chelsea5ახლა მიდის ძალიან მაგარი ტურნირი, საქართველოს თასი ფუტსალში.
https://www.google.ge/url?sa=t&rct=j&q=&esr....64542518,d.bGEმეც გამოვდივარ ჩემი კამანდით.
32 გუნდი იყო 1/16-ში, ახლა 16 გუნდი შემოვრჩით და უკვე 2 თამაშიანია 1/8 ფინალი.
ნებისმიერ გუნდს შეუძლია მონაწილეობის მიღება ტურნირებში, მთავარია განაცხადში მინიმუმ 10 კაცი და სრული ეკიპირება, ანუ გეტრები, შორტი და მაისურები (ნომრით, რომ კომენტირების დროს გაარჩიონ ფეხბურთელები)
ტურნირზე მონაწილეობა უფასო იყო, უბრალოდ ეს წესები იყო დასცველი. ახლა ხურდება ტურნირი ნელ-ნელა. მეორე თამაში მოსაგები გვაქვს 1/8 ფინალის. დღეს 4-5 წავაგეთ.
ბევრი გუნდი არსებობს როგორც გითხარი უკვე.
იბერია სტარიდან დაწყებული, არმაზი, სტუ, თსუ, სეუ, სუ, კსუ, შავი ზღვის უ-ნი, ილიაუნი, სპარტაკის დუბლები, ვიტ ჯორჯიის დუბლები, იბერილი (იბერია სტარის ფანკლუბი), გლადიატორები (დინამოს ფანკლუბი), სოხუმის დინამოს დუბლები, ტელემედიის გუნდი, პსპ, მტკვარი ენერგეტიკა, განათლების სამინისტო და ა.შ
დღითიდღე პოპულარულდება, ძალიან მაგარი ორგანიზება აქვს ტურნირს. ლაივ რეპორტაჟები, კომენტირებით. თამაშის მერე მიმოხილვები, ვიდეო, ფოტო გადაღება და ტურის სიმბოლურები და ა.შ
ერთი ის ტეხავს, რომ ყველა ტურნირს იბერია სტარი იგებს, უკონკურენტოა და სულ ასე იქნება, მინიმუმ 3-4 წელი. მერე თუ არ მობეზრდათ ;დ
1 თვის წინ იყო დევის თასი და ისიც მაგათ მოიგეს.
საქართველოს ჩემპიონატი ხომ ცალკე ტარდება და ეგაც მოიგეს.
ახლა საქართველოს თასია და მაგასაც მოიგებენ, ეჭვი არ მეპარება