http://www.liberali.ge/ge/liberali/news/120304/სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, ქუთაისში, ინფექციური საავადმყოფოდან, მსჯავრდებული მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.
სამინისტროს განცხადების მიხედვით, გეგუთის N 14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულმა რუსლან სოსელიამ სამკურნალოდ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, 21 სექტემბერს, გამთენიისას კი საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაქცევა მოახერხა.
ამ დროისათვის გაქცეული პატიმრის დასაკავებლად სამძებრო - საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარს ფაქტს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს. პატიმრის დასაკავებელ ღონისძიებებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო. მსჯავრდებულის მიმართ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებულია, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ქუთაისის განყოფილების თანამშრომელთა მიმართ - 243 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.