http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...veqanebith.htmlრეიტინგები: მინუს 15! უფსკრულისკენ მივექანებით!
AutoSharing Option Yes No
09:54 19-09-2014
გამოქვეყნდა ფიფას მორიგი, სექტემბრის თვის რეიტინგი. სამწუხაროდ, ამჯერადაც ვერაფრით გაგახარებთ - ირლანდიასთან საშინაო მარცხის გამო საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთბაშად 15 საფეხურით დაიხია უკან და ახლა 110-ე ადგილზეა.
თუ არ ჩავთვლით ევროპული საფეხბურთო ოჯახის ახალმოსახლე გიბრალტარს, რომელიც საერთოდ არ არის რეიტინგში, ჩვენს ევროშესარჩევ ჯგუფში მყოფ გუნდებს შორის ბოლო ადგილი გვიჭირავს.
ამას ვინ ჩივის, უკანასკნელნი ვართ ამიერკავკასიის ნაკრებებს შორისაც.
რა თქმა უნდა, ასეთ დროს სასაცილო თუ არა, ცოტა უხერხულია იმის მტკიცება, რომ ქართული ფეხბურთი წინ მიდის და ვითარდება, როგორც ამას ხშირად გაიგონებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთაგან.
თვით ნაკრების მწვრთნელსაც ხშირად უთქვამს - გაიხსენეთ, ჩემამდე რომელ ადგილზე ვიყავით რეიტინგში და ჩემი მოსვლის შემდეგ რამდენით დავწინაურდითო. მაგრამ ახლა სად ვართ?
ამ შემთხვევაში, ერთ სიბრტყეში შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო ფეხბურთი, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, არც საკლუბო ფეხბურთია სახარბიელო დღეში.
გაგაცნობთ ფიფას რეიტინგის პირველ ათეულს და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა სადღეისო მდგომარეობას.
ნაკრები ქულა
1. გერმანია 1765
2. არგენტინა 1631
3. კოლუმბია 1488
4. ჰოლანდია 1456
5. ბელგია 1444
6. ბრაზილია 1291
7. ურუგვაი 1243
8. ესპანეთი 1228
9. საფრანგეთი 1202
10. შვეიცარია 1175
29. შოტლანდია 714
62. ირლანდია 506
70. პოლონეთი 436
110. საქართველო 290
ორიოდე დღის წინ უეფამ 2014/15 წლების სეზონის მიმდინარე საკლუბო რეიტინგები გამოაქვეყნა, სადაც საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
კლუბი ქულა
1. რეალი 145.657
2. ბარსელონა 131.657
3. ბაიერნი 128.368
4. ჩელსი 123.049
5. ბენფიკა 113.009
6. მანჩესტერ იუნ 101.049
7. ატლეტიკო 99.657
8. ვალენსია 96.657
9. შალკე 96.368
10. არსენალი 92.049
რეიტინგში ქართული კლუბები შემდეგი თანმიმდევრობით განლაგდნენ:
208. დინამო 6.875
238. ზესტაფონი 5.875
264. დილა 4.875
286. მეტალურგი 4.375
321. ჩიხურა 3.375
381. ტორპედო 2.375
382. გაგრა 2.375
383. ვიტ ჯორჯია 2.375
საერთოდ, მსგავსი სტატისტიკა ამა თუ იმ ქვეყანაში საკლუბო ფეხბურთის მდგომარეობაზე არც ისე ზედაპირულ წარმოდგენას გვიქმნის.
საინტერესო ფაქტები: სულ უეფას რეიტინგში 454 გუნდი მოხვდა. მათგან 8 ქართულია, 7 კი - აზერბაიჯანული. ჩვენს მეზობლებში საუკეთესო საჩხერის "ჩიხურას" მძლეველი "ნეფთჩია" - ბაქოელები 170-ე ადგილზე არიან.
ყაზახეთიდან 9 გუნდი დასახელდა, საუკეთესოა "აქტობე" (173-ე პოზიცია), რომელმაც ამ ზაფხულს თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგიდან გააგდო.
5 გუნდითაა წარმოდგენილი სომხეთი. ამათ შორის ლიდერია გიუმრის "შირაქი", რომელიც 386-ე პოზიციას იკავებს.
მოლდავური ფეხბურთის აღიარებული ლიდერი ტირასპოლის "შერიფი" კი რეიტინგში 111-ეა, ხოლო ჩამონათვალში ამ ქვეყნის 8 გუნდია შეყვანილი. 54-ეზეა ბელორუსის ბატე (სულ 9 გუნდი ბელორუსიდან).
ლიტვაში საუკეთესო "ეკრანასია" (230-ე ადგილი, სულ 8 გუნდი).
ვფიქრობთ, უინტერესო არ უნდა იყოს უეფას წევრი პოსტსაბჭოური ქვეყნების მონაცემები. ჩვენ მათგან საუკეთესო გუნდების მონაცემები ავიღეთ. ვნახოთ, რომელია დაწინაურებული და რომელი - ჩამორჩენილი.
გუნდი ქვეყანა ადგ გრრ*
1. ზენიტი რუსეთი 15 12
2. შახტარი უკრაინა 19 11
3. ბატე ბელორუსი 54 9
4. შერიფი მოლდოვა 111 8
5. ნეფთჩი აზერბაიჯანი 170 7
6. აქტობე ყაზახეთი 173 9
7. დინამო საქართველო 208 8
8. ეკრანასი ლიტვა 230 8
9. ვენტსპილსი ლატვია 251 6
10. ნომე კალიუ ესტონეთი 332 5
* გრრ - გუნდების რაოდენობა რეიტინგში
ალეკო კაკაურიძე
მერაბ მამულაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
==============================================================
წლების წინ ვთქვი, ფორუმზეც დავწერე, ახლა გავიმეორებ - ჩვენთან პოლიტიკა და ფეხბურთი განვითარდება ერთდროულად.
ვისწავლით ფეხბურთის სწორად მართვას, ვისწავლით სახელმწიფოს სწორად მართვასაც.
პირიქით ისედაც ცხადია - თუკი ვისწავლით სახელმწიფოს სწორად მართვას, ფეხბურთის მართვასაც ვისწავლით.
ფეხბურთში კი სრული რეორგანიზაციაა საჭირო, პირველ რიგში კი ფეხბურთის ფედერაციის ყველა მაღალჩინოსანი უნდა გადადგეს!