მოდით, აღვწეროთ მხატვრობის სხვადასხვა ნიმუშები სიტყვით (ლიტერატურა ხომ, გარკვეულწილად, სიტყვებით ხატვაა).
საინტერესოა, ჩვენ მიერ სიტყვებით აღწერილი სურათები, რამდენად გაცოცხლდება სხვა ადამიანის მეხსიერებაში, რამდენად ზუსტად გადმოვცემთ იმას, რაც გვინახავს.

მე არ ვამბობ, თითქოს, ხელოვნება ასეთ სიზუსტეს მოითხოვდეს. პირიქით, მწერალი თავისი გრძნობებითა და ფანტაზიით ახალ სამყაროს ქმნის, მაგრამ ეს ექპერიმენტი, მაინც, არ უნდა იყოს ინტერესს მოკლებული.

მაშ, ასე:
ახლა, ვხედავ ერთ-ერთი ევროპელი მხატვრის ძალიან ცნობილ ტილოს. შევეცდები, აღვწერო...
უკაცრიელი მინდორი თუ ყანა. სიმინდის ყვითელი თავთავები აქეთ-იქითაა გადახრილი (ქარი ქრის ეტყობა

), ყანიდან შავი ფრინველების გუნდი აშლილა და სადღაც შორს მიფრინავს.
ძალიან ჩაღამებული დღეა, შესაძლოა, სულაც ღამე იყოს... ცა შავი და მუქი ლურჯი ფერებითაა დაფარული.
ყანის შუაში ხავსმოდებული ბილიკი მიიკლაკნება და სადღაც შორს, ჰორიზონტთან, თავთავების სიღრმეში იკარგება.
სურათი მარტივად და პრიმიტიულად არის შესრულებული, ლამის ბავშვურად დახატულია. დიდი სიმსუბუქე იგრძნობა, რადგან არაფერი არ არის მკვეთრად მოხაზული. ცაც, მიწაც და ფრინველებიც რაღაცნაირად გადღაბნილია და ერთმანეთისგან საზღვრები არ ჰყოფს.
რა ვიცი, შეძლებისდაგვარად "დავხატე"...

გამოცანა გერგებათ.
P.S. გამოცნობის შემდეგ, სურათები დავაწყოთ ხოლმე.