და მერე ისევ დაგიბრუნებთ
რაშია საქმე ეხლა გეტყვით, 1 საათის წინ დაახლოებით მომწერა ჩემმა უახლოესმა მეგობარმა გამოდი ლუდი დავლიოთ სანზონაშიო, მეც რა თქმა უნდა უარი არ ვუთხარი არც ლუდზე, არც სანზონაზე და არც მეგობრებს შორის სიტყვის გაცვლაზე, გავემზადე და კარები რომ უნდა გამეღო ჩემივე სახლის გამახსენდა რომ ქუჩაში დალევა არ შეიძლება :/
ჩემს მეგობრებთან დაახლოებით 5-6 წელია ვმეგობრობ, 100+ რაოდენობით მაქვს მათთან მინიმუმ 1 ბოთლი ლუდი დალეული, არც - ერთხელ არ გვიჩხუბია, არათუ შიდა წრეში არამედ არც გარე პირებთან, არც ვხმაურობთ არასდროს, წყნარი ადგილი გვქონდა ამოჩემებული, ჩვენ როდესაც ლუდს ვყიდულობდით იქ ბავშვის ჭაჭანებაც კი არ იყო ხოლმე რომ ვაი და ბავშვებს რა მაგალითს აძლევთ (არა და მსუქანი მუტრუკი მამიკოები ნეტა რა მაგალითს აძლევენ

)
და აი რატომ უნდა დამაჯარიმოს, ან მეშინოდეს ამ ჯარიმის მე

?
სახლში დალევა რომ არ მინდა რამდენიმე მიზეზი არსებობს: რამდენიც არ უნდა მეპატიჟონ მე მაინც ვიცი რა არის ნასვამი ადამიანი და რამდენად შემაწუხებელია იგი (თუნდაც მამაჩემის ძმაკაცები როგორ მაწუხებდნენ მეც და დედაჩმესაც), ასეც რომ არა მეგობრებს სიტყვის გაცვლა მოგინდებათ და ცოტას წაიბილწსიტყვავებთ კიდეც ...
პაბში ან რესტორანში/სახინკლეში რატომ არ მივდივარ? - ჯერ სად არის საქართველოში პაბი? არ მიყვარს არც პაბ სადაც ხმაურია და ვერაფერს გავიგე როდესაც მეგობრებთან ერთად სალაპარაკოდ მივდივარ, ხინკალი მიყვარს, მაგრამ არა ღამის 9 საათზე ან გამაყრუებელი მურთაზული სიმღერების ფონის ქვეშ
ყოველდღე ქალაქიდან რომ გახვიდე კიდევ მაგის საშუალება ნაკლებადაა რასაც არ უნდა ვშოულობდე
და მთავარი ყველანი პატიოსანი გადასახადის გადამხდელი მუშაკები ვართ და თითქმის არც - ერთი არ არის უსაქმური და რეციდივიზმზე ლაპარაკი არ მაქვს, ჩემს ჩათვლით სამეგობროში და რატომ უნდა მემუქრებოდეს მე ჯარიმა?
ფორუმზე არ მჩვევია დიდად ბილწსიტყვაობა მიუხედავად ვორნისა, მაგრამ ამ კანონის შემომტანის და ნაბიჭვარი პოლიციელების რომლებიც ჯარიმის დაწერაზე არიან ორიენტირებული დედაც #####ან ან/და მაგათი უფროსების ვინც ამას ავალებს
This post has been edited by chuvak_lexo on 21 Sep 2014, 21:56