გოგონამ თავის დაქალს საშინელი ისტორია მოუყვა. ამ ამბავს დიდი ხანი მალავდა. თხუთმეტი წლის რომ იყო მისი უფროსი ძმა შეიშალა და მშობლები დანით აკუწა. დაქალი განცვიფრებული იყო და უთხრა:
- ძალიან ვწუხვარ. – ამშვიდებდა გოგონას – შენს ძმას რაღა მოუვიდა?
- პოლიციამ დაიჭირა. სასამართლო გაიმართა. დიდხანს ვიჯექი სასამართლო დარბაზში და ადვოკატების საუბარს ვუსმენდი. საბოლოოდ ჩემს ძმას დანაშაული დაუმტკიცეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
- ეს საშინელებაა.
- ჰო, მართლაც ასეა. ის დიდხანს იჯდა საკანში, შემდეგ კი რაღაც ნივთიერება შეუყვანეს სისხლში, რომელმაც მოკლა.
- ალბათ რა რთული პერიოდი იყო შენს ცხოვრებაში.
- ვერც კი წარმოიდგენ რა საშინელება იყო. ისე ვცხოვრობდი, როგორც ადამიანი სიზმარშია. ჭამა, სმა და დაძინება არ შემეძლო. საშინელი მოგონებების თავიდან ამოგდებას ვცდილობდი. დეპრესიითა და ამნეზიით ვიტანჯებოდი. წლები დამჭირდა იმისთვის რომ დავმშვიდებულიყავი.
- ამის შესახებ ვინმესთვის რამე გითქვამს?
- არა, არასოდეს. იმდენი კითხვა მქონდა რომ ვიცი, ამ ყველაფერს პასუხებს ვეღარ გავცემ. იქ ვიყავი როცა ჩემს უფროს ძმას კლავდნენ. მან არაფერი არ მითხრა. არ მითხრა თუ რატომ მოკლა მშობლები.
- შენ ჯერ კიდევ შეგიძლია პასუხის გაგება. ერთ ექსტრასენს ქალს ვიცნობ. კარგი ადამიანია. ის დაგეხმარება.
რამდენიმე დღის შემდეგ გოგონა ექსტრანსენსთან მივიდა. ქალმა ოთახში სინათლე ჩააქრო, მაგიდასთან დაჯდა, თავი უკან გადასწია და გოგონას უთხრა:
- ახლა შეგიძლია ნებისმიერი შეკითხვა დამისვა.
- ჩემი ძმა რატომ შეიშალა? – ჰკითხა აღელვებულმა გოგონამ.
- შენი ძმა არასდროს არ გაგიჟებულა. ის ყოველთვის ნორმალური იყო.
- მაშინ ჩემმა უფროსმა ძმამ მშობლები რატომ მოკლა?
- შენი ძმა მხოლოდ ერთი ადამიანის მკვლელობაშია დამნაშავე.
- აბა მშობლები ვინ მოგვიკლა?
- მშობლები შენ მოკალი, უფროსმა ძმამ კი დანაშაული დაიბრალა. – უპასუხა ექსტასენსმა.
აბა ვინც რაც იცით დაწერეთ, მაგრად მევასება ასეთი ისტორიების კითხვა 3:)
......................