავს პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მისი ხარჯი არის მინიმალური და შემოიფარგლება თანამშრომელთა ანაზღაურებით, მათი ფორმებით, საღებავის ფულით და ევაკუატორებისთვის საწვავით. ელისაშვილის თქმით, მხოლოდ ერთი წლის მანძილზე აღნიშნულმა კომპანიამ სახლში წაიღო 31 მილიონი ლარი.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...syvetisgan.html_______________________________________________
აბსოლიტური ტყუილია ლაპარაკი კაბალური ხელშეკრულების შესახებ და მისი ვერ გაწყვეტის კანონიერებაზე.
ან ის გააკეთოს სითი პარკმა რასაც დაპირდნენ ხალხს (პარკირების სხვადასხვანაირი ადგილები,
კამერები პარკირების ადგილზე და მოწესრიგება და მარტო დახაზვა არა,) ან შეწყდეს ვიღაცეების ჩვენს ხარჯზე გამდიდრება.
თორე იგივე საქმეს უფრო ეფექტურად პატრულიც გააკეთებდა
იმხელა აქცია რაც მარჯვენა საჭიანი მანქანების გამო მოეწყო კარგი იქნებოდა სითი პარკის გამოც გაეკეთებინა ვინმეს.
მარცხენა და მარჯვენა საჭიანი მანქანებით უკვე დიდი აქციაც გამოვიდოდა...
მაგრამ არჩევნებიც დამთვრდა ეჰ...
This post has been edited by ჯუღაშვილი on 10 Nov 2016, 14:51
უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“
- დაშლა ყველა შედგენილი ნივთის თვისებაა. გულმოდგინედ იღვაწეთ საკუთარი ხსნისთვის!