
27 სექტემბერს შაბათს 1 საათზე რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება One 2 One Challange– ფორმატით რბოლა წყვილებს შორის. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერს ვისაც აქ მართვის მოწმობა და ყავს ტექნიკურად გამართული ავტომობილი. კენჭისყრა გაიმართება 5 შაბათს 25 სექტემებერს საღამოს 8 საათზე დახურულ კერძო, მიწისწვეშა პარკინგზე რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ახალი ფორმატი ითვალისწინებს მონაწილეების კატეგორებად გამიჯვნას პილოტაჟის და გამოცდილების მიხედვით. არც ერთი მონაწილე არ დაიჩაგრება იმის გამო რომ ახალბედაა ან სუსტი ავტომობილი ყავს! გისურვებთ წარმატებებს და გთავაზობთ წესდებას; გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოდ და დაკვირვებით გაეცნოთ ინფორმაციას! კენჭისყრაზე მოსულ მონაწილეებს ცაუტარდებათ ფრიფინგი და დეტალურად აეხსნებათ ყველა ნიუანსი ივენთის. გისურვებთ წარმატებებს. მომართეთ ავტომობილები და 27 ში ერთად გავარკვით ვის ყავს უფრო მაგარი ავტომობილი და ვინ იცის თავისი მხეცის მართვა

ესეც წესდება:
014 წლის 27 სექტემბრის სარბოლო ივენთის წესდება.
JDM Club--ის ორგანიზებით სარბოლო ივენთი ჩატარდება ფორმატით "One 2 One Challange" სპეციალურად მოწყობილ გზაზე. პილოტების დაწყივლება მოხდება კენჭისყრით 2 დღით ადრე დახურულ ავტო პარკში. მონაწილეები დაიყოფიან 2 ძირითად კატეგორიაში. 3000cc მდე ძრავის მანქანები და Unlim Class. 3000cc მდე კლასი მონო წამყვანზე დაშვებულია ტურბო და კომპრესორი 2600 მდე. ხოლო 1900cc მდე დაშვებულია ტურბო, კომპრესორი და 4x4. 2700cc ასევე დაშვებულია მანქანების მოდიფიცირება და ტუნინგი. 2700-3000cc მხოლოდ ქარხნული კომპლექტაციით
Unlim Class ამ კლასში დაშვებულია ნებისმიერი ავტომობილი ნებისმიერი წამყვანი.
პილოტების ქვე კლასებად დაყოფის ნომეკლატურა : პილოტები კლასებში დაიყოფიან სპროტული გამოცდილების და მიღწევების მიხედვით. D class (Drivers) და R class (Race drivers). ორივე კვალიფიკაციის მრბოლელებს ექნებათ ცალცალკე კენჭისყრა მათ კლასში,ხოლო D class-ის ნახევარ ფინალისტების ოთხეული შეხვდება R class-ის ნახევარფინალისტებს. ამის შემდეგ მათ შორის გამოვლინდება საუკეთესო სამეული. D class-ში სამი რბოლის გამარჯვებული ავტომატურად ხდება R class-ის ტიტულის მქონე მრბოლელი შემდეგ ივენთზე.
ფორმატით "One 2 One Challange" ითვალისწინებს ერთი ერთზე რბოლას, სადაც პილოტს ეძლევა უფლება დაიმგზავროს Co-driver (შტურმანი) რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი შლემით. გამრჯვებულია ის ეკიპაჟი რომელიც Challange-ში მოიპოვებს ორ გამარჯვებას და გადავა შემდეგ ეტაპზე. ორივე მონაწილე გადის ერთსა და იმავე მანძლის ტრასაზე, გამრჯვებული ხდება ის ვინც პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს. გისურვებთ წარმატებებს !
შეიჯიბრზე არ დაიშვებიან ავტომობილები რომლებსაც ერთხელ მაინც მიუღიათ მონაწილეობა ეროვნულ ან საერთაშორისო რბოლებში. (გარდა მონო კლასის ავტომობილებისა) არ დაიშვება ე.წ "სპორტული სლიკები" ან "ნახევრად სლიკები". მონაწილის პრეტენზია და საჩივარი განიხილება ადგილზე მხოლოდ წერილობითი გზით.