VQ35DE - 180,000კმ - ზეთი 5/40 - კოლოფი ავტომატიკა
გამარჯობა ფორუმელებო, პირველ რიგში უკაცრავად თუ არასწორ ადგილას გავხსენი თემა უბრალოდ აღარ ვიცი ვისთან ვიკითხო და იმედია აქ მაინც ექნება ვინმეს გამოცდილება.
მოკლედ გაჩერებულ მდგომარეობაში მანქანას აქვს ვიბრაცია. ძალიან საგრძნობლად, საჭეზე და შესამჩნევად კორპუსზე . სვეჩები რამოდენიმეჯერ შევცვალე ზედიზედ NGKr - DENSO(უარესად იმუშავა საერთოდ ჩავარდნები დაეწყო ძრავს) - შემდეგ ისევ NGK ( 22401-5M015 ) ჩავარდნები მოცილდა მაგრამ ვიბრაცია დაიტოვა. ყველაზე მეტად თეგეტას კომპიუტერი მეიმედებოდა მაგრამ არაფერი დაწერა გარდა რომელიღაც ცილინდრის ჩავარდნისა, კონკრეტულად ვერ გეტყვით რომელია სანამ ბაბინა არ მოკვდებაო. ბაბინები გამორიცხვის მეთოდით შევცვალე მეორადებით მაგრამ შედეგი არაფერი მომცა.
უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს აჩქარება 7.2 წამი რაც ძალიან ბევრია, დიდი ალბათობით ასეთი ზანტი ზუსტად ამ ვიბრაციის გამოა. აქსელერაციის პედალს რეაქციაც ძალიან დაქვეითებული აქვს .
სერვისი რაც გაიარა ძრავამ.
გაიწმინდა ცივი კოლექტორი + შუა ფენა + დროსელი,
შეიცვალა ინჟექტორის სალნიკები,
ადგილი საიდანაც ოდნავი ეჭვი მაინც შეიძლება ყოფილიყო ჰაერის აღების დაყენდა ახალი სალნიკი ან დაჯდა გერმეტიკზე.
მიყენია არაბრენდირებული რასპრედვლის სენსორები ახლები. (ეს თუ შეიძლება იყოს კავშირში არ ვიცი)
პადმატორნი და პადკარობაჩნი არ არის დიდი ხანი რაც შევცვალე მაგრამ აჩქარება არ ვიცი მაგის გამო შეიძლება თუ არა დაკლებოდა გახეული რომც იყოს რომელიმე.
დანარჩენი უკვე აღარ ვიცი რას მივადგე : ) და თქვენი დახმარების იმედი მაქვს.
D ში ასე დგას მაჩვენებელი.
მიმაგრებული სურათი