#42291061 · 19 Sep 2014, 20:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბმა“ დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, დაიწყო ჟურნალისტიკის მოკლევადიანი კურსი საჩუქრად სკოლის მოსწავლეებისთვის. კურსზე დასწრება შეუძლიათ მოსწავლეებს მე–8 კლასიდან ზევით
თქვენ ისწავლით:
ჟურნალისტიკის ისტორიას გაეცნობით ჟურნალისტიკის ოსტატობას წერის კულტურას ინფორმაციის მოპოვება და გადამუშავებას როგორ გადავამოწმოთ ფაქტები როგორ დავწეროთ ახალი ამბავი როგორ დავწეროთ ლიდი ინფორმაციის დაბალანსებურად წარმოდგენის უნარები როგორ ავიღოთ ინტერვიუ როგორ დავსვათ კითხვები სწორად და წარვმართოთ ინტერვიუ პირველადი და მეორადი წყაროების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი წყაროს შეფასებისა და ანალიზის უნარი როგორ გამოვიყენოთ ახალი მედიის ინსტრუმენტები მედია- ეთიკა
თქვენ ასევე გაიუმჯობესებთ:
კომუნიკაციის უნარს, წერის კულტურას და შემოქმედებითი აზროვნების უნარს, შედეგზე ორიენტირებული ქმედებების, დაგეგმვის და ლოგიკური აზროვნების უნარებს. დარწმუნდებით, ნამდვილად გსურთ თუ არა ჟურნალისტობა, ეს პროფესია შინაგან მოწოდებასთან ერთად, შრომისმოყვარეობასა და განვითარებისკენ მუდმივ სწრაფვასაც გულისხმობს. ასევე, უკეთესად შეგეძლებათ მოახდინოთ თქვენი შესაძლებლობებისა და მიზნების რეალიზაცია, იმოქმედოთ დამოუკიდებლად და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები რთულ ვითარებაში.
კურსი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც. გაიცემა სერთიფიკატი.
ინტენსიური კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე , თეორიის სწავლა საფასურის გადახდის გარეშე!
კურსზე რეგისტრაციის,სასწავლო მასალების,პრაქტიკის გავლის, სერთიფიკატის გაცემის, ღირებულებაა: 25 ლარი
სწავლა იწყება 29 სექტემბრიდან. ჯგუფების მეცადინეობა წარიმართება შუადღისით და საღამოს.
მსურველებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: cjcvacansy@gmail.com მიუთითეთ დღის სასურველი მონაკვეთი და კურსის სახელწოდება.
--------------------
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC ▄ █ ▄ █ ▄ სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo █ ▄ █
|