ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, იდეა, რომ გამორჩეული ვარ, სპეციალური და ღმერთის თუ არა, ბუნების ფავორიტი მაინც, ძალიან ბევრი პრაქტიკული ამოცანის სწორად გადაჭრაში მიშლიდა ხოლმე ხელს. ამ იდეის ბოლომდე არასოდეს მჯეროდა, მაგრამ სადღაც "შინაგანად" იმედი მქონდა ხოლმე. გაცილებით უფრო სასარგებლო იქნებოდა ის, რომ ობიექტურად სწორად შემეფასებინა ჩემი ინტელექტუალური და კუნთური ძალები, ის კი არა, ნაკლებობითაც კი, ვიდრე მეტობით. თუ მნიშვნელოვანი საქმე გააკეთე და მარაგიც დაგრჩა, ეს არაფერს აშავებს. აი თუ ვერ გააკეთე, მაშინ დიდი პრობლემა იქმნება.
ასეთივე ცრურწმენები იყო ის, რომ ბუნება თვითონ შემახვედრებს იმ ერთს, რომელიც მთელი ცხოვრება ჩემთან იქნება, ანუ ჩემი აქტიურობა საჭირო არაა, დრო როცა მოვა ყველაფერი "თავისით" მოხდება, დინება მიგვაცურებს ერთმანეთთან, როგორც ნავებს.

შემდეგი ცრურწმენაა ის, რომ თუ რაიმე იდეალურად არ წავიდა, მთელი ცხოვრება დანგრეულია მაშინ (სინამდვილეში კი დანგრეულია მხოლოდ მისი ნაწილი და სულით დაცემა მხოლოდ ნაწილის დანგრევის დროს უბრალოდ სისუსტეა). ცრურწმენაა ისიც, რომ შენი პარტნიორი უნდა იყოს იდეალური (მაშინ როცა შენ არ ხარ!).

ცრურწმენაა ისიც, რომ აუცილებლად ერთი და იგივე ნაკლი უნდა გქონდეთ (და რომ შეუძლებელია უფრო დიდი ან უფრო პატარა ნაკლის "პატიება").
მოკლედ, ცრურწმენები ზოგადად ძალიან საზიანოა. არა მარტო რელიგიური ცრურწმენები. აი ყველა ის მითი, რომელთა დანგრევა ექსპერიმენტს შეუძლია ხოლმე.
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)