რუსთავი2-მა ქიბარ ხალვაშს საქმე გაუმარტივა?! ყველაფერია მოსალოდნელი, გარდა იმისა რომ ქიბარ ხალვაშს საკუთრება ჩამოართვან
http://fact2.ge/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A...83%A8%E1%83%A1/“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია ჩაერიოს ან შეცვალოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება” – ნონა ფილაური
- ქლბატონო ნონა რა მოხდა 24 საათში, რეალურად რა გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე რასაც უპრეცენდენტოს ვუწოდებთ?
– ფაქტის ამგვარი შეფასება ცხადია არ არის ლოგიკას მოკლებული, ვინაიდან ევროსასამართლო მსგავს დაჩქარებულ გადაწყვეტილებებს მაშინ იღებს თუ კი საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობას რაიმე ფორმით. არც ის არის სფუძველს მოკლებული როცა ამბობენ რომ ეს მოხდა სიტყვის თავისუფლების დაცვის ასპექტში, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია არგუმენტები რომლითაც გამყარებული იყო რუსთავი2-ს მოთხოვნა. სავარაუდოდ ტელეკომპანიამ შეძლო ადამინის უფლებათა დაცვის ევრპული სასამართლოს დარწმუნება, რომ თუ არ იქნებიდა მათ მიერ მოთხოვნილი საკითხის დაკმაყოფილება ამით საფრთხე შეექმნებოდა არა ერთი არამედ უამრავი ადამიანის სიცოცხლეს რომლებიც აპირებენ ქუჩის აქციებში მონაწილეობის მიღებას სიტყვის თავისუფლების დასაცავად. აქედან გამომდინარე ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 5 დღით შეაჩეროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება აღსრულების საკითხში.
- ეს რამდენად არის საზეიმო განწყობის საბაბი მოსარჩელე მხარის მხრისთვის?
– მე საზეიმო განწყობის საბაბს ნამდვილად ვერ ვხედავ, თუ არ ჩავთვლით იმას რომ მათ მოახერხეს ძალიან მოკლე დროში არგუმენტირებულად დაესაბუთებინათ საკუთარი მოთხოვნა და თან დაერწმუნებინა ევროსასამართლო მოსალოდნელი საფღხის შესახებ. მათ საქმეს დაურთეს როგორც საქართველოში აკრედიტირებული ელჩების განცხადებები ასევე ქართველი ჟურნალისტების თუ მასმედიის წარმომადგენლების მწვავე შეფასებები. რუთავი2-მა სწორედ ამით გაიმყარა პოზიცია და დაასაბუთა მოთხოვნის დაკმაყოფილების აუცილებლობა, რომ ქართული საზოგადოება მათშორის მასმედიის უდიდესი ნაწილი ტელეკომპანიას უცხადებს მხარდაჭერას. ასე, რომ ევროსასამართლოს ერთმა მორიგე მოსამართლემ იხელმძღვანელა სწორედ აღნიშნული არგუმენტაციით.
- ეს გადაწყვეტილება რამდენად იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლების ან ზოგადად ჩვენი ქვეყნის იმიჯზე?
– მე ვფოქრობ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირად არ აკნინებს ქართულ მართლმსაჯულებას რომლითაც დღეს აპელირებს მხარე და მით უმეტეს არანაირი ზიანის შემცველი არ არის ქვეყნის დამოუკიდებლობისა თუ იმიჯის ასპექტში. აქვე საგულისხმოა ის ვადები რაც დააწესა ევროსასამართლომ… ანუ მოთხოვნა აღსრულების შეჩერებაზე დაკმაყოფილდა არა იმ ვადით რაც რუსთავი2-ს მხრიდან იყო მოთხოვნილი არამედ 5 დღის ვადით, რათა საქართველოს ისუსტიციის სამინისტროს მხრიდან მოხდეს შესაგებელი არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთება.
- იცით რა ვერ გავიგე?! სააღსრულებლო ფურცელი ჯერაც არ არის გაცემული, სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების არგუმენტაცია მხარეებს არ აქვთ ჩაბარებული რის შემდეგაც როგორც წესი იწყება აღსრულების პროცედურა რომელიც ასევე გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული და ასეთ შემთხვევაში რატომ დადგა რუსთავი2-ს მხრიდან დღისწესრიგში აღსრულების შეჩერებაზე განაცხადის გაკეთება ან და რას იძლეა ეს 5 დღე?
– სწორედ ამაშია საქმე. ვერ გავიგე მხიარულების მიზეზი რითია განპირობებული, ვინაიდან 5 დღე ფორმალურად არაფერს ცვლის. გამოქვეყნებული გადაწყვეტილება რომელიც დევს უზენაეს სასამართლოს საიტზე ოფიციალურად არცერთ მხარეს ჯერ არ ჩაბარებია სადაც სასამართლო იმსჯელებდა თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მარტივად რომ ვთქვათ თუ ეს გადაწყვეტილება არ ჩაბარდება მხარეს ის ვერ მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს რომ დაიწყოს აღსრულება ანუ რუსთავი2 ოფიციალურად გადაეცეს ქიბარ ხალვაშს და რეგისტრაციაში გატარდეს. სააღსრულებო ფურცელი ჯერ არ არსებობს ბუნებაში და დღესაც კი რომ ჩაბარდეს მხარეებს სასამართლოს გადაწყვეტილება მინიმუმ 2 კვირა მაინც ვერ დაიწყება აღსრულება. ჯერ განცხადება საჯარო რეესტრში უნდა შევიდეს ოფიციალურად, ქიბარ ხალვაში უნდა დარეგისტრირდეს როგორც მესაკუთრე და ამის შემდეგ მოსთხოვოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს რომ აღასრულოს. ამ დროს ეროვნული ბიურო მხარეებს აძლევს გონივრულ ვადას რათა ერთმანეთში მოილაპარაკონ და ყველანაირი იძულებითი ზომების გარეშე მოხდეს ქონების დაბრუნება მესაკუთრეზე, ხოლო თუ კი ეს არ მოხდა მაშინ უკვე ეროვნული ბიურო იყენებს იძულებით ფორმებს, თუმცა ეს სულაც არ ითვალისწინებს ძალის გამოყენებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან ქიბარ ხალვაშის ფიზიკურად შესვლა შენობაში სულაც არ არის საჭირო. მას შეუძლია მისივე ოფისიდან გასცეს განკარგულება თუნდაც ტელევიზიის მუშაობის დროებითი შეწყვეტის თაობაზე. ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ ყველაფერს ჭირდება გარკვეული დრო რომელიც სულ მცირე 3 კვირას მაინც მოიცავს და რუსთავი2-ს დღევანდელი საზეიმო განწყობა 5 დღიან შეჩერებაზე და ამხელა აჟიოტაჟის გამოწვევა ჩემი აზრით მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ არ დააგდოს მუხტი. ამით ახდენს ფართო საზოგადოების პროვოცირებას რომ დაარწმუნოს ისინი ქუჩაში გამოვიდნენ. სწორედ ამიტომ არის ჩემი განწყომა მათ მიმართ ნეგატიური რომ ისინი უმეტესწილად ამახინჯებენ ფაქტებს და მუშაობენ მხოლოდ პიარზე. ფუთავს ისე რომ საზოგადოებაში დაამკვიდროს საკუთარი იდეოლოგია, რომელიც არის თავსმოხვეული. ეს არ არის ბუნებრივი პროცესი როდესაც მეძლევა არჩევანის თავისუფლება რაღაც მინდოდეს ან არ მინდოდეს, მომწონდეს ან არ მომწონდეს. რუსთავი-2 მეუბნება რომ მე ვამბობ ამას და უნდა დაიჯერო, რადგან მე ვთვლი ასე შენც უნდა მეთანხმებოდე. მხოლოდ მათი ნათქვამია ჭეშმარიტება და მე განსხვავებული აზრი აღარ უნდა ქონდეს. გუშინდელი გამოსვლები იყო გათვლილი საზოგადოებაზე, ვინაიდან ნიკა გვარამია არ არის ისეთი სუსტი იურისტი რომ ვერ ხვდებოდეს სინამდვილეში რასთან აქვს საქმე, მაგრამ ის გამოვარდა და აჟიტირებულად ამცნო სრულიად საქართველოს რომ ვითომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა და ევროპა მხარს უჭერს ნიკა გვარამიას. თან დაამთხვია ინგა გრიგოლიას “რეაქციას” სადაც ასევე აჟიტირებული საზოგადოების ნაწილი, მათშორის ჟურნალისტები იჯდნენ და მიდიოდა ცხარე დებატები.
- ბოლოს უფრო კონკრეტულად რომ განმიმარტოთ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე არის თუ არა მოსალოდნელი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვა ევროპარლამენტში?
– სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია ჩაერიოს ან შეცვალოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო მესაკუთრის საქმეში. სტრასბურგის სასამართლო ამ შემთხვევაში გაუფრთხილდა საკუთრების უფლებას, იმისთვის რომ თვითონაც გარკვეულიყო ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ 5 დღე გააკეთა და მეორე მხარესაც მოუსმენს ამ ვადაში. ასე რომ ევოსასამართლო ვერანაირად ვერ მოახდენს გავლენას და ვერ დაარღვევს საკუთრების, ამ შემთხვევაში ქიბარ ხალვაშის უფლებას. ის უეჭველად რაღაც ფორმით ჩაერევა, შესაძლოა მხარეები მოლაპარაკების გზით წაიყვანოს, გარკვეული რჩევები თუ რეკომენდაციები გასცეს, შესაძლოა გარკვეულ ზარალზეც იყოს მსჯელობა, შესაძლოა ყველაფერს ველოდოთ, გარდა იმისა რომ ქიბარ ხალვაშს რუსთავის2-ს სახით საკუთრება ჩამოართვან.
- ანუ ერთისმხრივ რუსთავი2-მა ქიბარ ხალვაშს ევროპული სასამართლოს მეშვეობით საქმე გაუმარტივა?
– შესაძლოა ასეც ითქვას. დღეს ჩვენ გვესმის როგორი აჟიტირებულები არიან თუნდაც იგივე პოლიტიკური პარტიები და სიამაყით აცხადებენ, რომ აგერ ევროპა გვერდში გვიდგასო, მაგრამ მალე გაივლის ეს 5 დღეც და რეალურ შედეგს ყველა დავინახავთ. თუ აქამდე ქიბარ ხალვაში ფიქობდა როგორ აღესრულებინა და დაეცვა საკუთრება მშვიდობიანი გზით, თუ აქამდე ქუჩის აქციებით ხალხი შეაშფოთეს, ხუთ დღეში რას გვეტყვიან? ევროსასამართლო მოისყიდა ივანიშვილმა და მაინც ქუჩაში გამოდით, თუ აქამდე ბიძინას ვებრძოდით ახლა მთელ ევროპას დავუპირისპირდეთ და ბრძოლა ერთად მოვიგოთო? ცხადია ამის შემდეგ ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თუ ახლანდელ ფრთას ევროპულად მოუწევთ სახლებში დაბრუნება.
www.fact2.ge
This post has been edited by Lаki on 4 Mar 2017, 19:58