აქამდე 1-2 კაი თემა როგორ არ უნდა ყოფილიყო ამ კაი ხალხზეე
კანონიერი ქურდების გამოჩენას მიაწერენ 1930-იან წლებს, როდესაც სტალინის რეჟიმის რეპრესიებით პოლიტიკური ოპოზიციის აქტიურობა დახშული იქნა და გაძლიერდა ბრძოლა ზოგად კრიმინალთან. ამ ბრძოლამ იმატა კოლექტივიზაციასთან და 1932-1933 წლების შიმშილთან დაკავშირებით. დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენელთა ძირითად გამაერთიანებელ ძალად იქცა არაპოლიტიკური წინააღმდეგობის და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილების ტენდენცია, ხოლო ერთგვარ ელიტად - კანონიერი ქურდები, რომლებიც თავს რევოლუციამდელი რუსეთის კრიმინალური ტრადიციების მატარებლებს უწოდებდნენ[3].
კანონიერ ქურდებს აერთიანებდა ქცევის, ტრადიციებისა და ადათ-წესების გამორჩეული კოდექსი. აქ იგულისხმებოდა საზოგადო ნორმებისა და წესების მიუღებლობა, მათ შორის, ოჯახთან დაკავშირებით (კანონიერ ქურდს რომელიმე ქალთან მუდმივი კავშირი არ უნდა ჰქონოდა). მნიშვნელოვანი იყო ასევე სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის სრული აკრძალვა[4].
1940-იან წლებში კანონიერი ქურდების დიდი ნაწილი მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში და ტრადიციებმა აქტუალურობა ოდნავ დაკარგეს. ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გამო ასეთ მონაწილეებს „ბოზებს“ (რუს. cуки) უწოდებდნენ. გერმანიიდან, დიდი სამამულო ომიდან დაბრუნების შემდეგ ისინი დაბრუნდნენ გულაგში, სადაც მათ და კანონიერ ქურდებს შორის (რომლებმაც საკუთარ პრინციპებზე უარი არ თქვეს) ე.წ. „ბოზური ომი“ (რუს. сучья война) დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი დანაკარგი მოიტანა[5].
1979 წელს კისლოვოდსკში გაიმართა კრიმინალური ლიდერებისა და არალეგალი მეწარმეების (ე.წ. „ცეხოვიკების“, რუს. цеховик) შეხვედრა, ე.წ. „სხოდკა“ (რუს. сходка). შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება - მეწარმეები შემოსავლის 10%-ს გადაიხდიდნენ ქურდების მხრიდან ხელშეუხებლობის სანაცვლოდ[6].
თანამედროვე კანონიერი ქურდი
ტრადიციულად კანონიერ ქურდად ითვლება ადამიანი, რომელიც ნასამართლევია და წარმოადგენს დანაშაულებრივ სფეროში გარკვეულ ავტორიტეტს, რომლის მიმართ შემდგომში ხორციელდება სპეციალური პროცესი, რის შემდეგაც იგი „მონათლულია“ კანონიერ ქურდად.[7]. ქალთა მუდმივი ურთიერთობისა და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის აკრძალვა კვლავ ძალაშია, თუმცა დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ეს წოდება არანასამართლევი პიროვნებების მიერ იქნა მიღებული — ხოლმე, ფულის სანაცვლოდაც (ასეთ ქურდებს რუსეთში „ფორთოხლებს“ უწოდებენ)[8].
მრავალი სხვა კრიმინალური საზოგადოებისგან განსხვავებით, კანონიერი ქურდების გაერთიანებას ერთი ფუძე არ გააჩნია. მისი ზედა დონე მოქმედებს მონაწილეთა სრული თანასწორობის პრინციპით. მსგავსი გაერთიანებების მართვის ორგანოა „სხოდკა“, რომელზეც საორგანიზაციო საკითხები წყდება, მათ შორის, წერილობითი მიმართვები დანაშაულებრივი სამყაროს მიმართ („ქსივები“, „ქურდული პრაგონები“)[2]. კანონიერი ქურდები მიისწრაფიან პატიმრებზე კონტროლის დამყარებისკენ — როგორც მიმართვებით, ასევე მოსყიდვით და დაშინებით[14].
კანონიერი ქურდების გაერთიანების ფუნქციებში შედის: ცალკეული კრიმინალებისა და მათი ჯგუფების გაერთიანება, კრიმინალური საქმიანობის სხვადასხვა სფეროს კონტროლი, კრიმინალურ სფეროში კონფლიქტების მოგვარება, საერთო დანაშაულებრივი სალაროების („ობშიაკების“) გამოყენების კონტროლი, უცხო ქვეყნების დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან გარე კონტაქტები[15].
კანონიერი ქურდები ერთიან ჯგუფს არ წარმოადგენენ. მათ შორის მუდმივად მიმდინარეობს ბრძოლა მმართველობისათვის, გამოირჩევა ერთმანეთის მოწინააღმდეგე დაჯგუფებები: „კანონიერები“, „შავები“ და „წითლები“, „სლავები“ და „კავკასიელები“, „აგურები“ და „ყვავები“, თუმცა რუსეთში სწორედ ისინი ასრულებენ კოორდინატორულ ფუნქციას, ახდენენ რა ორგანიზებული დანაშაულებრივი სტრუქტურის სტაბილურობას[16].
განსაკუთრებით საშიშია ისეთი კანონიერი ქურდები, რომლებიც აკონტროლებენ ეკონომიკურ კრიმინალს და ახდენენ გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე. მაგალითად, რუსეთში ასეთი ადამიანი დაახლოებით 10-15-ია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
არ გეწყინოთ მარა მე მაგრად ###ზე მკიდიან