გავხსენი თემა მათთვის, ვისაც ღლიცინის ინტერესი არ აქვს და ვისაც მოეკითხება.
ეს თემა გაიხსნა სამართალში:
უცნაური ლაფსუსი შემემთხვა (post #49986072)წაიკითხეთ და შეაფასეთ, რა გამოსავალია.
ხვდებით ალბათ, ამ კონკრეტული სისულელიდან გამოსავალს არ ვგულისხმობ (თან თემის ავტორი ამაყად რო წერს, "შემემთხვაო"...). ვგულისხმობ გამოსავალს ეროვნული ექსკრემენტწარმოების ჩაკეტილი სპირალიდან, სადაც ვეღარ ვაგნებთ, წინანალით ვართ შესული თუ უკანალით. მაინტერესებს, თქვენი აზრით, რა გამოსავალი აქვს ხალხს, რომლის პრიმიტივიზმის საშუალო მაჩვენებელი ალბათ მცირეწლოვანი ბავშვისას უტოლდება. სხვა სიტყვებით, მე, როგორც ქართველს (ყველა კოსმოპოლიტის თავზე გავიარე), მაინტერესებს, რამდენი დამრჩა მე და ჩემს გენოფონდს. ადრე, მახსოვს, პლასტელინმა რო დაწერა, ქართველი ერის მსუბუქი დებილიზმიო, მე რასაც არ ვეთანხმები სიტყვა "მსუბუქია". ერი და ბერი გამოვიდა მაშინ და პლასტელინს აგინებდა. დედაც და მამაც საქართველოს ყველა პრეზიდენტის, პირველი პრეზიდენტის გარდა, მაგრამ ქართველი ერის თუნდაც ბოლო 30 წლის ქცევა გონებადამჯდარი, გაწონასწორებული, ჭკუათმყოფელი ერის საქციელია?
ძალიან გთხოვთ, ოღონდ ღლიცინი ნუ იქნება. ვიცი, რო აქაც მრავლადაა ხალხი, რომელიც მოახტება მანქანას და 120-ით გაიფრენს და გაკვირვებული იკითხავს - ისეთი რა ვქენიო. შეუსაბამობა ზუსტად იქიდან იწყება, რამე ქართულ მაზალოს რო გააკეთებ და ვერ ხვდები, რა გააფუჭე.
მერე ავარიებით და ადამიანური მსხვერპლით, სახელმწიფო-საზედამხედველო (სადღა) ორგანოების უპასუხისმგებლობით ან მომსახურების სფეროს ###ზე დამკიდებლობით აღშფოთებული და შეშფოთებული მავანი თავში ცემას დაიწყებს და ვაივიშს მორთავს, რო ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, ავარიებში 600 კაცი იღუპება, მიწები იყიდება, ლარი ქვევით და დოლარი ზევით და ა. შ. და ა. შ.
ქვეყანას პატრონი არ სჭირდება და იმიტომაც არ ჰყავს. ქვეყნის პატრონი ჩვენ თვითონ ვართ - ქვეყნის პატრონია თითოეული მცხოვრები და მოქალაქე. არ გჯერათ? მაშინ შეხედეთ ქვეყანას.
ისეთი ისტორია დაიწერა, პოლიციელიან-ფუნქციონერიან-ნაცნობიან-მთავარი გმირიანად ხალხი დედის დედას უ###ავს ქვეყანას. იმენნა ტრაგიკომედიაც არაა. მე რო ვიყო, 8-წლიანი არ ასცდებოდა არავის. როჟები ყველაფერს აყალბებენ და ყველაფერზე არიან წამსვლელები. რაღაც ლყეობის გულისთვის საკანცელარიო სამუშაოები ჩაუტარებიათ, ისე ფილიგრანულად გაუყალბებიათ და ახიცაა მათზე, რაც მოუვათ. თემის ავტორის საქმე არ ვიცი, როგორ იქნება, მაგრამ აი მის უფროსებს კი სახე აქვთ ახეული და ძაანაც კარგი - აქამდე თუ ვერ ისწავლეს, აწი ისწავლიან ადეკვატურობას.
უბედურებაც ისაა, რო ეს საქციელი სწორედ ქვეყანაზეა დარტყმა. ვითომ რა გაფუჭდა - ბავშვს (ბავშვს... ცხოვრების პირველი 40 წელი...) დაბ. დღე აქვს და გავუშვათ და გავაყალბოთ. თან რა სიამაყით წერს, ჩემი ნაცნობობით გავაკეთეო. ასეთი ხალხია დღეს ყველგან, ორ ზღვას შუა - ჯანდაცვის სამინისტრო გინდა, სამოქალაქო რეესტრი თუ საქართველო ბანკი. ხალხი როგორიცაა, ისეთივეა მაგ ხალხის შექმნილი რეალობა.
დღეს გვაქვს ადამიანთა ერთობა, რომლის სოციალური შინაარსი მიახლოებულია თემურ წყობასთან. უკლებლივ ყველა იქაჩება ერთმანეთით და იმავდროულად ყველა ერთმანეთს ატყუილებს. ელემენტარულად, ვერსად ვერ შეხვალ და ვერ მიხვალ უნაცნობოდ. თუ სადმე ვინმე არ გყავს, მოხნული გაქვს მინდორ-ველი. ნაცნობობა თავისთავად ცუდი რატომ უნდა იყოს, მაგრამ დღეის გაგებით არსებობს ნაცნობი ან ჩერეზ ნაცნობი და მტერი. ხალხი - ადამიანები - ერთმანეთის მტერია. ის, ვინც ჩერეზ ნაცნობია მოსული - ჩვენიანია, უცნობი - მტერი. ეს შიზოფრენიის უმძიმეს ფორმაზე უფრო მძიმეა. შეიძლება ნაცნობს და ნაცნობობას გადააყოლო ყველაფერი, ეს დედაიმასქნილი? მაგრამ ხომ ხედავთ, რომ შეიძლება. და ზღვარიც არაფერს აღარ აქვს. ლიჩნად მე ვერ ვიფიქრებდი, ის უბედური რაგბისტი როა (გვარი არ მახსოვს), მაგ შემთხვევის მერე თუ ხალხი არ გაფრთხილდებოდა და ერთმანეთს არ გაუფრთხილდებოდა, მაგრამ იმისთანები მიყვა და მიყვა, საქმეში ხარ... დაჟე წინა კვირას თუ ორი კვირის წინ გოგო მოუკლავთ არც მეტი, არც ნაკლები, ტროტუარზე. არადა, მეორეს მხრივ, არც ნაცნობია 100%-იანი გამოსავალი. მოიყვან ნაცნობს, ან ჩააბარებ რამეს, ვერ მიიყვანს ბოლომდე და ვერაფერს ეუბნები (იმიტომ რომ ნაცნობია და ნაცნობობა ხო სიწმინდეა). შედეგად - ორივე მხარე უკმაყოფილო და საქმე ისევ თავიდან გასაკეთებელი.
ამაზე მპასუხობენ, რო ტრადიციები, ჯიგარი, ჩახუტება და მეობა - აქედან იღებს დასაბამს ნაცნობობა და ქართული ჯიგარი, რითაც აქამდე მოვედით და საქმე მესამეხარისხოვანია და მე კიდე ყველაფერი ქართულის მტერი ვარ.
- შე კაი ადამიანო - ვეუბნები - რო შეხვალ სადმე და ნაცნობი დაგხვდება და თან გადაგყვება, მოგწონს?
- კი, აბა რაო!
- მერე არ ჯობია, ნაცნობობა მოვაშოროთ და ყველა ისე გადავყვეთ ერთმანეთს? აღარ მოვიპაროთ, აღარ ვიქურდოთ და ძირი აღარ გამოვუთხაროთ ერთმანეთს? შეუდარებლად მეტი კომფორტი არ იქნება?
ამაზე საპასუხოდ ინტელაქტი აღარ ჰყოფნის. მიყურებს გადარეულივით და ახლაღა მოიხმობს ევროპას, რო იქ არავინ არავის თან არ ჰყვება, ცივი ხალხია (

) და მაინც კარგად ცხოვრობენ. კი - ვუხსნი - კარგად ცხოვრობენ, მაგრამ ეგ მაგათი კარგი ცხოვრება ამ თაობის ევროპელების შექმნილი არაა. ეს კარგი ცხოვრება 19-20-ე საუკუნეებში დედის დედა მოიხნეს და ისე შექმნეს ამათმა წინაპრებმა, თან ორი დიიიიიიიიიდი ომი გადაიტანეს.
ჩემი დასკვნით დღევანდელი საშუალო ქართველი ან უფრო სწორად რო ვთქვა, ქართველთა უმრავლესობა არის მატყუარა, მომპარავი და მხდალი. ყოველი "ნაცნობობის" და "მეობის" ინსტიტუტის უკან ერთადერთი რამ დგას - ყალბისმქმნელობა, ხელმრუდობა და თავის დაძვრენა და ამიტომაც ყველა ყველაფერზეა წამსვლელი. ხოლო თავიდან არიდება, თავის დაძვრენა და დამალვა კი, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი დაზარალებული თითქოს არ ჩანს, უკვე ქურდობაა - ანუ იმის მითვისება, რაც შენი არაა.
აი ამიტომ
სწორედ ამიტომ
მართლაც ამიტომ
არც აქამდე არ გვეშველა,
ახლაც დედის იმაში ვართ
და არც მომავალში გვეშველება
თუ ცუდსაქმიანობას, ტყუილს და ქურდობას არ შევეშვებით და თუ, ბოსკამპის თქმის არ იყოს, ამ მენტალიტეტეზე უარს არ ვიტყვით.
აღარ მახსოვს, რამდენი თვის წინ, არა უშავს სოციალური ექსპერიმენტის პონტში მოხდა - თემა გაიხსნა ავტომობილებში და საქმე შემდეგში იყო:
A-მ B-ს შეცდომით, დაზიანებული მანქანის ფასად (უფრო მეტად იაფად, ვიდრე ჩვეულებრივი ფასის 50%) მიჰყიდა მანქანა, რომელიც მერე გაირკვა, რო თურმე დაუზიანებელი იყო. რა თქმა უნდა, A შეცდომაში იყო შეყვანილი და მერე მოითხოვა B-სგან განსხვავება ან მანქანის და გადახდილი თანხის დაბრუნება. იურისტობა რად უნდა იმის ცოდნას ან გააზრებას, რო შეცდომით რო გააკეთებს ადამიანი რამეს, ექვემდებარება უკან დაბრუნებას. თუ მეორე მხარე სინდისისგან თავისუფალი აღმოჩნდება, კანონი რა თქმა უნდა, შეცდომაში შესულ მხარეს იცავს. ხოდა ეს მყიდველი B კითხულობდა, როგორ მოვიქცეო.
10-დან 20 იუზერი მოუწოდებდა, ასწავლიდა და უხსნიდა, როგორც შეეტყაპუნებინა სხვისი შეცდომით დაბალ ფასად გაყიდული ნივთი (სხვა საქმეა, რო თუ სასამართლომდე მივიდოდა საქმე, ვინ დაუტოვებდა, მაგრამ ამ ადამიანების პოზიციაა გამომა###ვებელი) და იმაზე როგორ გაეგზავნა შეცდომაში შესული გამყიდველი (დაჟე ერთი ძაან აქტიურობდა და იმასაც ეუბნებოდა, მე რო ვინმემ მანქანა მომყიდოს და შიგ $100-იანების შეკვრა დარჩეს ბარდაჩოკში, ჩემს იმას მიიღებს მერე ჩემგანო... და გულზე მჯიღს იცემდა ამაყად, თითქოს რამე საგმირო საქმე გაეკეთებინოს). და როგორც ალოგიკურ, ახსნასდაუქვემდებარებლ და გამოგონის შემთხვევას შეეფერება, B-ს შეკითხვაზე - კონკრეტულად და დაწვრილებით ახსნას თხოულობდა - პასუხობდნენ "ვერ მოგჭამს" და მსგავსი ტექსტებით.
ე. ი. თუ ადამიანი ვერ მოგჭამს - 100000-ჯერ მართალიც რო იყოს, ქვეყანა შენია.