GusGusარ ვიცი ახლა ზუსტად რა დაზიანება გაქვს. ეტყპობა საკმაოდ დიდი, დილას საღამოს გახსნა რომ უნდა და თან ჩირქოვანია.
ჭრილობის შეხორცება (post #42175968)აქ ჩამოთვლილი მაქვს რას არჩენს ვაკი ანუ ვაკუუმთერაპია. აი, მაგალითად ღია ჭრილობა, რომელიც დაჩირქდა, ოსტეომიელიტიც დაეწყო პაციენტს, ვინაიდან ავარიის შემდეგ დაზიანება იყო ძალიან დიდი, 10 სმ ძვალი მოშიშვლებული იყო საერთოდ, არ იყო ხორცი, ასეთი ჭრილობა ჩვეულებრივი სტანდარტული გადახვევების შემთხვევაში მინიმუმ 3 თვეში შეიკვრებოდა, ან არ შეიკვრებოდა. დაჩირქებული იყო ყველაფერი, ვაკის დადების შემდეგ (რამდენჯერმე) 16 დღეში დაიხურა მთლიანად. რა თქმა უნდა იქ იყო სხვა ჩარევახც, კანის გადანერგვაც.
http://www.dr-anikin.ru/statji/43-lechenie...ju-vakuuma.html ესაა ვაკი. არ ჭირდება ჭრილობას დილით-საღამოს შეხვევა, მის დასნებოვნებაზე და დაჩირქებაზე ხომ საუბარიც არაა.
სწორედ რომ არ დასნებოვნდეს იმიტომ იკვრება ჭრილობა ჰერმენტულად.
დაზიანების ხარისხს გააჩნია და სხვგადასხვა ანესტეზია იხმარება. დიაბეტურ ფეხზე როგორც ვიცი საერთოდ არაფერი.
ერთი სიტყვით ძალიან მაგარი რამეა.