სრულიად შემთხვევით წავაწყდი ერთ ძალზე საინტერესო ლექსს...
ლექსის სათაურია ეს თემაც...
ვიცი აქ ჭკვიანი ხალხია და იქნებ ვინმე დამეხმაროთ ამ ლექსის
გაგებაში, ავტორი სრულიად უცნობი ადამიანია ჩემთვის რომელიც
კონტაქტზე არ გამოდის...
ესეც ლექსი:
მყოფადის დეფინიცია**********************************************
(ტრილოგიური ვარიაციები სუფიქსებზე -ცია, -ზმი და -ლოგია)
ნაწილი I (-ცია)პოეტურობის ემანაცია:
კლერიკალიზმის დაგრადაცია,
მატერიების ზღვა სუბსტანცია
და მოგონების ტლანქი გრაცია...
ტრანსცენდენტურის მოდულაცია,
ფიქრთა სხეულით იზოლაცია.
იმანენტურის დევიაცია,
მიზანთროპული კორელაცია.
ნოუმენური დისპოზიცია,
ფენომენური სუბლიმაცია,
დილოგიური აქტივაცია
და მოდუსების ფაბრიკაცია.
ობიექტურის ობსერვაცია,
ზნეობრიობის პერტრუბაცია.
ფართო მასების რეკლამაცია.
ჩვენი წარსულის ტრანსფორმაცია.
სულში ბინძურის დეფეკაცია
და ამის გამო ეგზალტაცია.
ეს არის აწმყოს დეფინიცია,
ხოლო მომავლის დისპროპორცია.
ნაწილი II (-ზმი)სემანტიკური კონსერვატიზმი,
მოჩვენებითი პატრიოტიზმი.
ეკლექტიკური პოლითეიზმი
და უსასრულოდ ფუჭი ლირიზმი.
რეალობა თუ სომნაბულიზმი?
პასუხი - ირაციონალიზმი!
სადღაც კონსტიტუციონალიზმი,
ლაკონიური პერსონალიზმი.
მეცნიერებში ეგოცენტრიზმი,
კარგად გამჯდარი ბრმა სილოგიზმი.
ხელოვნებაში სრული კომიზმი:
ესთეტიკურის მინიმალიზმი,
დაბინძურების მაქსიმალიზმი
და გათელილი ნატურალიზმი.
დროგადასული ობსკურანტიზმი
(საფუძველშივე პარალოგიზმი).
ფრთებშეკვეცილი ეკუმენიზმი,
დაღონებული კათოლიციზმი.
მტრისგან ჩაგრული იდეალიზმი,
მაგრამ ჩვეული ანტაგონიზმი.
პროგრესულობის ლიბერალიზმი
და ტექნიკური დეტერმინიზმი.
სულიერების ამორალიზმი,
გადარეული სექს-ფანატიზმი.
ყველგან ვიღაცის ფუჭი სნობიზმი...
მსოფლმხედველობა? - ისევ მონიზმი!
ზეაღმავალი ჩუმი ცინიზმი,
თან ისტორიის მექანიციზმი.
სადღაც ტანჯული გზა - ასკეტიზმი,
მაგრამ ღვთის რწმენით მაინც თეიზმი.
თავში ჩვეული ყრუ კრეტინიზმი,
უვიცობა და სენსუალიზმი.
ჩვენში გამჯდარი ფსევდო-ტრუიზმი:
რა საჭიროა დღეს ალტრუიზმი!
ლოგია - სადაა?
This post has been edited by Tamtusha on 20 Sep 2014, 09:32