ზუსტად 2015 წლის 1 იანვარს, ბევრი ჩვენი თანამემამულე „გამჭრიახი პოლიტიკოსის“ მიერ „ჩამოწერილ პენსიონერად“ მონათლული სენატორი ჯონ მაკკეინი უფლება მოვალეობების შესრულებას შეუდგება და თან რა თანამდებობაზე! აი აქედან უკვე ყურადღებით წაიკითხეთ. ჯონ სიდნეი მაკკეინ III ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავჯდომარე გახდა.
ისე ამაში ნამდვილად არის რაღაც ბედის ირონიაც - „ამერიკის მთავარი რუსოფობი“ სათავეში უდგება US ARMY-თვის ყველაზე სასიცოცხლო ორგანოს, რომელსაც სენატის კომიტეტი ჰქვია. და ეს „ყველაფერი“ (ოი რამდენი რამ ჩაეტევა ამ ერთ სიტყვაში) ოფიციალურად 1 იანვრიდან დაიწყება. მესიჯი ტექსტით „с новым годом… мистер Путин“ გაგზავნილია...
მიახლოებით მაინც რომ მივხვდეთ თუ რას ნიშნავს ზემოთ აღნიშნულ თანამდებობაზე პიროვნების დანიშვნა, სულ მცირე, არც ისე შორეული 1967 წლის 26 ოქტომბერი უნდა გავიხსენოთ. ამ დღეს ავიამზიდ „ორისკანიდან“ (USS Oriskany (CV-34); „ესეკსის“ ტიპის ავიამზიდი) 20 ერთეული მოიერიშე აფრინდა და გეზი ჰანოისკენ აიღო. მთავარი მიზანი ქალაქის ცენტრში მდებარე ელექტროსადგური იყო, რომლის მწყობრიდან გამოყვანას ჯიუტად ცდილობდნენ ამერიკელები და რომელსაც თავის მხრივ „მოძმე ვიეტნამელი ერის“ დასახმარებლად მივლინებული საბჭოთა ჰაერსაწინააღმდეგო ჯარების სპეციალისტები იცავდნენ.
მოიერიშეთა რგოლში ერთ - ერთი ჯონ მაკკეინია(მას უკვე 22 საბრძოლო გაფრენა აქვს). ელექტროსადგურზე იერიშის მიტანის დროს, ზუსტად მის A4-ს (Douglas A-4 Skyhawk) მოხვდა საბჭოთა საზენიტო სარაკეტო სისტემიდან (ЗРК С-75) გამოშვებული რაკეტა. მფრინავი არ დაიბნა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ნათელი იყო, ის პირდაპირ ჰანოის ცენტრში აღმოჩნდებოდა, კატაპულტირება მაინც მოახდინა(სხვათა შორის ისტორიამ ამ ზუსტი სარაკეტო გასროლის „ავტორის“ ვინაობაც შემოგვინახა - საბჭოთა ოფიცერი ი.პ. ტრუშეჩკინი).
ტყვედ აყვანის მომენტში ისედაც ორ ადგილას დაჭრილი და ხელ-ფეხ მოტეხილი მაკკეინი ვიეტნამელმა ჯარისკაცებმა სასტიკად ცემეს. გონებადაკარგული ჰანოის მთავარ ციხეში გადაიყვანეს. ვიეტნამელმა ოფიცერმა ამერიკელის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე დაასკვნა, რომ იგი დიდხანს ვერ იცოცხლებდა და ჰოსპიტალში გადაყვანის ვარიანტი ეგრევე გამოირიცხა.
ამერიკული სამხედრო წესდების მიხედვით ტყვედ ჩავარდნილ სამხედრო ჩინოსანს უფლება აქვს დაასახელოს თავისი ვინაობა. როდესაც ვიეტნამელებმა ახალგაზრდა მფრინავის გვარი გაიგეს და მისი იდენტიფიცირებაც მოახდინეს, სახტად დარჩნენ. ტყვე „US Navy“ მაღალჩინოსანის, ანუ ადმირალი ჯონ სიდნეი „ჯეკ“ მაკკეინის ვაჟი აღმოჩნდა. მხოლოდ ამის გაგების შემდეგ აღმოუჩინეს მას სამედიცინო დახმარება და დატყვევების ფაქტი ვიეტნამის მხარემ ოფიციალურადაც გააჟღერა.
აი ამ მომენტიდან იწყება ახალგაზრდა ამერიკელი მფრინავის პირადი ჯოჯოხეთი, რომელიც ხუთ წელიწად ნახევარს გასტანს. ამ ყველაფრის თავიდან ბოლომდე აღწერას არანაირი აზრი აქვს. ეს ამბავი საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია. უბრალოდ იმ რამოდენიმე ფაქტზე შეიძლება ხაზის გასმა, სადაც ყველაზე კარგად ჩანს რესპუბლიკელი სენატორის და ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი კომიტეტის თავჯდომარის ხასიათი, ბედისწერა, ქარიზმა და ა.შ.
მაგალითად, ტყვედ ჩავარდნიდან სულ რაღაც რამდენიმე თვეში მაკკეინის მამა ამერიკის წყნარი ოკეანის სამხედრო ფლოტის სარდალი ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი უშუალოდ ხელმძღვანელობს ვიეტნამში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს. ვიეტნამელებმა პროპაგანდისტული სვლა გააკეთეს და ჯონ მაკკეინს შესთავაზეს სამშობლოში დაბრუნება. როდესაც მაკკეინმა შეიტყო, რომ ეს „ამინისტია“ არ ვრცელდებოდა სხვა სამხედრო ტყვეებზე, სასტიკი უარი განაცხადა. ის კიდევ 4 წელზე მეტი გაატარებს ვიეტნამის ციხეში, სადაც ამ უარის შემდეგ მისი მდგომარეობა დიამეტრალურად გაუარესდება. ვიეტნამელები შეეცადნენ სამაგიერო გადაეხადათ ამ დემარშისთვის და მისი სულიერად გატეხვა სცადეს. იყო პერიოდი, როდესაც მას, ისედაც დახეიბრებულს (მომსხვრეული ყველა კიდური გავიხსენოთ) დღეში ორჯერ სასტიკად სცემდნენ, დაიკლო 30 კილოგრამი, შეეყარა დიზენტერია, გაჭაღარავდა რამდენიმე თვეში(მისი ზედმეტ სახელი „თეთრი ტორნადო“ ამ პერიოდიდან მოდის)... იყო თავის მოკვლის მცდელობაც. ამ ფაქტს არ უმოქმედია ჯალათებზე. წამება გრძელდებოდა, რომელშიც მონაწილეობას პერიოდულად და განსაკუთრებული მონდომებით რუსი სპეცსამსახურის ოფიცრებიც იღებდნენ. რაღაც მომენტში ამერიკელი მფრინავი თითქოსდა გატყდა. ერთ - ერთ დაკითხვაზე იგი განაცხადებს, რომ მზად არის ხელი მოაწეროს „აღიარებით ჩვენებას“ და რომ მზად არის „თანამშრომლობისთვის“ და რომ დაასახელებს თავისი ესკადრილიის წევრების მონაცემებს. მას მისცეს ფურცელი და კალამი. მანაც ჩამოწერა საკმაოდ დიდი სია, რომელიც საბოლოოდ ამერიკული საფეხბურთო კლუბის “Green Bay Packers”-ის შემადგენლობა აღმოჩნდა. წამებების კომპლექსი გაგრძელდა. იმ ციხეში, რომელსაც ამერიკელი ტყვეები სარკაზმით „ჰანოი ჰილტონს“ უწოდებდნენ, მაკკეინი 1973 წლის 15 მარტამდე დარჩა. პარიზის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ჯონ მაკკეინი სამშობლოში დაბრუნდა.
დაბრუნების შემდეგ მაინც სამხედრო სამსახურში დარჩა. ხოლო მისმა ფოტომ, სადაც პრეზიდენტი ნიქსონი ყავარჯნებიან მაკკეინს ხელს ართმევს, მთელი ამერიკა შემოიარა. შემდეგ იყო სწავლა ნაციონალურ სამხედრო კოლეჯში და უაღრესად მტკივნეული რეაბილიტაციის და ფიზიკური თერაპიის კურსი, რის შედეგადაც მას უკვე შეეძლო ყავარჯნების გარეშე გადაადგილება. ამის შემდეგ კვლავ საზღვაო ავიაცია, ესკადრილიის მეთაურის თანამდებობა და სამხედრო კარიერის დასასრული პირველი რანგის კაპიტნის ჩინით. ვიეტნამში მიღებული ჭრილობების და ტრამვების გამო ადმირალი(როგორც მისი ბაბუა და მამა იყვნენ) ვერ გახდა. სამაგიეროდ ეს ყველაფერი შთამბეჭდავი და ეკლექტური პოლიტიკური კარიერის საწინდარი გახდა, რომელიც 1982 წლიდან იწყება, როდესაც იგი ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში აირჩიეს. ხოლო 1986 წელს უკვე სენატორი ხდება არიზონას შტატიდან. სხვათა შორის, ამ პოსტზე მისი წინამორბედი რესპუბლიკელების კიდევ ერთი სიმბოლო და „ქორი“, ბარი გოლდუოტერი იყო და რესპუბლიკელებმა კიდევ ერთი პასიონარი შეიძინეს.
2000 წელს მაკკეინმა საპრეზიდენტოდ თავისი კანდიდატურა რესპუბლიკელების პარტიიდან წარადგინა. თუმცა ჯორჯ ბუშთან (უმცროსი)პარტიულ არჩევნებში დამარცხდა. წესით მსგავსი ფაქტის შემდეგ ამერიკელი პოლიტიკოსის წინსვლა საგრძნობლად ფერხდება ხოლმე. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, თუ ვისთან გვაქვს საქმე. ის ჯონ მაკკეინია, რომელიც 5 წელი ვერაფრით გატეხეს „ჰანოი ჰოტელის“ ჯალათებმა. და უკვე სადღაც 8 წლის შემდეგ რესპუბლიკურმა პარტიამ (ამჟამად უკვე ჯორჯ ბუშის სრული მხარდაჭერით) მაკკეინი საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა. თუმცა 2008 წლის არჩევნებში მისი მარცხი და ბარაქ ჰუსეინ ობამას გაპრეზიდენტება ჩვენ მკითხველს საკმაოზე კარგად ახსოვს. აი მსგავსი მარცხის შემდეგ კი, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელი პოლიტიკოსის ვარსკვლავი მართლაც ფერმკთალდება ხოლმე. ბევრმა ნაადრევად ჩათვალა ასე. განსაკუთრებით რუსმა და ჩვენმა თანამემამულე „პოლიტოლოგ-ექსპერტებმა“. და ყველანი ერთად ჯონ მაკკეინის პოლიტიკური სცენიდან ხავერდოვნად გასვლას წინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ... ყმაწვილკაცობიდან "Chevrolet Corvette"-ის მოტრფიალე და ჯონი კეშის, ჩაკ ბერის, როი ორბინსონის და საერთოდ როკენროლის მოყვარული, Douglas A-4 Skyhawk-ის ყოფილი მფრინავის „თავიდან მოცილება“ არც ისე მარტივი აღმოჩნდა.
არც ისე დიდი ხნის წინ ჯონ სიდნეი მაკკეინ III ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავჯდომარედ დაინიშნა.
„თეთრი ტორნადო“ დაბრუნდა ...
და თავის უფლება მოვალეობების შესრულებას 2015 წლის 1 იანვრიდან შეუდგება.
P.S.
2008 წელს ჯონ მაკკეინმა ასეთი ფრაზა წარმოთქვა - „დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“
http://iveria.biz/984--.htmlძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნისათვის, ჯონ მაკკეინმა დაიკავა უმნიშვენოლავესი თანამდებობა, სწორედ მისი კომიტეტი წყვეტს თუ რომელ ქვეყანას და რა რაოდენობით იარაღი უნდა მისცეს ამერიკამ
ასევე წვეტს თავდაცვის ხარჯებს და აშშ-ს შეიარაღებული ძალების მოქმედებებსა და გეგმებს

მაკკეინმა ღია და მკაფიო მოწოდება გააკეთა, რომ "ობამას უაზრო საგარეო პოლიტიკა" დასრულდება
მისი თქმით რესპებში შიგნით უკვე აზრი შეჯერებულია და იგივე პოზიციაზე დგას სენატორი ბობ კოკერი, რომელიც 1 იანვრიდან სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავჯდომარე გახდება
მისი თქმით ამერიკა გამოაჩენს თავის რეალურ სიძლიერეს და დაიწყებს ხისტ რეიგანისებულ საგარეო პოლიტიკას, რაც პირველ რიგში გულისხმობს:
1. სირიაში სახმელეთო ძალების შეყვანას და ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დამხობას
2. ერაყში სახმელეთი ძალების შეყვანას, რათა ამერიკამ აღადგინოს მყარი პოზიციები ერაყში და წერტილი დაუსვას ისლამური სახალიფოს თარეშს
3. დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდებას უკრაინისადმი, რათა ამ ქვეყანამ დაიცვას საკუთარი თავი და აღადგინოს კონტროლი დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე
4. სანქციების და ეკონომიკური წნეხის გაზრდა რუსეთზე
5. ირანთან მოლაპარაკებების გადახედვა და შეწყვეტა(ობამამ დაიწყო ირანთან მოლაპარაკებები ბირთვულ საკითხზე) და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ოპერაციის დაწყება ირანში, რათა მოხდეს ატომური პროგრამის შეჩერება ძალისმიერი მეთოდებით
აი ეს არის მაკკეინის გეგმა და ის მის შესრულებას დაიწყებს 1 იანვრიდან
აი აგერ სტატია და დეტალურ წერია ყველაფერი
ამერიკაში რადიკალურმა ძალამ გაიმარჯვა არჩევნებში და იწყება ხისტი საგარეო პოლიტიკა
ხუილოს ნომერ პირველი მტერი ამერიკელი პოლიტიკოსი ჯონ მაკკეინი კი ლიდერად გვევლინება ამ საქმეში
http://www.thedailybeast.com/articles/2014...-and-obama.html This post has been edited by DIDGORI-GEO on 19 Nov 2014, 19:49