20 სექტემბერს, თბილისში დასაქმების პირველი მასშტაბური ფორუმი გაიმართება. „ექსპო-ჯორჯიას“ მე-4-5-6 პავილიონებში, 10.00-დან 19.00 საათამდე, მსურველებს შეეძლებათ დამსაქმებელ კომპანიებს საკუთარი რეზიუმე (CV) მიაწოდონ და გაესაუბრონ. ფორუმზე მოსახვედრად, დასაქმების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ონლაინ მისამართზე WWW.SSA.GOV.GE და ამასთანავე, აუცილებელია, პირი რეგისტრირებული იყოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში, მისამართზე: WWW.WORKNET.GOV.GE. ასევე, რეგისტრაციისთვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიაკითხონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისს. რეგისტრაცია 25 ათას ადამიანს შეეძლება, დამსაქმებელი კომპანიების რიცხვი კი დაახლოებით 150-დან 180-მდეა. რეგისტრაცია 19 სექტემბრის 24.00 საათზე სრულდება.
დღეს, მომავალი ფორუმის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა - გაიოზ თალაკვაძემ მიაწოდა. დაგეგმილ ფორუმზე ასევე ისაუბრეს „სოკარ-პეტროლეუმ-ჯორჯიას“ კადრების განყოფილების ხელმძღვანელმა - ნატალია მუხიგულაშვილმა და „სილქნეტის“ ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელმა - ნინო ნიაურმა .
http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&se...99&info_id=1450პ.ს. ამ საიტზე - WWW.SSA.GOV.GE სარეგისტრაციო ლინკი ვერ ვნახე საერთოდ

დარეგისტრირდით ვინმე?