პუშკინის სკვერში ჭადრის ხეების მოჭრა ამ დრომდე გრძელდება. როგორც მუშებმა „ლიბერალს" უთხრეს, ხეების მოჭრის მიზეზი მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაა.
ხეების მოჭრის მიზეზის გასარკვევად „ლიბერალი" თბილისის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, ხეებს კი არ ჭრიან, არამედ ბელავენ: „მიმდინარეობს 5 ჭადრის გადაბელვა. იქიდან გამომდინარე, რომ მათი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, გადაბელვით სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მოქალაქეებისთვის".
„ლიბერალის" შეკითხვაზე, რა კავშირი აქვს ხეების მოჭრას ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან, მერიის სამსახური კომენტარს არ აკეთებს.
http://www.liberali.ge/ge/liberali/news/120252/
* * *
ყოფილა უკვე
პუშკინის სკვერში ჭადრისმივხურავ
--------------------------------