#46949814 · 8 Feb 2016, 12:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ,
2015 წლის დეკემბერში მოვინდომე დიპლომის განახლება, დამსაქმებელმა დამავალა რომ განმეახლებინა. მივედი და არქივიდან ამოიღეს ჩემი პაპკა და წითელი დიპლომი არ გეკუთვნოდაო, ამას გარდა რექტორის და დეკანის ხელმოწერა ბრძანებაზე გაყალბებულ იქნაო, წამართვეს დიპლომი და სანამ გამოძიებები არ იქნებაო, სანამ რაღაც კომისიები არ შეიქმნება მანამდე ვერ მიიღებ ვერანაირ დიპლომსო.
მე ვუთხარი აქამდე ვერ გამოიძიეთ მეთქი, მე ჩემი დიპლომი მინდა მეთქი, არაო, შენ უნდა დაინტერესებულიყავი აქამდე გეკუთვნოდა თუ არა წითელი დიპლომიო, ეგეთი გულუბრყვილო როგორ იყავი რომ არ იკითხეო. რაზე უნდა მეკითხა, მაშინ მითხრეს გეკუთვნისო და კიდევ რაღა უნდა მექნა?
გამოვარიდე ჩემი არქივი, ანუ დუპლიკატი დავამზადებინე. ეხლა ვმუშაობ მაგ არქივისთვის აპოსტილით ლეგალიზაციაზე, რომელიც მთელ მაგ ქაღალდებს ვერა, მაგრამ თუ შეკვეცილი სახით დააწერინებ იმას დავასვამთ აპოსტილს და დანარჩენს როგორც დანართს ისე დვურთავთო. ეს მითხრეს სადაც აპოსტილი კეთდება, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა.
მე მგონი სასამართლოს გარეშე ეგენი არაფრის გამკეთებლები არ არიან და საერთოდ შთაბეჭდილება იქმნება, რომ რეპრესიას აქვს ადგილი, რაღაც სადამსჯელო ზომებს. რაში აწყობთ არ ვიცი.
როგორ უნდა გავაკეთო ისე, რომ სასამართლოზე დაფიქსირებული მქონდეს, რომ რასაც ამბობენ სიტყვიერად კი არა დაწერონ რა წესი დაირღვა როცა დაიწერა ბრძანება წითელი დიპლომის გაცემის შესახებ. მართლზომიერი იყო თუ არა რომ ნიშნების მიხედვით მომენიჭა წარჩინებითი დიპლომი.
როგორც მე შევატყვე ვიზუალურად რექტორისაც და დეკანისაც ორივე ხელმოწერა ავთენტურია, ვნახე სხვა დოკუმენტებიც, ანუ არის ჩემი სიტყვიერი გამონათქვამი მათი სიტყვიერი გამონათქვამის წინააღმდეგ.
--------------------
How is a bear able to climb a tree iavnanina
|