მოკლედ ჩემი აზრია რომ პარლამენტი არის ქუთაისში და ეს ჩვენი მუქთახორა პარლამენტარები უნდა დაეტიონ ქუთაისში. ძვირი ჯდება მათი გადაადგილებაც და შენახვაც ასე რომ მაქსიმალურად ეკონომიურად უნდა ხარჯონ... როგორი აზრია?
არავის არ ჭირდება მაგათი ავტოპარკი და მაგათზე ფულის ხარჯვა...მუდმივად უნდა იყონ ქუთაისში და სასურველია საერთოდ თუ არ დატოვებენ პარლამენტის შენობას...ასე ნაკლები ხარჯები გვექნება...ქუთაისის პარლამენტში ყველას აქვს ინდივიდუალური კაბინეტი რაც სრულიად საკმარისია რომ საქმე აკეთონ...
***
ეხლა რაც შეეხება ტყემალაძეს ვთვლი რომ მისი აბსოლიტურად კომუნისტური დროების პერსონაჟი სირცხვილია მთელი ქვეყნისთვის...კი ვარესებიც არიან მაგრამ უსინდისობის ფრქვევაში დარწმუნებული ვარ ბადალი არ ყავს... 18 სექტემბერს თითქმის მთელი თავისი გამოსვლა დაუთმო თბილისში პარლამენტის არსებობის და მისი ავტოსადგომის აუცილებლობის გაპრავებას...უნამუსოდ მოჰყავს არგუმენტი რომ თურმე სესიები იუსტიციის სახლებშიც ჩაუტარებიათ... ეკონომიას მე ვერ ვასწავლი ტყემალაძეს, მაგას დამონებული ხალხის ხარჯზე აქვს ქონების ნაწილი ნაშოვნი მაგრამ კატეგორიულად უნდა მოეთხოვოს სინდისი და ნამუსი ამ სიტყვების ყველაზე კლასიკური გაგებით.
პ.ს ესეიგი როგორც მივხვდი ავტოსადგომს ვიყიდით თბილისის პარლამენტისთვის და სამაგიეროდ ხელფასებს ქველმოქმედების სახით გადავრიცხავთო... გვასულელებენ სასიქადულო პარლამენწიორები

მადლობთ ყურადღებისთვის და გისმენთ
This post has been edited by crv on 21 Sep 2014, 20:11