#42388002 · 29 Sep 2014, 10:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ, მეზობლის მაბავს მოვყვები გუშინდელს smile.gif საბურთალოზე, კერძოდ სანდრო ეულის ქუჩაზე გაიხსნა ახალი სუპერმარკეტების ქსელიდან ერთ ერთი, სახელად ქვია "ზღაპარი" და მოკლედ მთელი ზაფხული და ეხლაც გამოკრული აქვთ განცხადება რომ ეძებენ დამლაგებლებს და კონსულტანტებს. ხოდა ერთი ჩემი გაჭირვებული მეზობელი მივიდა და შეუთანხმდა რო იმუშავებდა დამლაგებლად 300 ლარზე. გრაფიკი და პირობები უთხრეს მონური: დილის 9დან 4 მდე შესვენების გარეშე ან 4დან ღამის 12 მდე. კვირაში 7დღე biggrin.gif მიუხედავად ამ საშინელი პირობებისა, გაჭირვებას რა ვუთხარიო და დათანხმდა. სახლთან ახლოა და გზის ფულს დავზოგავო. შეპირდნენ ხელშეკრულებას. ხოდა შეუდგა ლაგებას, როგორც ამბობს არ ქონდათ არც ცხელი წყალი, არც ჟელე, არც საპონი. რაღაც ნახმარი ჩვარი მომცესო და ვსო. მთელი დღე ვერ დავჯექიო. ადგილი არ არისო რომ დაჯდეო. ჩამოჯდები და მენეჯერი გამოვარდება დაყვირისო. მოკლედ რამდენიმე დღე იმუშავა, წელი ასტკივდა, წნევებმა აუწია დაუწია და მოიკითხა ხელშეკრულება და მენეჯერის პასუხი: თქვენ ერთი კვირა პრაქტიკაზე ხართო (ეუბნება 55 წლის დამლაგებელს) და ამ კვირაში დღეში 20 თეთრი გეკუთვნითო ანაზღაურება!!! ვიმეორებ: დღეში 20 თეთრი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ამ ქვეყანას პატრონი არ ყავს! ამ ამბავს ვწერ ყველგან, რადგან ყველამ გაიგოთ და არ მოტყუვდეთ, მაგ ქსელში რამე სამსახურს არ დათანხმდეთ, როგორც დავასკვენი, უბრალოდ უფასოდ ამუშავებენ ყველას(კონსულტანტი, დამლაგებელი, მოლარე) და მერე ისეთ პირობებს უქმნიან რომ თვითონ გარბის ყველა. ეგრე რომ არა, 6 თვეა თანამშრომლებს ეძებენ და რა ვერ იპოვეს ამ ღატაკ ქვეყანაში, რომ ყოველ კვირა ახალ-ახალი კადრები მოყავთ.
|