
ეს თემა გახლავთ მეორე ნაწილი ამისა
study in europeრადგან ეს თემა ინფორმაციის მიწოდებას და გამოცდილების გაზიარებას ემსახურება, მივეცი თავს უფლება დამეწერა ჩემს სასწავლებელზე.
study in europe (post #40872399)study in europe (post #40881726)study in europe (post #40886821)კითხვები თუ გაქვთ, გაგცემთ პასუხს.
უცხოეთში მაგისტრატურაზე სწავლასთან დაკავშირებით, ვინც არ იცით, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ :
სამაგისტრო პროგრამასაქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით ცხადდება კონკურსი 2014-2015 სასწავლო წლისათვის პრიორიტეტულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად.
სტუდენტებს ღია კონკურსის საფუძველზე საშუალება ეძლევათ, სახელმწიფოს დახმარებით ისწავლონ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
2014-2015 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:სამართალი
აგრარული მეცნიერებები
ინჟინერია და ტექნოლოგიები
განათლება
ზუსტი და საბუნებისმეტყველო (სიცოცხლის შემსწავლელი) მეცნიერებები
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა
ჯანდაცვა და სამედიცინო მიმართულებები
ურბანული განვითარება, არქიტექტურა, რესტავრაცია და კონსერვაცია
სოციალური მეცნიერებები
თავდაცვა და უსაფრთხოება
ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები
ბიზნესის ადმინისტრირება
პრიორიტეტულად მიჩნეულია მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებების სარეიტინგო სიებიდან პირველი 100 უნივერსიტეტი სპეციალობების მიხედვით. წყაროები: Times Higher Education და Financial Times.
სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის პირობებისაქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;
მოპოვებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ჩარიცხულია პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე პრიორიტეტულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისას მაღალი აკადემიური მოსწრება მინიმუმ - 3.0 - შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში ან შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ - (B) ძალიან კარგი - 81-90%);
ასაკი არ აღემატება 40 წელს;
აქვს მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი (მათ შორის, სტაჟირება) გამოცდილება;
კომისიის მიერ პრიორიტეტულად განსაზღვრულ უნივერსიტეტებში პრიორიტეტულ მიმართულებებზე ჩარიცხვის დასტური (უპირობო ჩარიცხვის წერილი);
სამაგისტრო პროგრამის ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, მინიმუმ 3 წლის განმავლობაში, დასაქმდება საქართველოში, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სფეროში/დაწესებულებაში.
პროგრამის ბენეფიციარი ვერ იქნება პირი, რომელმაც უკვე მიიღო დაფინანსება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილების საფუძველზე.
კონკურსანტის მომართვის ფორმა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველებმა საქართველოს მთავრობის კანცელარიის ვებგვერდზე (www.iec.gov.ge) უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა.
სააპლიკაციო ფორმაში შესავსები ინფორმაცია:ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ბ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ;
გ) დიპლომის დანართის ასლი/შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ (GPA-ს/საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულის მითითებით);
დ) პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე პრიორიტეტულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის დასტური;
ე) დაფინანსების ოდენობის შესახებ ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამუშაო (მათ შორის, სტაჟირების) გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 250 სიტყვიანი);
თ) მოთხვნილი თანხის ოდენობა და დანიშნულება;
ი) ორი რეკომენდაცია (ერთი - შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და ერთი - სამუშაო ადგილიდან, რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით);
კ) სიგელების/სერტიფიკატების ასლები.
რეგისტრაცია და სააპლიკაციო ფორმის შევსება წარმოებს 2014 წლის 7 მაისიდან 2014 წლის 7 ივნისამდე.წყარო :
http://iec.gov.ge/4152გაცვლით პროგრამებზე არის თემა :
ერასმუს მუნდუსიასევე დამატებითი კითხვებისთვის არსებობს ეს საიტიც :
http://www.language-learn.net/faq.htmlეს გახლავთ ფორუმელის ბლოგი, რომელიც დაგეხმარებათ
gigajojhttp://gijmaj.wordpress.com/2010/11/01/studyabroadtips/ასევე არსებობენ სააგენტოები, რომლებიც დაგაკვალიანებენ და დახემარებიან როგორც უნივერსიტეტის არჩევაში, ასევე დოკუმენტების მომზადებაში.
Good luck on your studies!!!