http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...mdinareobs.html"ექსპო ჯორჯიაში" დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს
12:39 20-09-2014
თბილისში, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს. საგამოფენო ცენტრის მე-4, მე-5 და მე-6 პავილიონებში წინასწარ რეგისტრირებულ დასაქმების მსურველებს პოტენციურ დამსაქმებლებთან გასაუბრების შესაძლებლობა აქვთ. ფორუმი ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარეობს. მასზე დარეგისტრირების შესაძლებლობა 25 ათას ადამიანს ჰქონდა. თუმცა, რეგისტრაცია 5507-მა დასაქმების მსურველმა გაიარა.
დასაქმების ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ გახსნა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი დღესვე დასაქმდება.
გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები. ასევე თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თეა სტურუა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი.
როგორც ქეთევან ნატრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ფორუმზე წარმოდგენილები არიან როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული კოლეჯები და უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობენ.
დასაქმების ფორუმზე 180-მდე კომპანია არის წარმოდგენილი, მათ შორის არის ჰოლდინგი "პალიტრა მედია" და წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი". ისინი კანდიდატებს ჰოლდინგში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებას სთავაზობენ.
=================================================
ამ ფორუმზე რეგისტრაციის ლინკი:
http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=&sec_id=1112პირველ რიგში აღვნიშნავ - ძალიან კარგია, რომ ჩატარდა. თან ჩატარდა ისე, რომ სახელმწიფო ბიზნესებს არაფერს არ აძალებდა. პირიქით - კომპანიებისთვისაც უფასო იყო მონაწილეობის მიღება.
ათასობით ადამიანი მივიდა. სამწუხაროდ, იმაზე ნაკლები, ვიდრე უნდა მისულიყო, მაგრამ მაინც. თან ადამიანთა სახეებზე ჩანდა იმედის ნაპერწკალი.
რაც შეეხება შენიშვნებს. ისინი ბევრი მაქვს. მათი ნაწილი გუშინვე გავუზიარე ორგანიზატორს, ნაწილს კი მომავალი კვირის განმავლობაში გავუზიარებ. შენიშვნების ნაწილს აქაც დავწერ.
1) გრაფიკი ზუსტად კი არა 30 წუთის სიზუსტითაც ვერ დაიცვეს. ეს ნიშნავს, რომ 30 წუთით გვიან დაიწყო ყველა პროცესი. განსაკუთრებით პირველ სექტორში, სადაც გახსნითი პრეს-კონფერენცია გაიმართა.
2) ასეთი ღონისძიების მასშტაბური ანონსირებაა საჭირო, რათა 25 ათასი ადამიანი დარეგისტრირდეს და არა 5500.
3) აუცილებლად უნდა დაიბეჭდოს მინიმუმ 2 კვირით ადრე ბუკლეტი, სადაც ეწერება როგორც მონაწილეობის ინსტრუქცია, ასევე, დამსაქმებელთა სია, მათი ვაკანსიები, ინფორმაცია დამსაქმებლების შესახებ და საკონტაქტოები. იგივე ბუკლეტის პდფ ვარიანტი ან სხვა ფორმატში ელექტრონული ვარიანტიც უნდა არსებობდეს. ამავე ბუკლეტში უნდა იყოს ფორუმის რუკა.
4) ჯერ კიდევ 5 თვის წინ მივმართე ორგანიზატორებს, რომ ფორუმის (უფრო სწორად ნეთვორქინგის) გარდა გაგვეკეთებინა სემინარი-კონფერენციაც. საქმე იმაშია, რომ დამსაქმებელთა უმეტესობამაც კარგად არ იცოდა, როგორ მიეღო მაქსიმუმი ამგვარი ნეთვორქინგისაგან. სხვა საკითხია ის, რომ აუცილებელია ღია დისკუსიის წარმოება კომპეტენტურ საჯარო უწყებებს შორის ამ თემაზე. დღეს ეს დისკუსია არც ღიაა, მეტიც, საერთოდ არ მიმდინარეობს.
5) ძალიან ცუდად იყო ორგანიზებული სექტორებში შესვლა - შემსვლელთა რიგი ზედ კარებთან იდგა, რაც ქმნიდა პრობლემებს, როგორც შესვლისას, ასევე გამოსვლისას.
6) პირველ სექტორში ტარდებოდა რაღაც პატარა სემინარები, რომელიც საერთოდ არ იყო ანონსირებული. შედეგად, 40-50 ადგილიან სემინარს საშუალოდ 5-10 ადამიანი ესწრებოდა, დიქტორი კი იხვეწებოდა დაესწარითო ფრაზით - "გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა".

7) ცალკე კრიტიკის თემაა ვაკანსიები. ნახევარზე მეტი დამსაქმებელი იყო ვაკანსიების გარეშე და მხოლოდ თავის ბრენდს ან პროდუქტს არეკლამებდა. მაგალითად, სასწავლო ცენტრები და დაწესებულები. თავად ვაკანსიების 90% იყო არაკვალიფიცირებული ან მაქსიმუმ საშუალო კვალიფიკაციის. ვაკანსიების დარჩენილი 10% კი იყო კვალიფიცირებული, მაგრამ ისეთები, რომლებზეც ვერ იპოვეს კადრები 1-2 თვის განმავლობაში, მიუხედევად იმისა, რომ დასაქმების პორტალებზეც ჰქონდათ გამოცხადებული.
ერთი სიტყვით, კარგია, რომ გაკეთდა და არ გაკეთდა ძალიან ცუდად, თუმცა, ჩინოვნიკებს ჩემი რჩევების ნახევარი მაინც გაეთვალისწინებინათ, მგონი, გაცილებით უკეთესი რამ გამოვიდოდა.
აქვე აღვნიშნავ, რომ თემა სრულიად საზოგადოებრივ-პოლიტიკურია. მარტო ის რად ღირს, რომ ჯერ კიდევ ძლიერი ბიუროკრატიულ რეჟიმში მუშაობენ. მაგალითად, ამ ღონისძიების ორგანიზატორი პირადად ეცადა არ მოვხვედრილიყავი მაისის თვეში ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ერთდღიან სემინარზე დასაქმების თემაზე (მაინც მივედი), ხოლო შემდეგ ივნისის თვეში ორდღიან მსგავსი შინაარსის სემინარის შესახებ ინფორმაცია საერთოდ დამიმალეს. ამის გაგრძელებაა ის, რომ დემონსტრაციულად არ გაითვალისწინეს ჩემს მიერ მიწოდებული რჩევები, ორგანიზების პროცესში ჩართვაზე საუბარიც ზედმეტია.
პ.ს. ორჯერ ვახსენე "ორგანიზატორი". სხვადასხვა პიროვნებას ვგულისხმობ. ერთი უფროსია, მეორე დაქვემდებარებული. უფროსი გუშინ გავიცანი.
This post has been edited by Denmark on 21 Sep 2014, 10:21